საინვესტიციო წინადადების გაფორმება – რჩევები და სერვისები

საინვესტიციო წინადადების გაფორმება ბოლო და მნიშვნელოვანი ეტაპია. არაა საკმარისი საინვესტიციო წინადადების დაწერა. ძალიან მნიშვნელოვანია მისი სწორად გაფორმება, რათა ინვესტორისთვის საინტერესო იყოს თქვენი დოკუმენტის შესწავლა. წინანადების გაფორმება – ში ხშირად უყურადღებობას იჩენენ დამწყები მეწარმეები. თუკი წინადადება კონსულტანტებმა მოამზადეს – ისინი იზრუნებეn გაფორმაბაზეc . 577 235 400 ; Caumednet@gmail.com ; skype- medgeo.net 


რჩევები საინვესტიციო წინადადების გასაფორმებლად 

1. თავი აარიდეთ უცნაური ფორმის შრიფტების, ან მცირე ზომის შრიფტების გამოყენებას;
2. დამახსოვრეთ: ილუსტრაციების გამოყენება ძალიან კარგია, ოღონდ ისინი მაღალი ხარისხის უნდა იყოს;
3. თქვენი პროდუქციის ან გაწეული მომსახურების ამსახველი ფოტოები სჯობს, დანართებში  გამოიყენოთ;
4. გამოიყენეთ კომპანიის შესახებ მომზადებული პუბლიკაციების (თუ ასეთი არსებობს) ასლები. სჯობს, ისინი მაღალი ხარისხით გამოირჩეოდნენ.
5. ყდად უნდა იყოს მაგარი, ფერადი და მასზე გამოსახული უნდა იყოს პროდუქტი ან მომსახურების გაწევის პროცესი.
6. თავი აარიდეთ რკინის სამაგრების გამოყენებას: სერიოზული ინვესტორები ამჯობინებენ ისეთ საქმიან წინადადებას, რომლის ფურცლებიც ზამბარით ან წებოთია შეკრული.
7. გახსოვდეს, რომ თქვენ გამყიდველი ხართ, ინვესტორების  წარმომადგენლები კი — საკმაოდ გათვითცნობიერებული და ჭირვეული მყიდველი.
8. არასდროს, არასდროს არ უნდა მისცეთ ინვესტორს დოკუმენტის ორიგინალი! ეს თქვენი ბიზნეს-წინადადებაა. თქვენ კი უფასო იდეების მოსიარულე ჩამომრიგებელი როდი ხართ. ამავე დროს, დოკუმენტის ასლი უნდა იყოს გაკეთებული კარგი ხარისხის, თეთრ ქაღალდზე. ტექსტს უნდა გააჩნდეს 2-3 სანტიმეტრის სიგანის მინდორი, რათა ინვესტორმა შეძლოს აუცილებელი შენიშვნების მინდორზე დაწერა.


ვის დავუგზავნოთ წინადადება 

დამწყები ბისნემენები, როგორც წესი, ორ შეცდომას უშვებენ ხოლმე: რეზიუმეს უგზავნიან ან ძალიან ცოტა, ან ძალიან ბევრ პოტენციურ ინვესტორს. პირველად, მეწარმე ბიზნეს-წინადადებას უგზავნის ერთ კაპიტალისტს და მოთმინებით ელოდება პასუხს. შესაძლოა, პასუხი არც მოვიდეს, ან მოვიდეს, მაგრამ თანამშრომლობა ვერ შედგეს. ცნობილი გამოთქმის თანახმად, მიწაზე დადებული ქვის ქვეშ წყალი არ მიედინება. ამავდროულად, რეზიუმეს გაგზავნა ასობით ადრესატისთვის ნაკლებად ეფექტური გადაწყვეტილებაა. საქმე ისაა, რომ ასობით მისამართზე გაგზავნილ რეზიუმეს ინვესტორები ეჭვით უცქერენ.
ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, მაქსიმუმ 10 ისეთი ინვესტორი ავირჩიოთ, რომლებიც თანხას იმ დარგში ჩადებენ, სადაც მუშაობას ან მოღვაწეობას აპირებს თქვენი კომპანია. შეიძლება ეს იყოს მომიჯნავე დარგიც. მაქსიმუმ ერთი კვირის შემდეგ, კარგი იქნება, თუ თითოეულ მათგანს დაურეკავთ და გაარკვევთ, დაინტერესდნენ თუ არა თქვენი ბიზნეს-გეგმით.
ინვესტორთა ძიებისათვის შეგიძლიათ მოიწვიოთ კონსულტანტი577 235 400 ; Caumednet@gmail.com ; skype- medgeo.net  


❖ ბიზნეს გეგმების მოსამზადებისა და კონსულტაციებისათვის : 577 235 400 , Caumednet@gmail.com ,
    skype- medgeo.net 
❖ იხილეთ აგრეთვე :
–    ბიზნეს-გეგმების დაწერა, კონსულტაციები, მომზადება
–    იმპორტ ჩანაცვლებადი ბიზნეს-გეგმები
–    დისტანციური კონსულტაციები იმპორტ ჩანაცვლებადი საგრანტო მიმართულების ასარჩევად
–    1001 წარმატებული ბიზნეს გეგმა თქვენი ბიზნესისათვის  
–    შეღავათიანი კრედიტების ბიზნეს-გეგმების მომზადება (შედგენა)
–    იურიდიული პორტალი

577 235 400 საინვესტიციო წინადადების მომზადება და ინვესტორთა ძიება

.

Facebook Comments