ანალიზის ძირითადი მიზანი -ა იმ მაჩვენებლების მიღება, რომლებიც იძლევა ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობის, კაპიტალისა და პროდუქციის რენტაბელობის ობიექტურ სურათს.
ანალიზის ჩატარებისას ობიექტურად ფასდება:
• გადახდისუნარიანობა;
• ლიკვიდურობა;
• ფინანსური მდგრადობა;
• საქმიანი და საინვესტიციო აქტივობა;
• საინვესტიციო მიმზიდველობა;
• ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტურობა.
ამასთან, კლიენტს შეიძლება აინტერესებდეს არა მარტო საწარმოს ფინანსური მდგომარეობა, არამედ მისი უახლოესი და გრძელვადიანი პერსპექტივები. ზოგჯერ, თვითონ ხელმძღვანელს სურს, დარწმუნდეს, სწორია თუ არა საწარმოს მიერ არჩეული პოლიტიკა.
ამას გარდა, ორგანიზაციის ხელმძღვანელობას, დამფუძნებლებს, მესაკუთრეებს და აქციონერებს სჭირდებათ სრული და ობიექტური ინფორმაცია ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობის, პროდუქციისა და კაპიტალის რენტაბელობის შესახებ.
ფინანსური მდგომარეობის ანალიზის მიზანი არის, გაირკვეს კომპანიის ძლიერი და სუსტი მხარეები, მოიძებნოს სწორი გზა მისი განვითარებისთვის და მნიშვნელოვნად გაიზარდოს შემოსავლების მოცულობა. შედეგად, საწარმოს ხელმძღვანელებს საშუალება ეძლევათ გაარკვიონ, რამდენად სწორია ფინანსური პოლიტიკის წარმართვისთვის გამოყენებული მეთოდები და, აუცილებლობის შემთხვევაში შეასწორონ ისინი . აუცილებელ ინფორმაციის წყაროდ იყენებენ ფინანსურ (საბუღალტრო) ანგარიშგებას.
❖ გადასვლა პროფ. ლევან შენგელიას წიგნის „საწარმოთა საფინანსო ანალიზი“ -ს ხვა პარაგრაფებზე :
0. საწარმოს ფინანსური ანალიზი
1. ფინანსური მდგომარეობის ანალიზი
– ფინანსური მდგომარეობის ანალიზის ძირითადი მიზანი
2. ფინანსური (საბუღალტრო) ანგარიშგების ანალიზი
3. ფინანსური საქმიანობის ანალიზის ძირითადი მიმართულებები
4. კომერციული წინადადება
❖ ბიზნეს გეგმების მოსამზადება და კონსულტაციებისათვის : 577 235 400 , Caumednet@gmail.com ,
skype- medgeo.net
❖ იხილეთ აგრეთვე :
– ბიზნეს-გეგმების დაწერა, კონსულტაციები, მომზადება
– იმპორტ ჩანაცვლებადი ბიზნეს-გეგმები
– 1001 წარმატებული ბიზნეს გეგმა თქვენი ბიზნესისათვის
– შეღავათიანი კრედიტების ბიზნეს-გეგმების მომზადება (შედგენა)
– იურიდიული პორტალი