საწარმოს საფინანსო ანალიზს დიდ ფირმებში ატარებენ , ამავე ფირმის ეკონომიკური ან ფინანსური განყოფილება, რომელსაც შეუძლია გააკეთოს ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი. თუ ფირმა დიდი არაა, ასეთ სიტუაციაში, საწარმოს საფინანსო ანალიზი -სათვის აუდიტორული კომპანიიდან სპეციალისტს მოიწვევენ ხოლმე. მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია დამკვეთის ბალანსსა და იმაზე, დამკვეთი რა სახის საქმიანობას ეწევა.
აუდიტორული კომპანიის ანალიტიკოსები გამოთვლიან ფინანსურ მაჩვენებლებს იმის შესასწავლად, რა ურთიერთკავშირი არსებობს ანგარიშგების სხვადასხვა ელემენტს შორის. ორგანიზაციის საქმიანობის შედეგების ამსახველ მაჩვენებლებს უდარებენ დარგობრივ ნორმებსა და კონკურენტი კომპანიების შედეგებს, ასევე ადარებენ დადგენილ სტანდარტებთან.
აუდიტორული ფირმები თავაზობენ შემდეგ მომსახურებებს ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობის ანალიზის სფეროში:
• საბუღალტრო ანგარიშგების ძირითადი ფორმების ანალიზი;
• მთავარი მაჩვენებლების გაანგარიშება, რომელიც ციფრებში ასახავს: ორგანიზაციის ლიკვიდურობასა და მომგებიანობას, კაპიტალის რენტაბელობასა და სტრუქტურას, მომსახურების შესაძლებლობასა და სამომავლოდ, ხანგრძლივი დაფინანსების მოზიდვას;
• ფინანსური მდგომარეობის ცვლილების შეფასება, კომპანიის სტრატეგიული მიზნების გათვალისწინებით.
საწარმოს ფინანსური მდგომარეობის ანალიზის პრაქტიკისა და მეთოდიკის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ 577 235 400 , Caumednet@gmail.com ,
skype- medgeo.net
ჩვენ გვაქვს სათანადო გამოცდილება, გავზარდოთ დამკვეთის ბიზნესის ეფექტურობა.
ჩვენ მზად ვართ, გაგიწიოთ საკონსულტაციო მომსახურება როგორც ერთჯერადად, ისე თქვენი ორგანიზაციის რეგულარული ფინანსური ანალიზის სახით. ჩვენ შეგვიძლია ნათლად დაგანახოთ, თუ „როგორ არის საქმეები თქვენს ბიზნესში?“ და „წარმატებული ხართ თუ არა?“. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, – განა საწარმოს მენეჯერებმა და დამფუძნებლებმა არ იციან, რამდენად წარმატებულნი არიან? სამწუხაროდ, საქმეც ეგ არის, რომ არ იციან. ხშირად ჰგონიათ, რომ იციან და ეს უფრო საშიშია.
მხოლოდ პროფესიონალური ანალიზი იმისა, თუ როგორ არის საქმეები თქვენს ბიზნესში, გიპასუხებთ კითხვაზე, – რამდენად წარმატებულნი ხართ და არ გემუქრებათ გაკოტრება ან სერიოზული სანქციები საგადასახადო სამსახურების მხრიდან, რა არის საჭირო საკუთარი ან კორპორატიული ბიზნესის ეფექტურად სამართავად?!
❖ გადასვლა პროფ. ლევან შენგელიას წიგნის „საწარმოთა საფინანსო ანალიზი“ ს ხვა პარაგრაფებზე :
0. საწარმოს ფინანსური ანალიზი
1. ფინანსური მდგომარეობის ანალიზი
– ფინანსური მდგომარეობის ანალიზის ძირითადი მიზანი
2. ფინანსური (საბუღალტრო) ანგარიშგების ანალიზი
3. ფინანსური საქმიანობის ანალიზის ძირითადი მიმართულებები
4. კომერციული წინადადება
skype- medgeo.net
❖ იხილეთ აგრეთვე :
– ბიზნეს-გეგმების დაწერა, კონსულტაციები, მომზადება
– იმპორტ ჩანაცვლებადი ბიზნეს-გეგმები
– 1001 წარმატებული ბიზნეს გეგმა თქვენი ბიზნესისათვის
– შეღავათიანი კრედიტების ბიზნეს-გეგმების მომზადება (შედგენა)
– –იურიდიული პორტალი