საძოვრების ( სათიბების ) ბიზნეს გეგმა -თა მომზადება

საძოვრების ( სათიბების ) ბიზნეს გეგმა -თა მომზადება 577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com

მეცხოველეობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, საკვები ბაზაა. შემოტანილი ხელოვნური საკვებით შენახული საქონელი ძვირი ჯდება და ხარისხიც გადასახედია.
არა აქვს მნიშვნელობა, საძოვარი კერძოა თუ სათემო. მისი გონივრული მართვა აუცილებელია.
თუკი თქვენი ფერმისთვის გამოყოფილი გრანტით სარგებლობთ აუცილებლად უნდა ჩართოთ მასში სათემო საძოვრის გაუმჯობესების ღონისძიებები. ამასთან სათემო საძოვრების გაუმჯობესებისათვის შეიძლება სპეციალური სათემო გრანტებით სარგებლობა.

ჩვენი სერვისები:

ტელეფონზე 577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე :

  • თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება.
    ● ინფორმაციების უწყვეტი მოძიება მოწოდება საგრანტო კონკურესების გამოცხადების შესახებ
    ● საგრანტო განაცხადების შევსება, აპლიკაციების შევსება ნებისმიერ ენაზე
    ● საგრანტო, ლიზინგის , შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება , მათ შორის- ინოვაციური ბიზნეს გეგმების მომზადება.
    ● მარკეტინგული კვლევების ჩატარება საქართველოსა და უცხოეთში
    ● ინვესტორთა ძიების პროცესში საკონსულტაციო და საინფორმაციო თანხლება
    ● საქონლის ,მომსახურებების, საინვესტიციო და სხვა კომერციული წინადადებებისა და შეთავაზებების მომზადება
    ● დიდ მოქმედ საწარმოებს და სასოფლო-სამეურნეო კომპლექსებს ვთავაზობთ აუთსორსინგულ მომსახურებებს ფანდრაიზინგის სფეროში
    ● სპეციალური სერვისები უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისა და მათ შთამომავალთათვის

 

საძოვრების (სათიბების) ბიზნეს გეგმები

ამონარიდი : იოსებ სარჯველაძე. ბუნებრივი სათიბ – საძოვრების გაუმჯობესება. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. 2016

მეცხოველეობის განვითარების, მისი პროდუქტიულობის გადიდებისა და ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს მტკიცე საკვები ბაზის შექმნა , ამიტომაცაა მოთხოვნა საძოვრების ( სათიბების ) ბიზნეს გეგმა -თა შედგენაზე .

ბუნებრივი საკვები სავარგულების გამოყენება დღეისათვის ერთადერთი საშუალებაა  სახნავად გამოუსადეგარი მრავალი ათეული ათასი ჰექტარიდან მიღებული იქნეს მეცხოველეობის იაფი პროდუქცია (რძე, ხორცი, კვერცხი, მატყლი, თაფლი). ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, სადაც სახნავი მიწების სიმცირის პირობებში სწორედ ბუნებრივი სათიბ-საძოვრები წარმოადგენს ბევრ რეგიონში მაღალხარისხოვანი საკვების წარმოების თითქმის შეუცვლელ და საიმედო წყაროს. გარდა  აღნიშნულისა ეს სავარგულები საზღვრისპირა რეგიონშია განლაგებული და ამდენად მათ გონივრულ გამოყენებას მოსახლეობის მთაში დამაგრების თვალსაზრისით სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს.

ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრების სარგებლობის ამჟამად გამოყენებული ექსტენსიური სისტემა-არასწორი გამოყენება, გადატვირთვა და მოუვლელობა განაპირობებს მოსავლიანობის შემცირებას, ბალახნარის გაუარესებას, კორდის დაშლას და ეროზიული პროცესების ჩასახვას. ცენოზის შემადგენელი ზოგიერთი სახეობები კონკურენციას ვერ უძლებს და ბალახნარიდან ვარდება, რაც იწვევს სახეობათა გაღარიბებას, შესაბამისად კლებულობს მდელოს კვებითი ღირებულება და მიღებული საკვების ხარისხი.

სოფლის მეურნეობაში მიმდინარე ძირეული გარდაქმნების და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში მნიშვნელოვნად შეიცვალა საკვები ბაზის და საკვებთა ბალანსის სტრუქტურა, მკვეთრად შემცირდა საკვების წარმოება სახნავ მიწებზე, მნიშვნელოვნად გადიდდა ბუნებრივ საკვებ სავარგულებზე წარმოებული საკვების ხვედრითი წილი საკვებთა საერთო ბალანსში. გამომდინარე აღნიშნულიდან ახლებურად უნდა იქნეს განხილული,შესწავლილი და გადაწყვეტილი მინდვრად და მდელოთ საკვებწარმოების პრაქტიკული საკითხები, დაკონკრეტდეს და დაზუსტდეს სავარგულების ცალკეული მასივების გაუმჯობესების საჭიროება, ადგილი, მასშტაბი, მათი ძირეული და ზედაპირული გაუმჯობესების სისტემები და შემადგენელი ღონისძიებები, უახლოესი ტექნოლოგიების ფართო დანერგვა, სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სისტემები და სხვ.

საკვები სავარგულების მწარმოებლობა უახლოეს მომავალში საგრძნობლად უნდა გაიზარდოს

და მათი ჯერ კიდევ გამოუყენებელი პოტენციური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სულ ცოტა გაორკეცდეს. ბუნებრივი სათიბების საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე შეადგენს 1,2-1,4 ტონა თივას, პროდუქტიულობა 540-680 საკვებ ერთეულს, ზაფხულის საძოვრების პროდუქტიულობა-490-550 საკვებ ერთეულს (ზამთრის საძოვრების-230-260 საკ. ერთ.)  შეადგენს. ბუნებრივი სათიბებიდან და საძოვრებიდან, გაუმჯობესებისა და სწორი გამოყენების სათანადო ღონისძიებების ფონზე, შესაძლებელია მივიღოთ ერთი ჰექტარი ბუნებრივი სათიბიდან 3,5-4,5 ტონა თივა, ხოლო საძოვრიდან 2,5-3,5 ათასი საკვები ერთეული. აღსანიშნავია, რომ გაუმჯობესებისა და გამოყენების რაციონალური სისტემის პირობებში წარმოებული ბუნებრივი ბალახნარი მოსავლის მატებასთან ერთად ხასიათდება მაღალი ყუათიანობით, სრულფასოვნებით და რაც მთავარია დაბალი თვითღირებულებით.

საკვების წარმოების მნიშვნელოვან რეზერვს წარმოადგენს ბუნებრივი საკვები სავარგულების მოსავლიანობის ამაღლება და მათი რაციონალური გამოყენების წესების დანერგვა, აგრეთვე კულტურული საძოვრების შექმნა – განსაკუთრებით სარწყავ მიწებზე.

ბუნებრივ საძოვრებსა და სათიბებს საქართველოში (სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები) უჭირავს 1911,2 ათასი ჰა, აქედან 143,0 ათასი ჰა სათიბებს, 1768,2 ათასი ჰა საძოვრებს. ეს სავარგულები განლაგებულია დაბლობ, მთის ქვედა, მთის შუა, სუბალპურ და ალპურ ზონებში.

ბუნებრივი სათიბ-საძოვრების დაბალი მოსავლიანობის ფონზე ფერმერული მეურნეობები სრულად ვერ იყენებენ საკვების წარმოების გადიდების იმ დიდ პოტენციალურ შესაძლებლობებს, რომლიც შეიძლება მიღწეული იქნეს ბუნებრივი საკვები სავარგულების მნიშვნელოვანი ფართობების გაუმჯობესების ღონისძიებების შედეგად. ღინისძიებების ჩატარების პირველ წელსვე შესაძლებელია 1,5-2-ჯერ და მეტად ანაზღაურდეს გაწეული ხარჯები.

საკვები სავარგულების არასწორი გამოყენებისა და მოუვლელობის გამო წლიდან წლამდე თანდათან მცირდება სათიბ-საძოვრების ფართობი,

მდელოები იფარება ბუჩქნარებით, კოლბოხებით, ჭაობდება და შეიმჩნება სხვა უარყოფითი პროცესები, რომლებიც აფერხებს გაუმჯობესების სამუშაოების მექანიზაციას. სათიბ-საძოვრების მასივები ხშირად გადატვირთულია (განსაკუთრებით ზამთრის საძოვრები), მათი უმეტესი ფართობები დაფარულია შხამიანი, მავნე და საკვებად უვარგისი ბალახებით.

მაღალმთის სათიბ-საძოვრებზე სარეველა მცენარე ძოგვას 100 ათასი ჰა-ზე მეტი ფართობი უჭირავს, შხამას – 19 ათასი ჰა, ხოლო მარმუჭს და ფესვმაგარას 322 ათასი, სხვა უხეშრეროიან მცენარეებს (ნარს, ღოლოს და მათ მაგვარს) უჭირავს 37 ათასი ჰექტარი და ა.შ. (ეს არის 25 წლის წინანდელი მონაცემები. ამჟამად მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესებულია).

მეცხოველეობის მტკიცე საკვები ბაზის შესაქმნელად მინდვრად საკვებწარმოებასთან ერთად, ბუნებრივ სათიბ-საძოვრების გაუმჯობესება და მათი რაციონალური გამოყენება გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს, რისთვისაც ფართოდ უნდა იქნას გამოყენებული მეცნიერების თანამედროვე მიღწევები და ქვეყანაში არსებული მდიდარი გამოცდილება.

საძოვრების (სათიბების) ბიზნეს გეგმის მომზადება

ბიზნეს გეგმის ზოგიერთი პარაგრაფი

  1. ზედაპირული გაუმჯობესების ღონისძიებები 
  2. ქვებისაგან გაწმენდა 
  3. კოლბოხების მოსპობა
  4. ბუჩქნარისაგან გაწმენდა 
  5. მკვდარი საფარისაგან გაწმენდა
  6. წყლის რეჟიმის მოწესრიგება
  7. დაშრობა 
  8. მორწყვა 
  9. სარეველა და მავნე ბალახების მოსპობა
  10. სათიბ-საძოვრების განოყიერება 
  11. ორგანული სასუქები 
  12. მინერალური სასუქები 
  13. სათიბ-საძოვრების მოკირიანება 
  14. ბალახების შეთესვა და დაფარცხვა 
  15. სათიბ-საძოვრების ძირეული გაუმჯობესება 
  16. ხე-ბუჩქნარის ამიძირკვა 
  17. ძირეული გაუმჯობესება დაჩქარებული გამდელოებით 
  18. ნათესი სათიბ-საძოვრების მოვლისა და გამოყენების ღონისძიებები
  19. საკვები ბალახების მეთესლეობა 
  20. სათიბ-საძოვრების გამოყენება
  21. კულტურული საძოვრების მოწყობა და გამოყენება 

ბმები:

ბიზნეს-გეგმები , ინვესტიციები , სერვისები ბიზნესისათვის
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები
ტრენირება და დასაქმება

Facebook Comments