ბოცვრის ფერმის ბიზნეს გეგმა

ბოცვრის ფერმის ბიზნეს გეგმა

ჩვენი სერვისები:

ტელეფონზე 577 235 400, სკაიპი – medgeo.net, ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე:

ბოცვრის ფერმის ბიზნეს გეგმა – მებოცვრეობის ძირითადი პროდუქტებია ხორცი, ტყავი, თივთიკი.

1989 წელს საქართველოში ბოცვრის სულადობა შეადგენდა 350 ათასს,

მაგრამ 1990-იანი წლებიდან სრულად განადგურდა მებოცვრეობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

ბოცვრის ფერმის ბიზნეს გეგმა

ბოცვრის ჯიშების დახასიათება:

მსოფლიოში ბოცვრის სახორცე, საბეწვე და დეკორატიული მიმართულების 100-მდე ჯიშია გამოყვანილი.
საქართველოში გავრცელებულია ძირითადად სახორცე ჯიშები: თეთრი

გოლიათი, კალიფორნიული, ახალზელანდიური თეთრი, ნაცრისფერი გოლიათი და სხვა.

თეთრი გოლიათი

ეს ჯიში გამოყვანილ იქნა ბელგიასა და გერმანიაში XIX საუკუნის ბოლოს. ზრდასრული ბოცვრის წონა 4,5კგ–5,1კგ-ს აღწევს. ტანის სიგრძე 60 სმ-ია, გულ-მკერდის შემოწერილობა 37სმ.

სახორცე მიმართულებით სასაკლაო წონაზე ადის სამი თვის ასაკში და აღწევს 2.6კგ-ს. ცოცხალ წონას, ხორცის გამოსავალი აღწევს 54%-ს. იძლევა 7-8 ბაჭიას.

ახალზელანდიური თეთრი

ეს ჯიში გამოიყვანეს ამერიკაში. გამოირჩევა მაგარი კონსტრუქციულობით, წვრილი ძვლით, მაღალი მეხორცულობით, საშუალო თავით, მოკლე, თხელი ყურებით, სწორმდგომი; მკერდი ღრმა და ფართო, წელი – განიერი; ფეხები მსხვილი და მაგარი; თათები – მასიური, ბეწვი – ხშირი;

შობადობა – 6-10 ბაჭია, წონა – 4,5-5კგ-მდე.

სასაკლაო წონაზე ადის სამი თვის ასაკში და აღწევს 2.7კგ-ს; ხორცის გამოსავალი 58%.

კალიფორნიული

ეს ჯიში გამოიყვანეს ამერიკაში შინშილასა და ახალზელანდიურის შეჯვარებით.

ეს ჯიში გამოირჩევა მსუბუქი ძვლებითა და მაღალი მეხორცულობით, საშუალო თხელი

ყურებით, განიერი მენჯის ძვლებით. მოითხოვს კარგ ზოო-ჰიგიენურ პირობებს.

სასაკლაო წონაზე ადის სამი თვის ასაკში და აღწევს 3კგ-ს. ხორცის გამოსავალი 52%.

ნაცრისფერი გოლიათი

ამ ჯიშს გარე შეფერილობა აქვს ნაცრისფერი მოწითალო ფერის. კარგად ეგუება გარემო

პირობებს. შობადობა 7-8 ბაჭია, ხასიათდება უხვ-რძიანობით, წონა 5კგ-მდე, ტანის სიგრძე – 60-62სმ-ია. მკერდის გარშემოწერილობა – 38სმ. წონა აღწევს 7კგ-ს. ხორცი – 60%; ხასიათდება მასიური მაგარი ყურებით, ტანი გრძელი და მომრგვალო, ბეწვი ნაკლებად ხშირი აქვს.

სასაკლაო წონაზე ადის სამი თვის ასაკში და აღწევს 2.8კგ-ს. ხორცის გამოსავალი 60%.

ბიზნეს-გეგმები საშუამავლო ფირმებისათვის

ბმები:

საინვესტიციო სივრცის სიახლეები
წარმატებული ბიზნეს გეგმები
ბიზნეს გეგმები სოციალურ ქსელებში
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები
ტრენირება და დასაქმება

Facebook Comments