მზის ფერმების ( ელექტროსადგურების ) ბიზნეს გეგმები -ს მომზადება

მზის ფერმების ( ელექტროსადგურების ) ბიზნეს გეგმები -ს მომზადება   577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com

„ მზის ფერმებს“ მზის ენერგიის გარდამქმნელ ელექტრო სადგურებს ეძახიან. ეს არის გარკვეულ ფართზე განთავსებული   ფოტოპანელები , რომლებიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ საკუთარი მოხმარების ან გაყიდვის მიზნით.
მზის ფერმების მშენებლობა ,დღეს ტრენდული მიმართულებაა და ინტენსიურად შენდება მთელ მსოფლიოში. საქართველოში, მათ ასაშენებლად კარგი პირობები და სამართლებრივ-ეკონომიკური ბაზაა. ამ მიმართულებას აქვს კარგი დონორული მხარდაჭერა.
ჩვენ, საქართველოს პირობებში, ბიზნეს-გეგმებში პირველებმა შევიმუშავეთ მრავალფუქნციური გამოყენების კონცეფცია და კონკრეტული მექანიზმები . ამ დროს ფერმის მიწა , მრავალი
მიზნით გამოიყენება. ეს კიდევ უფრო რენტაბელურს ხდის მზის ფერმას .

 იხილეთ აგრეთვე სტატია : მზის პანელების წარმოების ბიზნეს-გეგმები

ჩვენი სერვისები, გარდა  მზის ფერმების ( ელექტროსადგურების ) ბიზნეს გეგმები -ს მომზადებისა   :

ტელეფონზე 577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე :

  • თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება.
    ● ინფორმაციების მოწოდება საგრანტო კონკურესების გამოცხადების შესახებ
    ● საგრანტო განაცხადების შევსება, აპლიკაციების შევსება ნებისმიერ ენაზე
    ● საგრანტო,სალიზინგო, შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-
    გეგმების მომზადება
    ● მარკეტინგული კვლევების ჩატარება საქართველოსა და უცხოეთში
    ● ინვესტორთა ძიების პროცესში საკონსულტაციო და საინფორმაციო თანხლება
    ● საქონლის ,მომსახურებების, საინვესტიციო და სხვა კომერციული წინადადებებისა და შეთავაზებების მომზადება
    ● დიდ მოქმედ საწარმოებს და სასოფლო-სამეურნეო კომპლექსებს ვთავაზობთ აუთსორსინგულ მომსახურებებს ფანდრაიზინგის სფეროში

მზის ფერმების ბიზნეს გეგმები

ქვემოთ მოცემულია ამონარიდები თიბისის საიტიდან : https://tbcleasing.ge/blog/blog-solar?fbclid=IwAR2kt7LjnWRAK9osNgi3TLiw4CQgFmdPZ-GEu66D1-x1EYqsfVzd9N8tIv4

მზის ფერმების  პრიორიტეტულობა ბიზნესისა და ქვეყნისთვის

ეკომეგობრულია, დამოუკიდებელს გხდის, ეკონომიურობაში გეხმარება და შენზე გრძელვადიანად ზრუნავს.

კაცობრიობისთვის მზის პანელების მნიშვნელობა რომ ცხადად დავინახოთ, საკმარისია ერთმანეთს ტრადიციული რესურსები და მზის ენერგია შევადაროთ.
ენერგიის ეს სახე იმ წყაროებისგან განსხვავებით, რომლებსაც ჩვენ მოვიხმართ, ამოუწურავია.
მზის სხივს არ სჭირდება მოპოვება, ტრანსპორტირება, არ გააჩნია წონა, არც ხმაურობს და დედამიწისთვის მავნე ნარჩენებსაც არ წარმოქმნის, რასაც ვერ ვიტყვით ენერგიის მოპოვების სხვა გზებზე.
სწორედ ამიტომაა ის ეკომეგობრული.

იხილეთ აგრეთვე სტატია: <<მზის პანელების წარმოების ბიზნეს გეგმა>>

ბიუჯეტურობა

პირველი მიზეზი, რატომაც მსოფლიო მასშტაბით ამ ტიპის ენერგიის მზის პანელებით ათვისება სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ამოუწურვადობა და ეკოლოგიური კატასტროფების პრევენციაა, შემდგომში კი — მისი ბიუჯეტურობა .

თუ გავითვალისწინებთ NASA­-ს კვლევის მონაცემებს, მზით სავსე თვეებში, კერძოდ, მაისიდან ოქტომბრამ­დე, საქართველოში, წყლის გასაცხელებლად საჭირო ენერგიას 100%-ით გამოიმუშავებ, მარტში, აპრილსა და ოქტომბერში მიიღებ საჭირო სითბოს ნახევარს, ნოემბრიდან თებერვლამდე კი – 20­-30%­-ს. გამოდის, რომ ჩვენს ქვეყნაში არ არსებობს ისეთი პერიოდი, რომლის დროსაც მზის პანელებით გარკვეული რაოდენობის ენერგიას მაინც არ დააგროვებ.

მართლაც, თუ ზემოთმოყვანილ კვლევას და იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში წელიწადის 250-280 დღე მზიანია, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ მზის ენერგიის ათვისება ბიზნესსექტორისთვის უდიდესი შესაძლებლობაა.

ბიზნესი, რომელიც მზის პანელებით სარგებლობს ან მათ აწარმოებს, ქვეყნისთვის ქმნის შესაძლებლობას ავითვისოთ ენერგიის ამოუწურავი რესურსი, გარდავქმნათ ის ელექტრო ან თბოენერგიად, დამატებით კი, ეკოლოგიაზეც ვიზრუნოთ. ბიზნესის მხრიდან სოლარული ფერმისთვის ერთჯერადად გამოყოფილი თანხა სამომავლოდ დიდი შემოსავლის გამომუშავებასა და დაზოგილი ფინანსების სხვა ინვესტიციებისკენ მიმართვის საშუალებაა, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობასთან.

ბიზნეს ჭრილში, მზის პანელები სხვადასხვა მიზნობრიობით შეგვიძლია გამოვიყენოთ, მაგალითად:

მზის ფერმების  პრიორიტეტულობა სამრეწველო საწარმოებისთვის

სამრეწველო საწარმოს ტერიტორიაზე მზის პანელების დაყენებამ გათბობის ყოველთვიური მომსახურების ხარჯები შეიძლება 70­-80%-მდე შეგიმციროს. ერთჯერადად გაღებული ხარჯით ბიზნესს 25+ წლის განმავლობაში ელექტრო და თბოენერგიის ხარჯებს მნიშვნელოვნად შეუმცირებ.

მზის ფერმების  პრიორიტეტულობა სასტუმროებისთვის

გამოცდილება აჩვენებს, რომ მზის პანელების დაყენებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ობიექტი — სასტუმროებია. მართლაც, სასტუმრო იმ ბიზნესებს მიეკუთვნება, სადაც დიდი რაოდენობით ელექტრო და თბოენერგია იხარჯება.

მზის ფერმების  პრიორიტეტულობა კვების ობიექტებისთვის

რესტორნებისა და კაფე-ბარების მეპატრონეებისთვის ნაცნობია იმ ხარჯების ოდენობა, რაც ცხელი წყლით მომარაგებას, გათბობასა და განათებას სჭირდება. გარდა იმისა, რომ მზის პანელები ამ ხარჯს ამცირებს, მათი დახმარებით, უკვე აღარ იქნები დამოკიდებული გაზისა თუ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდაზე.

მზის ფერმების  პრიორიტეტულობა მეურნეობებისთვის

სოფლის მეურნეობის სექტორისთვის ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკული წყარო კიდევ უფრო მიმზიდველად ჟღერს. ფერმებსა თუ სხვა სამეურნეო ტერიტორიებზე მზის პანელების დამონტაჟებას სოფლის მეურნეობაში ჩართული სულ უფრო და უფრო მეტი პირი მიმართავს.

მზის ფერმები , როგორც ენერგობიზნესი

ერთია მზის ენერგიის გამოყენება ბიზნესისთვის, მეორე კი — პანელების ბიზნესიდეად ქცევა. მას შემდეგ, რაც კანონი შეიცვალა და ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 100 კილოვატიდან 500 კილოვატამდე გაიზარდა, ადგილობრივი ბაზრისთვის მზის ენერგიაში ინვესტიცია უფრო მიმზიდველი გახდა. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ 2020 წლიდან საქართველოში ელექტროსადგურების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა.

დამატებით, 2020 წელს ლუქსემბურგის ფონდს, “Green For Growth Fund” (GGF)-სა და თიბისი ლიზინგს შორის 16,4 მილიონი ლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიზანი სწორედ ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსების ხელშეწყობაა, მათ შორის მზის პანელებიც მოიაზრება.

ეს დაფინანსება საშუალებას მისცემს ბიზნესებს განახორციელონ ენერგოეფექტური ინვესტიციები და წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკის მწვანე აღდგენაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალი ენერგოპოლიტიკის თანახმად, 2030 წლისთვის, ქვეყნის ენერგიის 35% განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იქნება მიღებული, რაც დროთა განმავლობაში ქვეყანას ეკოლოგიურ და ეკონომიკურ სტაბილურობას მოუტანს.

ბმები:

ბიზნეს-გეგმები , ინვესტიციები , სერვისები ბიზნესისათვის
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები
ტრენირება და დასაქმება

მზის ფერმების ელექტროსადგურების ბიზნეს გეგმების მომზადება

Facebook Comments
Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share this...