ინვესტორის მოძიება – 577 235 400 – კონსულტანტების მომსახურება

ინვესტორის მოძიება როგორ ხდება ბევრ ჩვენს მკითხველს აინტერესებს. ცხადია, არსებობს გაკვალული პროცედურები, მაგრამ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, ოპერატიულად იგეგმება კონკრეტული  სამოქმედო გეგმა. მაგალითად, კორონა ვირუსმა შეცვალა მრავალი ფირმის საინვესტიციო სტრატეგია და ამაზე სწრაფად რეაგირება გახდა საჭირო.
ინვესტორების ძიების მექანიზმები მცირე/საშუალო და დიდი ბიზნესისათვის პრინციპულად განსხვავდება.
ამ პოსტთან ერთად აუცილებლად გაეცანით პოსტს ➤ ინვესტორთა ძიება ✴

1. ინვესტორის მოძიება მცირე და საშუალო ბიზნესისათვის

მცირე და საშუალო ბიზნესისათვის გსურთ ინვესტორის მოძიება ? 

ინვესტორის მოძიება შეგიძლიათ ჩვენი დახმარებით  : 577 235 400 ,  Caumednet@gmail.com , skype- medgeo.net
ჩვენ ჩავატარებთ, ინვესტორთა ძიების სამუშაოებს თქვენთან შეთანხმებით, მაგრამ ცხადია გარანტიას, რომ  ინვესტორი დაინტერესდება ვერ მოგცემთ.

მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ! თქვენი შეკვეთით შეგვიძლია თქვენი საინვესტიციო წინადადება განვათავსოთ სპეციალიზებულ საინვესტიციო საიტებზე  საქართველოსა და უცხოეთში. ამ საიტებს კითხულობენ ინვესტორები და თუ თქვენი წინადადება დააინტერესებთ – შეგეხმიანებიან უშუალოდ თქვენ, შუამავლის გარეშე. ამგვარ საიტებზე ინფორმაციის გამოქვეყნება ფასიანია . მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ინვესტორებს ძირითადად ამ გზით ეძებენ !
მცირე ბიზნესისათვის ინვესტორის ძიებას ძირითადად ახორციელებენ  : უშუალოდ საქართველოში და მეზობელ ქვეყნებში. მცირე ბიზნესში ინვესტიციის ჩადება სურს ბევრს ემიგრანტს.

მთავარია, საინვესტიციო წინადადება ჩამოაყალიბოთ ზუსტად და ინვესტორს შესთავაზოთ წინადადება, რომელიც მას დააინტერესებს.

ნუ გააყალბებთ ფასებს, მონაცემებს , ფაქტებს – ამას სწრაფად აღმოაჩენს ინვესტორი. თუკი გაქვთ ჩამოყალიბებული ბიზნეს-გეგმა  – ეს დამატებითი პლიუსია.
საინვესტიციო წინადადების მოსამზადებლად, უმეტეს შემთხვევაში ჯობია კონსულტანტი მოიწვიოთ, რომელიც სწორად გაანალიზებს თქვენს რესურსებს და ჩამოაყალიბებს თქვენს შეთავაზებას.

გაითვალისწინეთ 1 ! ინვესტორი მოითხოვს გარანტიებს და თუ თქვენ, თქვენს თავზე აიღებთ ვალდებულებებს , რომლებსაც ვერ შესრულებთ , მოგიწევთ ჯარიმის გადახდა, სავარაუდოდ თქვენი ქონების ნაწილის სახით.

გაითვალისწინეთ 2 ! ინვესტორის ძიება თვითონ მოითხოვს რესურსებს. “პოსლეზე” არავინ იმუშავებს და შესაბამისად, გექნებათ ხარჯები. რა ხარჯს გამოყოფთ  ძიებისათვის თქვენზეა
დამოკიდებული – შესაბამის მომსახურებებს შეიძენთ. საზოგადოდო კი, რაც მეტ რესურს ჩადებთ სწორად ძიებაში, მით უფრო გაიზრდება ინვესტორის პოვნის შანსი.

ზოგიერთი ასპექტი, რომელიც აუცილებლად უნდა აისახოს საინვესტიციო წინადადებაში (გავრცელებული შეცდომები)

1. თქვენი რეალური რესურსები და მისი რეალური საბაზრო ფასი
მატერიალური რესურსები და მათი საბაზრო, რეალური , ლიკვიდური ღირებულება ბოლო 3 წელში. . მაგალითად: ფერმა – მიწა, ზომები, მდგომარეობა, ფასი , სურათები , ლიკვიდურობა, საერთო სარგებლობის რესურსები , მაგალითად – საძოვარი , წყალი და ა.შ.  ამ რესურსებით სარგებლობის პირობები და გარანტიები დროში.
კადრები – ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია, მიუთითეთ თუ თვითონ მუშაობთ და თქვენი ასაკი

2. პროდუქციის ბაზარი
ყურადღება მიაქციეთ ბაზრის მდგრადობის საკითხს . მიეცით ფასების დინამიკა ბოლო 10 წელიწადში მყარ ვალუტაში

3. რისთვის ითხოვთ ინვესტიციას
ნუ გაბერავთ ხარჯებს.

4. რა პირობებს თავაზობთ ინვესტორს ?
გაითვალისწინეთ, პირობებმა უნდა დააინტერესოს ინვესტორი


2. ინვესტორის მოძიება დიდი ბიზნესისათვის

ინვესტორის მოძიება შედარებით დიდი ბიზნესისათვის უფრო რთულია და სხვა ტექნოლოგიით ხდება !

არსებობენ სპეციალური საინვესტიციო ბროკერები და “საინვესტიციო ბირჟები”.  საინვესტიცო ბროკერების მომსახურება მცირე და საშუალო საწარმოებისთვის რთულია.
საქართველოს რეალობაში, ინვესტორის ძიების ფუნქციას ასრულებენ ექსპერტები, რომლებმაც გარკვეული ცოდნა და კავშირები დააგროვეს. მათ უბრალოდ, საინვესტიციო კონსულტანტი ვუწოდოთ.
შეგვიძლია განვიხილოთ თქვენი საინვესტიციო პოზიცია  .

 ზუსტად განსაზღვრეთ რას უკვეთავთ კონსულტანტს დიდი ინვესტიციის ძიებისას

ექსპერტებს, კონსულტანტებს იწვევენ:
— ან საინვესტიციო პლათფორმებზე საინვესტიციო წინადადებების განსათავსებლად
— ან ინვესტორის ძიების პროცესის დაგეგმვისა და რეალიზაციისათვის
ამ ორ დავალებას შორის დიდი შინაარსობრივი განსხვავებაა. შესაბამისად, სხვადასხვა რანგის სამუშაოა და სხვადასხვა ღირებულება აქვს.

ინვესტორთა მოძიება 577 235 400


ბმები:
ინვესტორთა ძიება ✴
ფეის-გვერდები და ჯგუფები ინვესტორთა და აქციონერთა განცხადებებისათვის ✴
ინვესტორი ჩადებს ან შეიძენს ✴
ვეძებ ინვესტიციას ან ვყიდი ✴
–   იურიდიული პორტალი

.

Facebook Comments
Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share this...