ღვინის სუვენირული ყუთების წარმოება – ბიზნეს გეგმა

ღვინის სუვენირული ყუთები -ს წარმოების ბიზნეს გეგმების შეკვეთა 577 235 400, სკაიპი – medgeo.net, ელფოსტა Caumednet@gmail.com.

ჩვენი სერვისები:

ტელეფონზე 577 235 400, სკაიპი – medgeo.net, ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე:

ელიტური ღვინის ბოთლები სუვენირებად საქართველოდან ბევრს მიაქვს.
ბუნებრივია, დიდია ღვინის სუვენირულ ყუთებზე მოთხოვნა.
ბაზარზე კი ამგვარი ორიგინალური, ქართული პროდუქციის ნაკლებობაა, რომელიც დააკმაყოფილებს როგორც დიზაინის, ასევე  ტრანსპორტირებისა და სხვა თანამდროვე მოთხოვნებს.

ღვინის სუვენირული ყუთები

ტიკი, ტიკჭორა, გუდა-თხიერი

ტიკი, ტიკჭორა, გუდა-თხიერი — თხის ან ხბოს ტყავისაგან დამზადებული სითხის ჩასასხმელი ჭურჭელი. დაკლულ თხას ან ხბოს ოთხში ამოიღებდნენ, ნედლ ტყავს თრიმლში გამოიყვანდნენ, ბეწვიან მხარეს შიგნით მოუქცევდნენ, წინა მარჯვენა ფეხის დაბოლოებაზე ხის მასრას გამოაბამდნენ, ჭიპისა და კუდის ადგილას ხის სარქვლებს ანუ პოჭოჭიკებს გაუკეთებდნენ, დანარჩენი სამი ფეხის დაბოლოებას შიგნიდან მაგრად გაკვანძავდნენ, შემდეგ ყელიდან თბილ კუპრს ჩაასხამდნენ და მოთელავდნენ. მოკუპრულ ტიკს გაბერავდნენ, რამდენიმე ხანს მზეზე გაკიდებდნენ და შემდეგ უკვე შეიძლებოდა მისი გამოყენება.

ტიკი შუასაუკუნეების საქართველოში ღვინის გამოსაღებ ერთეულადაც მოიხსენიება. ძველ აღმოსავლეთის ქვეყნებში ტიკს მდინარეებზე გადასასვლელადაც იყენებდნენ. ხმარობდნენ აგრეთვე სამხედრო საქმეში. საქართველოში რამდენიმე ტიკზე დაბმული ფიცრებით ნავ-ტიკებს ამზადებდნენ და სათევზაოდ და მდინარეზე გადასასვლელად იყენებდნენ.

ღვინის სუვენირული ყუთები

ღვინის სუვენირული ყუთები – ღვინის ტრანსპორტირება

ამონარიდი https: / /publika.ge

ღვინის ტრანსპორტირება შეიძლება ხდებოდეს როგორც ღვინო მასალის, ასევე მზა ღვინის სახით, თუმცა რამდენიმე წლის წინ, ღვინის მომეტებული ფალსიფიცირების შეზღუდვის მიზნით, საქართველოს სახელმწიფომ ქვეყნიდან ღვინო მასალის სახით ნედლეულის გატანა ოფიციალურად აკრძალა და დღეს ჩვენი ქვეყნიდან მხოლოდ მზა სახის ღვინის გატანაა შესაძლებელი და ისიც ბოთლირებული/დაბეჭდილისახით. ცხადია, ამაში არ იგულისხმებიან ის ადამიანები, რომლებსაც უცხოეთში საკუთარი მოხმარების მიზნით რამდენიმე ლიტრი ღვინო მიაქვთ.

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენიმე ასეული ათასი ბოთლი გადაგვაქვს თუ რამდენიმე ათეული – ღვინის ტრანსპორტირება აუცილებლად მოითხოვს მთავარი წესების დაცვას. ამ წესებიდან უმთავრესია ტემპერატურის კონტროლი.

თუკი ღვინო დიდი ხნის მანძილზე აღმოჩნდება ცვალებად ტემპერატურაში, სიცხეში და ზოგადად ცხელ გარემოში, დიდია მისი გაფუჭების შანსი და შესაძლებელია ადგილზე ღვინის ნაცვლად სრულიად გაურკვეველი ხარისხისა და გემოს მქონე სასმელი ჩავიტანოთ.

ღვინის ტრანსპორტირებისას აგრეთვე უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ საღვინე ჭურჭელი იყოს ბოლომდე გადავსებული და ღვინომ მთელი გზის მანძილზე არ იჭანჭყაროს. ეს განსაკუთრებით შედარებით ახალი ღვინისთვისაა ცუდი, რადგან ზედმეტი ჭანჭყარის გამოც შეიძლება ღვინის ხარისხს დიდი პრობლემები შეექმნას.

სასურველია ვიცოდეთ ისიც, რომ არსებობენ ვაზის ჯიშები და შესაბამისად, მათგან დაყენებული ღვინოები, რომლებიც ტრანსპორტირებას ძალიან რთულად იტანენ. პირად საუბრებში ალბათ ხშირად მოგვისმენია, რომ ესა თუ ის ღვინო გემრიელი და საინტერესო მხოლოდ ადგილზე მოხმარების შემთხვევაშია და თუკი სხვაგან წავიღებთ, ხარისხი ეკარგება.

მიუხედავად ამისა, თუკი შევქმნით სათანადო პირობებს და ტრანსპორტირების მხრივ პრობლემური ღვინის გადატანას სკრუპულოზურად მოვეკიდებით (ტრანსპორტი არ ივლის ძალიან ჩქარა, დავიცავთ ტემპერატურის კონტროლს, ჭურჭელს ბოლომდე გადავავსებთ, გამოვიყენებთ სუფთა და ხარისხიან ჭურჭელს და სხვა…). მონდომებული ადამიანისთვის ალბათ მაინც ყველანაირი ღვინის გადატანაა შესაძლებელი.

ბმები:

საინვესტიციო სივრცის სიახლეები
წარმატებული ბიზნეს გეგმები
ბიზნეს გეგმები სოციალურ ქსელებში
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები
ტრენირება და დასაქმება

Facebook Comments