ბიზნეს გეგმების დაფინანსება / წყაროები და გზები

ბიზნეს გეგმების დაფინანსება წყაროები და გზები . ისარგებლეთ ჩვენი კონსულტაციებით .

ბიზნეს გეგმების დაფინანსება  რამდენიმე წყაროდან ხდება . ესენია:
— გრანტები
— კრედიტები, მათ შორის შეღავათიანი კრედიტები
— ინვესტორები
— აქციონერები
— ბიზნეს ანგელოზები და სხვა

სად ვიპოვოთ ბიზნეს-გეგმების დაფინანსების წყაროები 

ჩვენს საიტზე, წინამდებარე საიტზე https://biznes-gegma.medgeo.net/ ყველა წყაროს მოძიებასა და მათთან ურთიერთობას არაერთი სტატია ეძღვნება.
შებრძანდით გვერდზე https://biznes-gegma.medgeo.net/ მარჯვნივ არის საიტის საძიებო ფანჯარა. ამ საძიები ფანჯრის მეშვეობით შეგიძლიათ იპოვოთ სტატია თქვვენთვის საინტერესო ყველა თემაზე დაფინანსების წყაროების შესახებ.
უშუაოდ გრანტების სია ამავე გვერდზე , სარჩევში დევს. გადახედეთ სარჩევს.
ეს პოსტი კი , დაფინანსების ერთ საინტერესო წყაროს “ბიზნეს ანგელოზებს ” ეძღვნება

შეგახსენებთ , ჩვენ გთავაზობთ

ტელეფონზე 577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე :
● თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება.
● ინფორმაცია საგრანტო კონკურესების   და დაფინანსების სხვა წყაროების შესახებ
● საგრანტო განაცხადების შევსება
● საგრანტო,სალიზინგო, შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება

უმეტეს შემთხვევებში, ჩვენ შეგვიძლია წარმოების ტექნოლოგიური გეგმის მომზადების ორგანიზებაც, თუმცა ეს სხვა ამოცანაა .

აგრო ბიზნეს გეგმა ,ბიზნეს გეგმა წარმატებისათვის

ერთად ვეძებოთ ბიზნესის ანგელოზები

ბიზნესის ანგელოზები საკუთარი სახსრებით აფინანსებენ ინოვაციურ კომპანიებს განვითარების ადრეულ ეტაპზე: „თესვის“(seed) და საწყისი (start-up).  ხელს უწყობენ მათ ტექნიკურ და კომერციულ განვითარებას. მათთვის დამახასიათებელია რისკისათვის მზადყოფნა. ბიზნესის ანგელოზები ნამდვილად იმსახურებენ საზოგადოების პატივისცემას და სახელმწიფოს ღირსეულ მხარდაჭერას, რადგან ისინი ხელს უწყობენ სახელმწიფო ეკონომიკის განვითარებას, ეფექტიანობას .ბიზნესის ანგელოზები სესხს კი არ იძლევიან, ბანკების მსგავსად (ვალზე დაფუძნებული დაფინანსება), არამედ სთავაზობენ ფულს, კავშირებსა და გამოცდილებას, ახალ კომპანიაში აქციების წილის სანაცვლოდ.

თუ თქვენ საინტერესო პროექტი გაქვთ, უკვე წერილობითი ფორმით, ერთად ვეძებოთ ანგელოზები თქვენთვის Caumednet@gmail.com


ინვესტორების ძიებაში ყველა საშუალება კარგია.

კარგად შეისწავლეთ ის დარგი, სადაც პროექტის რეალიზებას გეგმავთ.
შეისწავლეთ ამ დარგში ძირითადი მოთამაშეები როგორც საქართველოს, ისე რეგიონის და საერთაშორისო მასშტაბით.
აირჩიეთ პოტენციური პარტნიორები იმ კომპანიებს შორის, რომელთაც განვითარების ზუსტი და სწორი სტრატეგია გააჩნიათ. ასევე, პერსპექტიული პარტნიორები შეიძლება აღმოჩნდნენ ის კომპანიები, რომლებიც აქტიურ საინვესტიციო საქმიანობას ახორციელებენ. თუ კომპანიას უკვე აქვს სტაბილური გასაღება საქართველოში და რეგიონშიც, თქვენთვის გაცილებით იოლი იქნება მისი დაინტერესება პროექტში პერსპექტიული მონაწილეობით.
შეადგინეთ საინვესტიციო პროექტი და ამ მოთამაშეებს პირდაპირ შესთავაზეთ, გახდნენ თქვენი პარტნიორები რეგიონში. მათ შესთავაზეთ თქვენი თქვენი პროფესიონალური გუნდი, რომელსაც გააჩნია რესურსები ბიზნესის წარმატებით განვითარებისთვის. გადააგზავნეთ თქვენი წინადადება დარგობრივ ასოციაციებსა და კავშირებში, სავაჭრო-სამრეწველო პალატებში და სთხოვეთ, ეს წინადადება გააცნონ დაინტერესებულ კომპანიებს. ამავე დროს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ საინვესტიციო კომპანიებსა და საინვესტიციო ფონდებს. სხვადასხვა ქვეყანაში ეს ინსტიტუტები ასრულებენ პროექტების პირდაპირი ინვესტირების ფუნქციას. თუ თქვენი პროექტი ინოვაციურ იდეას ეფუძნება, დაიწყეთ დიალოგი ე.წ. ვენჩურულ ფონდებთან. თუ გსურთ, ცოტა პარტნიორი გყავდეთ და უპირატესობას კერძო პირებს ანიჭებთ, შეიწავლეთ ე.წ. „ბიზნესის ანგელოზების“ მუშაობა.


ბიზნეს-ანგელოზი

— კერძო ივესტორი, რომელიც თანხას აბანდებს საინვესტიციო პროექტებში (სტარტაპები – სტარტაპი, ან სტარტაპ-კომპანია (ინგლ: start-up – გაშვება, დაწყება) — კომპანია, საოპერაციო საქმიანობის ხანმოკლე ისტორიით. როგორც წესი, ასეთი კომპანიები ახალი შექმნილნი არიან, იმყოფებიან განვითარების სტადიაზე და იკვლევენ პერსპექტიულ ბაზრებს. უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლოაეს ტერმინი ბიზნესის ყველა სფეროში იქნას გამოყენებული, მაგრამ უფრო მეტად გავრცელება ჰპოვა IT სფეროსა და ინტერნეტ-პროექტებში.) საწარმოს შექმნის ეტაპზე და მისი პირობაა, დაბანდებული საშუალებების უკან დაბრუნება ან — წილი კაპიტალში (ისინი აფორმებენ ბლოკირებად და არა საკონტროლო პაკეტს).

ე.წ. „ანგელოზები“ აბანდებენ თავიანთ კერძო საშუალებებს, ვენჩურული კაპიტალისტებისგან განსხვავებით, რომლებიც განკარგავენ მესამე პირების თანხებს, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ვენჩურულ ფონდებში. ბიზნესის ანგელოზების არცთუ დიდი, მაგრამ მზარდი რაოდენობა ქმნის ქსელებს, ან ჯგუფებს, რათა ერთობლივად მოძებნონ საინვესტიციო ობიექტები და გააერთიანონ თავიანთი კაპიტალი.


ვენჩურული ფონდი (ინგლ: venture – სარისკო საწარმო)

— საინვესტიციო კომპანია, რომელიც მხოლოდ ინოვაციურ საწარმოებთან და პროქექტებზე მუშაობს (სტარტაპებთან). ვენჩურული ფონდები ინვესტიციებს ახორციელებენ ფასიან ქაღალდებსა და მაღალი, ან შედარებით მარალი რისკის საწარმოებში, საკმაოდ მაღალი მოგების მიღების მოლოდინით. ჩვეულებრივ, მსგავსი დაბანდებები ხორციელდება უახლესი სამეცნიერო კვლევა-ძიებისა და მარალი ტექნოლოგიების სფეროებში. როგორც წესი, პროექტების 70-80 პროცენტს არ მოაქვს უკუგება, მაგრამ პროექტების 20-30 პროცენტიდან მიღებული მოგება ფარავს ყვეკლა ხარჯს.


ვენჩურული საწარმო (ინგლ: venture company) — მცირე ბიზნესის საწარმო, რომელიც დაკავებულია საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებით, ან სხვა სამეცნიერო ხასიათის ძიებებით, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება სარისკო პროექტები. არსებობს გარე და შიდა ვენჩური. შიდა ვენჩურის ორგანიზება ხდება იდეის ავტორებისა და ვენჩურული მეწარმეების მიერ. გარე ვენჩური კი, სარისკო პროექტების განხორციელებისთვის, დაკავებულია საპენსიო ფონდების, სადაზღვევო კომპანიების, მოსახლეობის დანაზოგის, სახელმწიფო სახსრების და სხვა საშუალებების მოზიდვით.


ვენჩურული დაფინანსება

(ინგლ: venture finance) — რისკიანი სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც ორიენტირებულია ტექნიკური, ტექნოლოგიური სიახლეების და ისეთი სამეცნიერო მიღწევების გამოყენებაზე, რომლებიც ჯერ პრაქტიკაში არაა დანერგილი. დაფინანსების ასეთი სახეობა დაკავშირებულია დიდ რისკთან, რომ შესაძლოა, ინვესტორმა ვეღარ მიიღოს მოგება დაბანდებული ინვესტიციებიდან. ვენჩურული ბიზნესით ძირითადად დაკავებულნი არიან მცირე საწარმოები, რომლებიც უმთავრესად მოღვაწეობენ სამეცნიერო მიმართულებების სფეროში, სადაც მუშავდება ახალი ტექნოლოგიები და ხორციელდება სამეცნიერო გამოკვლევები.


კვლავ ბიზნეს ანგელოზები 

„ბიზნესის ანგელოზები“, ჩვეულებრივ, დიდი გამოცდილების მქონე, შეძლებული ადამიანები არიან, რომლებიც, სხვადასხვა მიზეზით, თავიანთ თავისუფალ თანხებს და გამოცდილებას აბანდებენ დამწყებთა ბიზნეს-იდების განხორციელებაში, განსაკუთრებით – ინოვაციებში]. სტარტაპებში დაბანდებული ინესტიციების ტიპიური მოცულობა 50-დან 300 ათას დოლარამდე მერყეობს. აუცილებლად გათვალისწინებულ უნდა იქნას რისკების მაღალი დონე, რადგან ახალ ბაზრებზე საკმარისი არაა სტატისტიკა რისკების შესახებ. ამას გარდა, არასაკმარისი საშუალებების გამო, ინვესტორს არ შეუძლია უზრუნველყოს მაღალი დივერსიფიკაცია. კომპანიების დამფუძნებლებთან დადებული ხელშეკრულებები ბევრ ასპექტში არაფორმალურია, რაც ართულებს ბიზნესის კონტროლის შესაძლებლობას .

„ ბიზნესის ანგელოზები “, ერთდროულად ბევრი პროექტით არიან ხოლმე დაკავებული, რადგან მათი უმრავლესობა კრახით მთავრდება და მხოლოდ მცირე ნაწილს მოაქვს მოგება, რითაც შესაძლებელია სხვა პროექტებში მიღებული წაგების ანაზღაურება. მაგალითად, კომპნია Google-ის ერთ-ერთი პირველი ინვესტორი, ენდი ბეხტოლსჰაიმი ახლა მილიარდერია.

ბიზნესის ანგელოზები საკუთარი სახსრებით აფინანსებენ ინოვაციურ კომპანიებს განვითარების ადრეულ ეტაპზე: „თესვის“(seed) და საწყისი (start-up), ხელს უწყობენ მათ ტექნიკურ და კომერციულ განვითარებას[3]. დამახასიათებელი თავისებურების (მზადყოფნა გარისკვისთვის) გამო, ბიზნესის ანგელოზები ნამდვილად იმსახურებენ საზოგადოების პატივისცემას და სახელმწიფოს ღირსეულ მ,ხარდაჭერას, რადგან ისინი ხელს უწყობენ სახელმწიფო ეკონომიკის განვითარებას, ეფექტიანობას . ბიზნესის ანგელოზები სესხს კი არ იძლევიან, ბანკების მსგავსად (ვალზე დაფუძნებული დაფინანსება), არამედ სთავაზობენ ფულს, კავშირებსა და გამოცდილებას, ახალ კომპანიაში აქციების წილის სანაცვლოდ.


ანგელოზების ტიპები

• კორპორაციული „ანგელოზები“ – ამ ტიპის კერძო ინვესტორები სამეწარმეო საქმიანობის ინვესტიციების ინვესტირებისთვის იყენებენ თავიანთ შესაძლებლობებს, რაც გამოიხატება ახალი კორპორაციის უნარიანად მართვაში. სხვანაირად რომ ვთქვათ, დახმარების სანაცვლოდ, ისინი ითხოვენ ხელმძღვანელის ადგილს.
• „ანგელოზი“-ენთუზიასტები — ისინი პროფესიონალიზმით ვერ დაიკვეხნიან, სამეწარმეო კოლეგებისგან განსხვავებით. მათთვის ინვესტირება უფრო ჰობია. ისინი ყოველთვის აქტიურად როდი მონაწილეობენ თავიანთი ინვესტიციების განხორციელებასა და მართვაში.
• სამეწარმეო „ანგელოზები“ ამკატეგორიის ინვესტორთა შორის ყველაზე უფრო აქტიურნი არიან. ხშირად თვითონვე გვევლინებიან წარმატებულ მეწარმეებად, რომელთაც სურთ თავიანთი პორტფელის ან საქმის გაფართოება და არა – ახალი სამუშაოს პოვნა.
• მიკრომმართველი „ანგელოზები“ ამჯობინებენ საკუთარი ინვესტიციების გაკონტროლებას, რისთვისაც მიკრომმართველობას ახორციელებენ კომპანიის დირექტორთა საბჭოში ადგილის დაკავებით; თუმცა, აქტიურად არ ერევიან კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში.
• პროფესიონალი „ანგელოზები“ ამჯობინებენ, თავიანთი საშუალებები დააბანდონ, თავიანთი გამოცდილების სესაბამისად, კოლეგებთან ერთად შექმნილ ფირმაში. მათთვის დამახასიათებელია ინვესტორის პროფესიონალური კარიერა[5].
კარგად გაანალიზეთ მსხვილი კომპანიებისა და შეძლებული ხალხის არაპროფილური საქმიანობა. იმის მიუხედავად, რომ კრიზისმა ბევრი რამ შეცვალა, ხშირად შევხვდებით ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთ, რომელიმე სფეროში მოღვაწე კომპანიები და ადამიანები აფინანსებენ სხვა დარგებს, ანუ ეწევიან დეველოპერულ მუშაობას.


როგორ ვეძებოთ

— განათავსებს ინფორმაციას მას-მედიის სპეციალიზირებულ საშუალებებში, ინტერნეტში. ასევე გთავაზობთ საკუთარი ინტერნეტ-პორტალის შექმნას, ანდა შევქმნით თქვენსავე საიტზე დანაყოფს: „ინვესტორებისთვის“, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი თქვენი პროექტის არსი. აგრეთვე დაგეხმარებით გლობალურ ქსელში ინვესტორების მოძიებაში. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ უმჯობესია, ერთდროულად ორი მიმართულებით მოქმედება:
— საქმეში ჩავრთოთ ნაცნობები და კოლეგები. ალბათ, ისინიც წასწყდომიან მსგავს პრობლემებს და ამასთან, იცნობენ პოტენციურ ინვესტორებს. მივმართოთ წარმატებულ მეწარმეებს, რომელთაც ეს გზა უკვე გაიარეს.

577 235 400 , Caumednet@gmail.com , skype- medgeo.net


ბიზნესის ანგელოზები

❖ ბიზნეს გეგმების მოსამზადებისა და კონსულტაციებისათვის : 577 235 400 , Caumednet@gmail.com ,
    skype- medgeo.net 
❖ იხილეთ აგრეთვე :
–    ბიზნეს-გეგმების დაწერა, კონსულტაციები, მომზადება
–    იმპორტ ჩანაცვლებადი ბიზნეს-გეგმები
–    დისტანციური კონსულტაციები იმპორტ ჩანაცვლებადი საგრანტო მიმართულების ასარჩევად
–    1001 წარმატებული ბიზნეს გეგმა თქვენი ბიზნესისათვის  
–    შეღავათიანი კრედიტების ბიზნეს-გეგმების მომზადება (შედგენა)
–    იურიდიული პორტალი

.

Facebook Comments
Share on Facebook
Facebook
Share this...