💡 საინვესტიციო ობიექტების შერჩევა – კონსულტაციები

საინვესტიციო ობიექტების შერჩევა , შემოწმება , ობიექტური ინფორმაცია და  კონსულტაციები – 577 235 400 , სკაიპი – medgeo.net , ელ-ფოსტა Caumednet@gmail.com
◆  სტატიის ორიგინალი ქართულ ენაზეა. სხვა ენებზე მიეწოდება გუგლის ავტომატიური თარგმანი. ენების გადასართველი საიტის თავშია ◆

საინვესტიციო ობიექტების შერჩევა

როგორ შევარჩიოთ სწორად საინვესტიციო ობიექტები. ძირითადი პრინციპები.

  • ინვესტირების დაგეგმვა

უნდა შეიმუშავოთ თქვენი საინვესტიციო გეგმა. ბრძნული მიდგომა და საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატური შეფასება მოგცემთ უფრო მეტ შესაძლებლობას, რათა სწორად მოახდინოთ ინვესტირება. აგრეთვე, კი არ დაკარგოთ სახსრები, არამედ გაამრავლოთ ისინი.

  • კომპეტენტური ინვესტიცია

უმჯობესია, თუ დამოუკიდებლად არ მოახდენთ ინვესტირებას არსად, თუ არ გესმით რას ეხება საუბარი. აგრეთვე, არ ღირს უბრალოდ იჯდეთ და დაელოდოთ თქვენი დანაზოგის გაუფასურებას. გაიუმჯობესეთ თქვენი ფინანსური განათლება. შეისწავლეთ ყველა საინვესტიციო ობიექტი და თანდათან გაიგებთ როგორ და სად არის მომგებიანი ინვესტირება. ასეთ შემთხვევაში, თუ გექნებათ დანაკარგიც კი – ეს იქნება დანაზოგის უმნიშვნელო ნაწილი. კიდევ ერთი ვარიანტია – მიმართეთ ამ სფეროში გათვიცნობიერებულ სპეციალისტებს.

  • თანდათანობითი ინვესტირება

ყველაზე წარმატებული და შემოსავლიანი ინვესტირება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ საქმეში არ ჩადებთ მთლიან თანხას, არამედ ამას გააკეთებთ ეტაპობრივად. მაგალითად: საქმეში ჯერ ჩადებთ კაპიტალის მცირე ნაწილს. როდესაც შეამჩნევთ ბაზარზე სიტუაციის გაუმჯობესებას, კვლავ განახორციელებთ ინვესტირებას.

  • ხანგრძლივი ინვესტიცია

სწორედ ხანგრძლივი პერიოდით ინვესტირებას მოაქვს ყველაზე მეტი შემოსავალი. სპეციალისტების რეკომენდაციით, უმჯობესია პერსპექტიული ინვესტიციები – მაგ: აქციები, ბიზნესი. არ დაგავიწყდეთ, რომ საქმეში თანხის დაუსრულებელი ჩადება და უკან ამოღება იწვევს კაპიტალის ნაწილობრივ დაკარგვას.

  • საინვესტიციო ხარჯების ოპტიმიზაცია

ნებისმიერ საინვესტიციო პროცესს ყოველთვის თან ახლავს დამატებითი ხარჯები (გადასახადები, ბროკერების მომსახურების ანაზღაურება, საბანკო სერვისები და ა.შ.). ამიტომ, საჭიროა ისეთი საინვესტიციო ობიექტების შერჩევა, რომლებიც მოიტანენ სუფთა მოგებას, ხარჯების გარეშე.

  • კაპიტალის გაზრდა

ბევრი ინვესტორი ფულის დაბანდებას იწყებს მცირე რაოდენობიდან, შემდეგ კი თანდათან ზრდის კაპიტალს. ეს ხდება შემდეგნაირად – მოგების ნაწილი ემატება საკუთარ საინვესტიციო კაპიტალს.

💡 მნიშვნელოვანია იცოდეთ!
💡 მხოლოდ ზუსტი გაანგარიშებითა და რაციონალური მიდგომით საინვესტიციო ობიექტების შერჩევა მოგიტანთ სტაბილურ პასიურ შემოსავალს. არასოდეს დაემორჩილოთ ემოციებს და წამიერ სურვილებს. ინვესტიციებს „უყვართ“ გაწონასწორებული და მომთმენი ადამიანები.
💡 არასოდეს შეგეშინდეთ ინვესტირების, რადგანაც შესაძლებელია უბრალოდ დაწყობილი ფულის დაკარგვაც კი.
💡 აგრეთვე არ ღირს საინვესტიციო ობიექტების არჩევისას ისეთი მეთოდების გამოყენება როგორიცაა, მაგ: „შემთხვევით“. თუ თქვენ არ იცით როგორ გამოიმუშავოთ, მაგ: კრიპტოვალუტაზე – არც ღირს ამის გაკეთება, ვიდრე არ შეისწავლით სახსრების ინვესტირების ამ ინსტრუმენტს. ინვესტირებისთვის აგრეთვე მიუღებელია ვარიანტი  – „სადაც ყველა, იქაც მე“.

ჩვენი სერვისები:

ტელეფონზე 577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე :

ბმები:

ბიზნეს-გეგმები, ინვესტიციები, სერვისები ბიზნესისათვის
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები
ტრენირება და დასაქმება

Facebook Comments
Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share this...