იმპორტ ჩანაცვლებადი საგრანტო მიმართულებების შერჩევა 77 235 400

იმპორტ ჩანაცვლებადი საგრანტო მიმართულებების შერჩევა . კონსულტაციები 577 235 400 , skype-medgeo.net; Caumednet@gmail.com

მოიწვიეთ კონსულტანტი იმპორტ ჩანაცვლებადი საგრანტო მიმართულებების შესარჩევად

კონსულტანტთან ერთად :
1. ჩამოაყალიბებთ თქვენი რესურსების (მიწა, კადრები, თანხები და ა.შ.)  რეალურ ნუსხას
2. ერთობლივად შეარჩევთ საგრანტო  მიმართულებებს, რომელთა მეშვეობით იმპორტის ჩანაცვლება თეორიულად შეგიძლიათ

კონსულტაცია ხდება სკაიპით, დისტანციურად.

სასურველია წინასწარ გაეცნოთ პოსტს ➤ იმპორტ ჩანაცვლებადი ბიზნეს-გეგმები

იმპორტ ჩანაცვლებადი საგრანტო მიმართულებების შერჩევა 577 235 400გრანტების იმპორტის ჩასანაცვლებლად, იმპორტული საქონლის ჩანაცვლება,

ცხადია კონსულტაცია არ იძლევა გრანტის ან სხვა დონორული რესურსის  მიღების გარანტიას .

❖ ბიზნეს გეგმების მოსამზადებისა და კონსულტაციებისათვის : 577 235 400 , Caumednet@gmail.com ,     skype- medgeo.net 
❖ იხილეთ აგრეთვე :
– ბიზნეს-გეგმების დაწერა, კონსულტაციები, მომზადება
– იმპორტ ჩანაცვლებადი ბიზნეს-გეგმები 
– 1001 წარმატებული ბიზნეს გეგმა თქვენი ბიზნესისათვის  
– შეღავათიანი კრედიტების ბიზნეს-გეგმების მომზადება (შედგენა)
– იურიდიული პორტალი

იმპორტის ჩანაცვლება და ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდა – ეს იქნება ის პრიორიტეტები, რომელიც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს მომდევნო 4 წლის განმავლობაში ექნება. ამის შესახებ bm.ge-ის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა განუცხადა.

ეს ნიშნავს უფრო განვითარდება იმპორტ ჩანაცვლებადი საგრანტო მიმართუკებებიც.

ამონარიდი 1

3 აპრილს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, პოსტკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ მთავრობის უპირველესი ამოცანაა განავითაროს იმპორტის ჩამნაცვლებელი ქართული ბიზნესი, ინდუსტრიები.
ექსპერტი გია ხუხაშვილი ხელისუფლებას ურჩევს არ გამოიყენოს ტერმინი “იმპორტის ჩანაცვლება”. მისი განმარტებით, ახალ რეალობაში ეკონომიკური სტრატეგიის განსაზღვრებას მიესადაგება “ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა”, “სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა”.

ამონარიდი 2

“იმპორტის ჩანაცვლება” საკმაოდ აგრესიულად ჟღერს, ეხება მთელ ეკონომიკას, არ გულისხმობს პრიორიტეტებს, უპირისპირდება საბაზრო პრინციპებს და თავისი არსით მიმართულია თვითიზოლაციისკენ და არარენტაბელური, არაეფექტური სისტემისკენ.
“ეკონომიკური უსაფრთხოება” გულისხმობს მინიმალურ თვითკმარობას სასურსათო და პირველადი მოხმარების საგნებით უზრუნველყოფის კუთხით, არ ეწინააღმდეგება როგორც გლობალურ სავაჭრო , ასევე საშუალოვადიან პერიოდში თანაბარი კონკურენციის პრინციპებს,” – განუმარტა report.ge-ს ექსპერტმა.
https://report.ge/economics/importis-chanatsvleba-tu-eksportis-tsakhaliseba-rcheva-mtavrobas/

ამონარიდი 3

https://www.radiotavisupleba.ge/a/importis-struktura/27584532.html

ექსპერტი გია ხუხაშვილი ხელისუფლებას ურჩევს არ გამოიყენოს ტერმინი “იმპორტის ჩანაცვლება”. მისი განმარტებით, ახალ რეალობაში ეკონომიკური სტრატეგიის განსაზღვრებას მიესადაგება “ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა”, “სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა”.

“იმპორტის ჩანაცვლება” საკმაოდ აგრესიულად ჟღერს, ეხება მთელ ეკონომიკას, არ გულისხმობს პრიორიტეტებს, უპირისპირდება საბაზრო პრინციპებს და თავისი არსით მიმართულია თვითიზოლაციისკენ და არარენტაბელური, არაეფექტური სისტემისკენ.
“ეკონომიკური უსაფრთხოება” გულისხმობს მინიმალურ თვითკმარობას სასურსათო და პირველადი მოხმარების საგნებით უზრუნველყოფის კუთხით, არ ეწინააღმდეგება როგორც გლობალურ სავაჭრო , ასევე საშუალოვადიან პერიოდში თანაბარი კონკურენციის პრინციპებს,” – განუმარტა report.ge-ს ექსპერტმა.

ეკონომიკის მინისტრს ტერმინოლოგიას უწუნებს „მომავლის ფერმერის“ დამფუძნებელი რუსუდან გიგაშვილიც. 

„საქართველოს საკმაოდ რთული და გრძელი გზა ექნება გასავლელი. მცირემიწიანი ქვეყანა ვართ, უბრალოდ შეუძლებელია, ყველაფერში ჩავანაცვლოთ იმპორტი. ასეთი უხეში დამოკიდებულება და ხისტი პოლიტიკა მგონი არ გამოგვადგება. იმპორტს თავისი როლი აქვს, თავისი ადგილი აქვს და დღეს გამოჩნდა, რომ იმპორტმა გადაგვარჩინა მაინც, თუმცა, ასევე დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივ ბაზარს დავუჭიროთ მხარი. ტერმინოლოგია „იმპორტის ჩამნაცვლებელი“, ეს არის ცოტა საარჩევნო, პოპულისტური. აბსოლუტურად არცერთი ქვეყანა ასეთ ლოზუნგებს ჩემი აზრით, არ მიმართავს. იმპორტს თავისი როლი აქვს. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც თვითუზრუნველყოფა არის 100%, იქაც კი არის იმპორტი. საქართველოს აქვს ლიბერალური ბაზარი. ეს არის ჯანსაღი ბაზარი. მე ვფიქრობ, ეს ტერმინოლოგია არასწორად იყო დაყენებული. აქ თუ ლაპარაკია ადგილობრივი ბაზრის დაცვით მექანიზმებზე, ევროკავშირიც მოგვიწოდებს-დაიცავით თქვენი მეწარმე დემპინგური არაჯანსაღი პროდუქციისგან. სწორედ ამას მოვუწოდებდით ჩვენც მთავრობას, დაიცავით საკანონმდებლო დონეზე ჩვენი მეწარმე და არამც და არამც შევზღუდოთ იმპორტი. არამც და არამც მიწები ჩავკეტოთ ყველასთვის და ა.შ რადიკალური პოლიტიკა არ არის აქ საჭირო. საჭიროა დავიცვათ ჩვენი მეწარმე არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში“, – აცხადებს რუსუდან გიგაშვილი. 

იმავე მოსაზრებისაა ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც, ანა კვარაცხელიაც. მისი თქმით, იმპორტის ჩანაცვლების მექანიზმმა არცერთ ქვეყანაში არ გაამართლა. კვარაცხელია ამბობს, რომ იმპორტის ჩანაცვლების ნაცვლად სამთავრობო მიდგომა უნდა შეიცვალოს ექსპორტის წახალისებით.

„ბოლო პერიოდში ხშირად გვესმის იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული წარმოება და პოლიტიკა, როგორც ჩვენი ეკონომიკის მხსნელი და ახალი სტრატეგია. ეს არათუ მცდარი შეხედულებაა, არამედ დამაზიანებელია ჩვენი ეკონომიკისათვის. იმპორტის ჩანაცვლების მექანიზმმა არცერთ ქვეყანაში არ გაამართლა (აქტიურად დაინერგა აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, აზიის რამდენიმე ქვეყანაში და ყველა ეს ქმედება დასრულდა არაეფექტურად);  იმპორტის ჩანაცვლება გამოიყენება დიდი რესურსების ქვეყნებში, ექსპორტის წახალისება პატარა რესურსების და მოსახლეობის ქვეყნებში; იმპორტის ჩანაცვლება ქვეყანაში ტოვებს არსებულ კაპიტალს, ხოლო ექსპორტის წახალისების დროს ქვეყანაში შემოდის ახალი კაპიტალი. ექსპორტზე ორიენტირებულმა ეკონომიკამ მოიტანა დადებითი შედეგები რიგ ქვეყნებში, ირლანდიაში, ევროპის პატარა ქვეყნებში,” – განმარტავს ექსპორტის განვითარების ასოციაციის პრეზიდენტი და დასძენს, რომ უარყოფითი სავაჭრო სალდოა შესამცირებელი.

“საქართველოს ექსპორტი – $3.7 მლრდ, იმპორტი – $9 მლრდ. უარყოფითი ბალანსი – $5.3 მლრდ. ეს სხვაობა უნდა აღმოიფხვრას არა იმპორტის შემცირებით (გვექნება ისევ იგივე ექსპორტი და ნაკლები იმპორტი) არამედ ექსპორტის გაზრდით (მეტი ექსპორტი და იმპორტი შემცირდება გარკვეულწილად თუ ეფექტური სექტორები თავს იჩენს ბუნებრივად). იმპორტის ჩანაცვლება შიდა მოხმარებისათვისაა გამიზნული და თვითდაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული. ეს მიმართულება გამოიყენებოდა დიდი ქვეყნების ეკონომიკაში და საკმაოდ მოძველებულია. მას ძირითადად მოჰყვება არამხოლოდ წახალისება ადგილობრივი წარმოების, არამედ პოლიტიკაც, რომელიც სხვადასხვა რეგულაციებზეა მიმართული. იმპორტის ჩანაცვლების მოდელი საერთოდ ეწინააღმდეგება პატარა ეკონომიკის ქვეყნებს, რადგან როდესაც შიდა მოხმარება დაკმაყოფილდება, ამ პროდუქციას არ ექნება ექპორტის პოტენციალი, რადგან ის კონკურენციას ვერ გაუწევს საერთაშორისო ბაზარს (რომ გაეწია იმპორტი ამ პროდუქციის არ იქნებოდა ქვეყანაში). ეს მოდელი მცდარია პატარა ეკონომიკისათვის, რადგან გამორიცხავს დიდი ოდენობით პროდუქციის წარმოებას, რაც ფასს ამცირებს და მიმართულია ექსპორტისთვის. რაც შეეხება ექსპორტის წახალისებაზე ორიენტირებულ მოდელს, ექსპორტის პრინციპით წარმოებული პროდუქცია, არამხოლოდ კონკურენტუნარიანია ადგილობრივ ბაზარზე, არამედ მთელს მსოფლიოში, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი ხარისხი და ფასი არის მომგებიანი მომხმარებლისათვის და მწარმოებლისათვის. ექსპორტის დროს პროდუქცია იწარმოება ეფექტურად (მისი წარმოების ფაქტორები მომგებიანია), რადგან ის მსოფლიოს ბაზრებზეა ორიენტირებული და არამხოლოდ ერთ კონკრეტულ სეგმენტზე (რადგან ადგილობრივი ბაზარი არის მცირე და უნდა მოერგო ადგილობრივ მოხმარებას). დღეს ყველაზე აქტიურად გამოიყენება შერეული მეთოდები, რომელიც ექსპორტის წახალისებაზეა მიმართული, თუმცა არა ეკონომიკაში ჩარევის პრინციპით, არამედ წახალისების გზით“, – ამბობს ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 

ამონარიდი 4

https://www.radiotavisupleba.ge/a/importis-struktura/27584532.html
როცა ქვეყნის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებზე ვსაუბრობთ, ძირითად აქცენტებს ყოველთვის ექსპორტზე, ანუ იმ მაჩვენებელზე ვაკეთებთ, რომელიც ქვეყანაში უცხოური ვალუტის წყაროა. ამ დროს ყურადღების მიღმა რჩება ის, რომ იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი პროდუქციით ასევე აუმჯობესებს ხოლმე ქვეყნის სავალუტო ბალანსს და ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას. ამიტომ საინტერესოა გადავხედოთ, რას ყიდულობს ქვეყანა ყველაზე მეტად. 2016 წლის იანვრის თვის საქონლის რეგისტრირებული იმპორტი 405.5 მლნ აშშ დოლარი იყო. 2015 წლის იანვრის თვესთან შედარებით, იმპორტი 25 პროცენტით შემცირდა.

ეს ჩამონათვალი ცხადყოფს, რომ, სოფლის მეურნეობის გარდა, იმპორტირებული საქონელი საქართველოში საკმაოდ ძნელად ჩასანაცვლებელია, თუმცა, ალბათ, შესაძლებელია მოინახოს რეზერვები, სადაც ქართველი მეწარმეებიც მოახერხებენ საინტერესო ინიციატივების განხორციელებას.

Facebook Comments