თანადაფინანსება სარესტორნო ინდუსტრიისათვის

თანადაფინანსება სარესტორნო ინდუსტრიისათვის

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა
http://www.enterprisegeorgia.gov.ge/ka/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A0-1?fbclid=IwAR0Dtf-tjqA7AJKllDm9zNIowfZSciFmoc8JTAq9OYbB0kVwSai1X13h7ek

განაცხადების მიღება გაგრძელდება 5 მარტის ჩათვლით.

რესტორნების, კვების ობიქტების, ქეითერული ფირმების ბიზნეს გეგმების მომზადება 577 235 400
ეს ბანერი კავშირში არაა ამ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმციის ტექსტთან და არა აქვს მასთან შეხება 

პროგრამის შესახებ:

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 8 თებერვლიდან იწყებს მეორე ნაკადზე განაცხადების მიღებას „თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“  პროგრამის ფარგლებში.

პროგრამის მიზანია ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებიდან გამომდინარე სარესტორნო ინდუსტრიის სფეროში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბანკში/მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში/ლიზინგის გამცემთან აღებული/შეთანხმებული სესხების/მიკრო სესხების/სალიზინგო პროექტის თანადაფინანსება, რომელთაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეეზღუდათ ოპერირების შესაძლებლობა და, შესაბამისად, შეუმცირდათ ოპერირებიდან მიღებული შემოსავალი.

პროგრამის პირობები:

პროგრამა მოიცავს სამ კომპონენტს:

  1. სესხის თანადაფინანსების კომპონენტი
  2. სალიზინგო პროექტის თანადაფინანსების კომპონენტი
  3. მიკრო სესხის თანადაფინანსების კომპონენტი

აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს, 2020 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, მეწარმე სუბიექტის სესხის/ლიზინგის საგნის /მიკრო სესხის  ძირის ნაშთზე მომდევნო 6 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას, რომელიც დაითვლება ამ სესხზე/ლიზინგის საგანზე /მიკრო სესხზე  1 დეკემბრის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით.

  1. არაუმეტეს 80 (ოთხმოცი) პროცენტის ოდენობით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში;
  2. არაუმეტეს 70 (სამოცდაათი) პროცენტის ოდენობით, უცხოურ ვალუტაში (მხოლოდ დოლარი, ევრო) გაცემული სესხის შემთხვევაში;

თანადაფინანსების თანხის გამოყენება შესაძლებელია როგორც აღნიშნული სესხის/ლიზინგის საგნის/მიკრო სესხის 2020 წლის 1 დეკემბრამდე წარმოშობილი ვალდებულებების, ასევე 2020 წლის 1 დეკემბრის შემდგომ გადასახდელი ვალდებულების (სესხის/სალიზინგო პროექტის/მიკრო სესხის ძირი და დარიცხული საპროცენტო სარგებელი) დასაფარად.

  • ამ პროგრამის მიზნებისათვის, პროგრამაში ჩართვის მსურველი, მიმართვის წარდგენის მომენტისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა), რომელიც საქმიანობას ახორციელებს სარესტორნო ინდუსტრიის ფარგლებში და კომერციულ ბანკთან/ლიზინგის გამცემთან/მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან გაფორმებული აქვს სესხის/ლიზინგის/მიკრო სესხის ხელშეკრულება და საბანკო/სალიზინგო/მიკრო მიმართვის წარდგენის მომენტისათვის არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე) ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. ამასთან, ამ პროგრამის ფარგლებში მეწარმე სუბიექტად ჩაითვლება მიმართვის წარმდგენი ფიზიკური პირ(ებ)იც თუ მის/მათ მიერ სარესტორნო ინდუსტრიის მიმართულებით კომერციულ ბანკთან/ლიზინგის გამცემთან/მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან გაფორმებულია  სესხის/ლიზინგის/მიკრო სესხის ხელშეკრულება/ხელშეკრულებები, ხოლო რესტორნის ოპერირებას ახორციელებს ამ პირ(ებ)ის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო, რომელიც თავის მხრივ ხსენებული კანონის შესაბამისად რეგისტრირებულია მეწარმე იურიდიულ პირად და მიმართვის წარდგენის მომენტისათვის დამფუძნებელს/დამფუძნებლებს და მის/მათ მიერ დაფუძნებულ მეწარმე იურიდიულ პირს არ გააჩნიათ საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე) ან/და არ არიან რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
  • კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მეწარმე სუბიექტზე სესხი/სალიზინგო პროექტი/მიკრო სესხი გაცემული უნდა იყოს 2020 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში. ამასთან, 2020 წლის 1 მარტიდან 1 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაცემული სესხის/ლიზინგის/მიკრო სესხის შემთხვევაში პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით სარგებლობის უფლება აქვს მხოლოდ იმ მეწარმე სუბიექტს, რომელიც სარესტორნო მიმართულებით ოპერირებდა დასახელებული სესხის/ლიზინგის/მიკრო სესხის აღების მომენტამდე.
  • მეწარმე სუბიექტზე გაცემული სესხის/სალიზინგო პროექტის/მიკრო სესხის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის/დოკუმენტების შესაბამისად უნდა ირკვეოდეს, რომ სესხის/სალიზინგო პროექტის/მიკრო სესხის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია რესტორნის მიზნობრიობით, საიდანაც არანაკლებ 50 % მიმართულ იქნა რესტორნისთვის საჭირო ძირითადი საშუალების, ხოლო არაუმეტეს 50 % – რესტორნისთვის საჭირო საბრუნავი საშუალებების  შეძენის მიზნობრიობით. ამასთან, 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, საჭიროა დგინდებოდეს, რომ აღნიშნული სესხის/სალიზინგო პროექტის/მიკრო სესხის არანაკლებ 80 %-სა გაცემულია რესტორნისთვის საჭირო ძირითადი ან/და საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნობრიობით. ამასთანავე დასაშვებია ისეთი სესხები/სალიზინგო პროექტები/მიკრო სესხები, რომლებიც  2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით იყვნენ საყურადრებო კატეგორიაში.
  • პროგრამა არის ერთჯერადი ხასიათის და ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

გადასვლები : 

ბიზნეს-გეგმები , ინვესტიციები , სერვისები ბიზნესისათვის
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები
ტრენირება და დასაქმება

Facebook Comments