შეღავათიანი აგროკრედიტის ბიზნეს გეგმები -ს მომზადება

შეღავათიანი აგროკრედიტის ბიზნეს გეგმები -ს მომზადება . 577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com

შეღავათიანი აგროკრედიტი , ჩვენი აზრით,  საქართველოში ყველაზე პოპულარული და ყველაზე წარმატებული  პროექტია . მუშაობს 2013 წლის 27 მარტიდან.
წინამდებარე სტატია ზოგადი მიმოხილვითი ხასიათისაა და ეყრდნობა
http://rda.gov.ge/projects/read/agro_credit/5:parent .  პოსტის მომზადებისას, ჩვენი მიზანი იყო გვეჩვენებინა იმ ნიუანსების ნაწილი, რომლის გამოც სასურველია ბიზნეს- გეგმის მომზადებისას კონსულტანტების მომსახურებით სარგებლობა.

შეღავათიანი აგროკრედიტისათვის ბიზნეს გეგმების მომზადება

რას აფინანსებს შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა?

– სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოებას
– გადამმუშავებელ საწარმოებს
– შენახვა-რეალიზაციის პროექტებს

ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები ანუ ვინ შეიძლბა მიიღოს შეღავათიანი კრედიტი?

იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ პროექტის მოთხოვნებს

პროექტის მხარდაჭერის მექანიზმი

იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა

რაში უნდა დაიხარჯოს შეღავათიანი კრედიტით მიღებული თანხები ?

ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის.

ვინ გასცემს შეღავათიან კრედიტს?

პროექტს ახორციელებს სოფლის განვითარების სააგენტო . იგი ადგენს კრედიტის გაცემის წესებს. უშუალოდ კრედიტებს იგი არ გასცემს.
კრედიტებს გასცემენ პროექტში მონაწილე ბანკები და საფინანსო ინსტიტუტები.

ვის უნდა წარუდგონოთ ბიზნეს გეგმა?

ბიზნეს -გეგმა უნდა წარუდგონოთ პროექტში მონაწილე ბანკს და სხვა საფინანსო ინსტიტუტს.

ჩვენი სერვისები:

ტელეფონზე 577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე :

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“ მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

  1. შეღავათიანი აგრო-კრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის;
  2. შეღავათიანი აგრო-კრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის;
  3. შეღავათიანი აგრო-ლიზინგი;
  4. სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში”.

შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის

1.ცხადია , გახსოვთ რომ „ საბრუნავი საშუალება „ არის ის მიმდინარე აქტივი, რომლის ფულად ქცევა შესაძლებელია ერთი საოპერაციო ციკლის განმავლობაში;
2. „ შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის „  ფარგლებში , სააგენტო აფინანსებს სესხის საპროცენტო განაკვეთის გარკვეულ ნაწილს. თანადაფინანსების ოდენობის განსაზღვრა ხდება ბენეფიციართან შეთანხმების საფუძველზე.
3. „ შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის „  გაიცემა შემდეგი
საქმიანობებისათვის
✧ ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები;
✧ ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები, რომლებიც ყურძნის შეძენას მოახდენენ სპირტის წარმოების მიზნით;
✧ ატმის შემსყიდველი საწარმოები;
✧ არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოები;
✧ მანდარინის შემსყიდველი ან/და გადამამუშავებელი საწარმოები;
✧ ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისთვის;
✧ ჩაის გადამამუშავებელი საწარმოები.
4. იმისათვის, რომ პოტენციურმა ბენეფიციარმა ისარგებლოს შეღავათიანი აგროკრედიტით, იგი უნდა აკმაყოფილებდეს საფინანსო ინსტიტუტის მიერ ასეთი ტიპის სესხების გაცემის წინაპირობებს და პროექტის მოთხოვნებს.

შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის

  1. ძირითადი საშუალება მატერიალური აქტივია,
    — რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია
    — და რომელსაც მეწარმე იყენებს საქონლის წარმოების, მიწოდების, მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისთვის
    2.„შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის“ ითვალისწინებს: საფინანსო ინსტიტუტების მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელი და გადამამუშავებელი/შემნახველი საწარმოებისთვის:
    — ძირითადი საშუალებებისთვის გამოყოფილ სესხებზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთების თანადაფინანსებას
    —  და მეორად უზრუნველყოფას სააგენტოს მიერ.
    3. სააგენტო თანამონაწილეობის მოცულობებს ათანხმებს ბენეფიციართან
    4. საწარმოთა და საქმიანობათა ჩამონათვალი, რომლის დაფინანსებაც ხდება საკმაოდ დიდია . მთავარი პრიორიტეტი არის ადგილობრივი  ნედლეულის გადამუშავება და
    ადგილობრივი მუშახელის დასაქმება.
    5. თანხა განისაზღვრება 20 000ლარიდან 1 500 000 ლარის ჩათვლით.
    6. სააგენტოს მიერ არა უმეტეს 48 თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება მოხდება სესხის ძირითადი თანხის წლიური 11%-ის ოდენობით, სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან არა უმეტეს 50 თვის განმავლობაში.

შეღავათიანი აგროლიზინგი

  1. ლიზინგი- ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის მიმღებისთვის განსაზღვრული ქონების ხელშეკრულებაში დათქმული ვადით სარგებლობაში გადაცემა, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ლიზინგის მიმღებისა და ლიზინგის გამცემის მიერ დადგენილი პერიოდულობით, საზღაურის გადახდის სანაცვლოდ, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლით;
  2. 2. შეღავათიანი აგროლოზინგის პროექტის ფარგლებში ,სააგენტო უზრუნველყოფს სალიზინგო საზღაურის ნაწილის თანადაფინანსებას ლიზინგის მიმღებთან შეთანხმების საფუძველზე.სააგენტოს მიზნობრივი თანადაფინანსება განისაზღვრება ლიზინგის გამცემის ინვესტიციის წლიური12%-ის ოდენობით 48თვის განმავლობაში.
ბმები:

საინვესტიციო სივრცის სიახლეები
წარმატებული ბიზნეს გეგმები
ბიზნეს გეგმების სოციალურ ქსელებში
ბიზნეს-გეგმები , ინვესტიციები , სერვისები ბიზნესისათვის
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები
ტრენირება და დასაქმება

Facebook Comments