კრევეტების მოშენების ბიზნეს-გეგმა

კრევეტების მოშენების ბიზნეს-გეგმა

ჩვენი სერვისები:

ტელეფონზე 577 235 400 , სკაიპი –  medgeo.net , ელ-ფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე:

● თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება.
● ინფორმაციების მოწოდება საგრანტო კონკურესების შესახებ
● საგრანტო განაცხადების შევსება
● საგრანტო, სალიზინგო, შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისთვის ბიზნეს-გეგმების მომზადება
● მარკეტინგული კვლევების ჩატარება საქართველოსა და უცხოეთში
● ინვესტორთა ძიების პროცესში საკონსულტაციო და საინფორმაციო თანხლება
● საქონლის , მომსახურებების, საინვესტიციო და სხვა კომერციული წინადადებებისა და შეთავაზებების მომზადება.

ჩვენს ქვეყანაში ზღვის პროდუქტები უყვართ და მიაკუთვნებენ ჯანსაღ საკვებს. კრევეტები მდიდარია ცილებით, ვიტამინებით (A, E, D, K, B3, B6, B12), კალიუმით, მაგნიუმით, კალციუმით, ომეგა-3 – ით, ფოსფორით, იოდით, სპილენძით, თუთიით და ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ახანგრძლივებენ უჯრედების ახალგაზრდობას; ხელს უწყობენ სისხლძარღვების გაწმენდას; იმუნიტეტის გაძლიერებას; წონის კლებას; თმის, კანისა და ფრჩხილების მდგომარეობის გაუმჯობესებას; ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას და ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას.

კრევეტების მოშენების ბიზნეს-გეგმა , პლიუსები:

  • მომხმარებელთა დიდი ინტერესი – პროდუქციაზე მუდმივი მოთხოვნა
  • საბოლოო პროდუქტის მაღალი ფასი
  • კარგი შემოსავლიანობა
  • მომგებიანობა
  • ბიზნესის სახლში დაწყების შესაძლებლობა
  • ახალი პროდუქტი უფრო სწრაფად გაიყიდება, ვიდრე გაყინული
  • შედარებით დაბალი კონკურენცია, რაც იძლევა საკუთარი ნიშის სწრაფად დაკავების შესაძლებლობას
  • ყველა საჭირო აღჭურვილობის ყიდვა მარტივადაა შესაძლებელი მცირე სასტარტო ბიუჯეტის შემთხვევაშიც.

კრევეტების მოშენების ბიზნეს-გეგმა

სად ხდება კრევეტების მოშენება:

  • ღია წყალსაცავებში
  • სპეციალურ ხელოვნური წყლის აუზებში
  • სახლის აკვარიუმებში

პროდუქციის სახეები:

  • ცოცხალი კრევეტები
  • გაყინული კრევეტები
  • მოხარშულ – გაყინული კრევეტები
  • გასუფთავებული მოხარშულ – გაყინული კრევეტები
  • პანირებული მოხარშულ – გაყინული კრევეტები

კრევეტების გაყიდვების ბაზარი:

  • ზოომაღაზიები და აკვარიუმისტები – თუ მოაშენებთ დეკორატიულ კრევეტებს
  • კერძო პირები – პროდუქციის რეკლამირება შეიძლება სოციალურ ქსელებში ან სპეციალურად შექმნილ საიტზე
  • სავაჭრო ქსელები, კაფეები, პაბები, რესტორნები, სუში – ბარები, თევზისა და ზღვის პროდუქტების მაღაზიები, საბითუმო საწყობები, დისტრიბუტორები და ექსპორტიორები.

კრევეტების შენახვის მთავარი პირობებია – წყლის ხარისხი, მისი ტემპერატურა, pH და საკვების არსებობა. კრევეტები თითქმის არ ავადდებიან, ამიტომ მათი მოვლა ძირითადად გულისხმობს სწორად კვებას (ის უნდა შეიცავდეს მათი განვითარებისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს და მიკროელემენტებს) და რეზერვუარის ნარჩენებისგან გაწმენდას.

ბმები:

ბიზნეს-გეგმები , ინვესტიციები , სერვისები ბიზნესისათვის
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები
ტრენირება და დასაქმება

Facebook Comments