გრანტები ინდუსტრიულ მიმართულებებში

გრანტები ინდუსტრიულ მიმართულებებში

ინდუსტრიული მიმართულების მიზანია საქართველოში მეწარმეობის  განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოს
გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა

გრანტები ინდუსტრიულ მიმართულებებში

  • sაპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება
  • ლიზინგი
  • ტექნიკური დახმარება

*კომერციული ბანკების შემთხვევაში

  • კომერციული ბანკის მიერ გაცემულ ახალ სესხზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება პირველი 36 თვის განმავლობაში, ხოლო მოქმედი ბენეფიციარებისთვის, რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში დამატებითი 12 თვის განმავლობაში
  • სააგენტოს მხრიდან თანადაფინანსების პროცენტი სესხის შემთხვევაში განისაზღვრება – სესხის გაცემის მომენტში საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 3% (დღეის მდგომარეობით – 11%)
  • სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 10 000 000 ლარს
  • სესხის მინიმუმ 50% უნდა იყოს მიმართული ძირითადი და კაპიტალური დანახარჯებისთვის, ხოლო არაუმეტეს 50% საბრუნავი საშუალებების შესაძენად

* პროგრამის პირობები

  • საბოლოო პროდუქტი უნდა შედიოდეს საქართველოს მთავრობის მიერ მოცემული პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულ პრიორიტეტთა ნუსხაში
  • ახალი საწარმოს გახსნის შემთხვევაში უნდა მოხდეს წარმოების დაწყება ლიზინგის საგნის გადაცემიდან 36 თვის განმავლობაში
  • არსებული საწარმოს შემთხვევაში წარმოების დაწყება უნდა მოხდეს ლიზინგის საგნის გადაცემიდან 24 თვის განმავლობაში
  • პროგრამის ბენეფიციარი უნდა იყოს მეწარმე სუბიექტი, რომელიც აკმაყოფილებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მე-3 ან მე-4 კატეგორიის საწარმო, მხოლოდ მისი შემოსავლის კომპონენტში. რომლის შემოწმება შესაძლებელია www.reportal.ge -ის მეშვეობით

წყარო : http://www.enterprisegeorgia.gov.ge/ka/%E1%83%91%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90?fbclid=IwAR0ULD2tR5l3LuAoxHWbuHfxlIW1wTixboCxhmOVKEorRMFWQCoNPTucagk

Facebook Comments
Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share this...