სირაქლემას ფერმის ბიზნეს გეგმა

სირაქლემას ფერმა – ბიზნეს გეგმის მომზადება

ჩვენი სერვისები:

ტელეფონზე 577 235 400, სკაიპი – medgeo.net, ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე:

სირაქლემას ფერმა – ბიზნეს გეგმის მომზადება – პროდუქცია:

  1. სირაქლემას ხორცი

ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელიც პრაქტიკულად არ შეიცავს ქოლესტერინს და იდეალურად შეესაბამება დიეტურ და საბავშვო კვების რეჟიმს. გურმანები აუცილებლად შეაფასებენ ამ შესანიშნავ, წვნიან ხორცს.

სირაქლემას ზრდაზე არ მოქმედებს ზრდის მასტიმულირებელი საშუალებები, ჯანმრთელობაზე კი – ანტიბიოტიკები. სირაქლემა იზრდება ბუნებით გათვალისწინებულ ზომამდე, ხოლო სისტემურად ანტიბიოტიკებით მათი მკურნალობა არ შეიძლება. სწორედ ამიტომ, სირაქლემას ხორცი არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს.

სირაქლემას ხორცი – მისი თვისებების გამო უნიკალურია. დიეტოლოგების რეკომენდაციით, უმჯობესია გემრიელი და წვნიანი წითელი ხორცი ჩანაცვლდეს დიეტური თეთრი ხორცით. თეთრი ხორცი სასარგებლოა, მაგრამ არა ზედმეტად მშრალი. ასეთ შემთხვევაში იდეალურია სირაქლემას ხორცი, რომელიც მოიცავს წითელი ხორცის წვნიანობას და თეთრი ხორცის დიეტურობას. ქათმისა და ინდაურის ხორცთან შედარებით მასში ნაკლები ცხიმია, ქოლესტერინს კი თითქმის არც შეიცავს!

სირაქლემას ფერმა

  1. სირაქლემას სველად-დამარილებული ტყავი

დღეისათვის ტყავის საქონლის ბაზარზე უფრო და უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებენ სირაქლემას ტყავს, რომელიც ერთ-ერთი ულამაზესი და ძვირადღირებული სახეობაა. მისგან დამზადებული ნაკეთობები მიეკუთვნება ექსკლუზიურ ჯგუფს, რომელიც ფასის მხრივ არ ჩამოუვარდება ნიანგისა და გველის ტყავს და ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია.

სირაქლემას ტყავი გამძლეა, ადვილად არ ცვდება, რბილია, არ სველდება. ის მიეკუთვნება უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს და ბოლო დროს ბაზარზე სერიოზულ კონკურენციას უწევს დაცული ცხოველების სიის წარმომადგენლების ტყავს.

  1. სირაქლემას კვერცხი

გემრიელი, სასარგებლო და საინტერესო პროდუქტია. 1ც კვერცხი საკმარისია 25 ადამიანის სამყოფი ომლეტის მოსამზადებლად. სირაქლემას კვერცხის ენერგეტიკული ღირებულება 1.35-ჯერ ნაკლებია ქათმის კვერცხთან შედარებით. გარდა ამისა, სირაქლემას კვერცხი სხვა ფრინველების კვერცხებისგან განსხვავდება ქოლესტერინის ნაკლები შემცველობით.

სირაქლემას ხორცი ნორმაში იწონის 1.5კგ-ს, არის 18სმ სიმაღლის და დიამეტრი 15სმ-ია. სირაქლემას კვერცხის კარგად მოსახარშად საჭიროა არანაკლებ 75წთ. მისი ნაჭუჭისგან ამზადებენ სხვადასხვა სუვენირებს.

4. სირაქლემას ქონი

სირაქლემასგან შესაძლებელია 5-7კგ ცხიმის მიღება, რომელსაც აქვს ბაქტერიციდული, ჰიპოალერგიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. სირაქლემას ცხიმზე დამზადებულ წამლებს იყენებენ სახსრებისა და კუნთების დაავადებების სამკურნალოდ.

სირაქლემას თეთრი ბუმბულები გამოიყენება დეკორატიულ და სახვით ხელოვნებაში. ისინი ეზრდებათ მხოლოდ მამრებს ფრთებსა და კუდზე. დანარჩენი ბუმბულები, მათი ანტიალერგიული თვისებების გამო გამოიყენება ოპტიკაში და ელექტროობაში მტვრის მოსაშორებლად.

ბმები:

საინვესტიციო სივრცის სიახლეები
წარმატებული ბიზნეს გეგმები
ბიზნეს გეგმები სოციალურ ქსელებში
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები
ტრენირება და დასაქმება

Facebook Comments
Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
Share this...