ალუმინის წარმოების ბიზნეს-გეგმა

ალუმინის წარმოება – ბიზნეს-გეგმა

ჩვენი სერვისები:

ტელეფონზე 577 235 400, სკაიპი – medgeo.net, ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე:

ბიზნეს-იდეის მიმზიდველობის შეფასება

ალუმინის შენადნობის პროფილის გაყიდვების ბაზარი ძალიან ფართოა. ალუმინის პროფილი გამოიყენება:

  • მშენებლობა
  • დასამუშავებელი სამუშაოები
  • კარებისა და ფანჯრების კონსტრუქციები
  • სამრეწველოები
  • არქიტექტურა
  • ფასადების მოპირკეთება
  • სავენტილაციო სისტემების შემუშავება
  • მეტალოკონსტრუქციები
  • სარეკლამო და სხვა სფეროებში.

ალუმინის წარმოება - ბიზნეს-გეგმა

ასეთი პოპულარულობა განპირობებულია მდგრადობით, სიმსუბუქით, მასალის მოხერხებული დამუშავებით.

ალუმინის წარმოების ბიზნეს-გეგმა – მისი განხორციელება შესაძლებელია ორი გზით:

  • პროფილის სხვადასხვა ტიპებისა და მთლიანი კონსტრუქციების ჩამოსხმით დაკავება.
  • პროფილების დაპრესვით შემოფარგვლა. მზა პროდუქციის შეგროვება კი შემადგენელი ნაწილებისგან და მათი აწყობა ხრახნების საშუალებით.

ალუმინის წარმოება – ბიზნეს-გეგმა . რენტაბელობა

ალუმინის პროფილის წარმოების რენტაბელობის საშუალო დონე შეადგენს 12%-ს. საწყისი ხარჯების გარდა, საწარმოს მუშაობის ორგანიზებისთვის სასურველია გქონდეთ დამატებითი თანხა. ის აუცილებელი იქნება მუშაობის პირველი 3 თვის დროს მიმდინარე ხარჯების დასაფარად.

წარმოების ტექნოლოგიური პროცესი

ალუმინის პროფილს ამზადებენ შენადნობიდან „ცივი“ ან „ცხელი“ მეთოდით და მოიცავს 3 კომპონენტს: მაგნიუმი, სილიციუმი და ალუმინი.

„ცივი“ მეთოდი გულისხმობს პრეს-ექსტრუდერის გამოყენებას და ზოდებზე ზეწოლას სპეციალური ხვრელებით.

„თბილი“ მეთოდი შედგება პოლიამიდური და პოლიურეთანული შუასადებებისგან. ისინი მოთავსებულნი არიან ე.წ თერმოსტატის ალუმინის ფირფიტებს შორის. ასეთი ტექნოლოგია გამოიყენება მინის პროფილისთვის.

ყველაზე რთული ამოცანა

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა – ლიცენზიებისა და სერთიფიკატების მიღება. ალუმინის პროფილების დამზადება მიეკუთვნება მავნე წარმოებების კატეგორიას. ამიტომ, მისი ორგანიზებისთვის საჭირო მოთხოვნები ძალიან მაღალი იქნება.

თქვენი საწარმოს მუშაობის დაწყების ნებართვისთვი სერთიფიკატის მისაღებად აუცილებლად უნდა მიმართოთ ადგილობრივ ადმინისტრაციას. ყველა ნებართვის მიღების პირობები შეიძლება შეიცვალოს თითოეული რეგიონის პირობების შესაბამისად. ადმინისტრაციასთან ყველა დეტალის შეთანხმების შემდეგ უნდა მიიღოთ კიდევ რამდენიმე ნებართვა. ესენია: სახანძრო ინსპექციის, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის, ეკოლოგიური კონტროლისა და შრომის დაცვის სამსახურის თანხმობები. მუშაობის დაწყება შეიძლება მხოლოდ ყველა დოკუმენტის არსებობის შემდეგ.

პერსპექტივა

მიუხედავად ამ მიმართულებით ბიზნესის შექმნის და გაშვების სირთულისა, ის გამოირჩევა მაღალი პერსპექტიულობით. ალუმინის პროფილზე სტაბილური მოთხოვნა და მუშაობის გონივრული ორგანიზაცია, საშუალებად მოგცემთ მიიღოთ მაღალი მოგება.

წყარო: https://businessmens.ru/article/idea/biznes-plan-organizacii-proizvodstva-alyuminievogo-profilya

ბმები:

საინვესტიციო სივრცის სიახლეები
წარმატებული ბიზნეს გეგმები
ბიზნეს გეგმები სოციალურ ქსელებში
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები
ტრენირება და დასაქმება

Facebook Comments
Share on Facebook
Facebook
Share this...