საინვესტიციო პროექტი . კითხვები და პასუხები . 577 235 400

საინვესტიციო პროექტი – ეს არის ბაზისი, რომელსაც ემყარება კონკრეტულ მოვლენათა ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვლა; საინვესტიციო პროექტი განსაზღვრავს მოცულობასა და ვადებს, რომლის მიხედვითაც ხორციელდება კაპიტალდაბანდებები; იგი ასევე შეიცავს აუცილებელ საპროექტო-საანგარიშო დოკუმენტაციას, რომელიც შემუშავებულია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და დამტკიცებულია დადგენილი წესრიგით განსაზღვრული სტანდარტებით (ნორმებითა და წესებით). საინვესტიციო პროექტი, ასევე მოიცავს პრაქტიკული ქმედებების აღწერას, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს ინვესტიციები (ბიზნეს-გეგმა).
საინვესტიციო პროექტი – წარმოადგენს ეკონომიკურ ან სოციალურ პროექტს, რომელიც ემყარება ინვესტიციებს;


როგორი  ობიექტები  შეიძლება  იქცნენ  საინვესტიციო პროექტებად?

კატეგორიაში საინვესტიციო პროექტი შეიძლება მოხვდეს ნებისმიერი ობიექტი: შენობა, მიწის ნაკვეთი, ან საწარმოს რეკონსტრუქციის პროექტი. საინვესტიციო პროექტებად იქცევიან ხოლმე მიწის ნაკვეთები და კომერციული, უძრავი ქონება, რომელთაც შესაძლოა, მომავალში მოიტანონ მოგება. მაგალითად, ამჟამად ძალზე პოპულარული საინვესტიციო პროექტებია – მიწის ნაკვეთები მშენებლობის პერსპექტივით.
საინვესტიციო პროექტებს ყოფენ შემდეგ ტიპებად :
• საწარმოო
• სამეცნიერო-ტექნიკური
• კომერციული
• ფინანსური
• ეკონომიკური
• სოციალურ-ეკონომიკური.


როგორ გავარკვიოთეფექტურია თუ არა საინვესტიციო პროექტი

საინვესტიციო პროექტების ეფექტურობის შესაფასებლად სპეციალური კომპანიები არსებობენ. რამეთუ ნებისმიერ საინვესტიციო პროექტს თავისებურებები გააჩნია. საერთოდ, საინვესტიციო პროექტის შეფასებისას, პირველ ყოვლისა, უნდა ვისაუბროთ ობიექტის საინვესტიციო ღირებულებაზე. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მშენებლობის ღირებულება, წყაროები საინვესტიციო პროექტის დასაფინანსებლად.

რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია – სამომავლოდ, საინვესტიციო პროექტიდან მიღებული მოგების სიდიდე, პროექტის რენტაბელობა. აუცილებელია გავაკეთოთ სწორი გათვლა, საინვესტიციო პროექტის საიმედოობისა და ეკონომიკური ეფექტურობის ასამაღლებლად.

ბუნებრივია, ეს არასრული ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რომელთა მიზანია საინვესტიციო პროექტების შეფასება. არსებობს სხვა, უამრავი ნიუანსი. ნებისმიერ შემთხვევაში, საინვესტიციო პროექტების ეფექტურობის ანალიზით სპეციალისტი უნდა დაკავდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება მაქსიმალურად სრული ანალიზის შედეგი.


ყველა სახის საინვესტიციო პროექტი თანაბრად მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის?

საინვესტიციო პროექტები სხვადასხვაგვარ ზეგავლენას ახდენს სოციალურ-ეკონომიკურ გარემოზე. გლობალური საინვესტიციო პროექტები ზეგავლენას ახდენენ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ მდგომარეობაზეც კი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო სახალხო-სამეურნეო პროექტები – ერთ, რომელიმე ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე. მსხვილმასშტაბიანი საინვესტიციო პროექტების რეალიზება მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ცალკეულ დარგსა თუ რეგიონში არსებულ ეკონომიკურ, სოციალურ ან ეკოლოგიურ სიტუაციაზე. ბოლოს კი, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ლოკალური საინვესტიციო პროექტები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ბაზარზე არსებული ფასების სტრუქტურაზე.


რამდენად გამართლებულია საინვესტიციო პროექტების განხორციელება უძრავი ქონების სფეროში?

საინვესტიციო პროექტები, რომელთაც უძრავი ქონების სფეროში ახორციელებენ, არცთუ მცირე დანახარჯებს მოითხოვს. თუმცა, ამის მიუხედავად, მსგავსი პროექტები ყველაზე საიმედო კაპიტალდაბანდებაა. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ უძრავი ქონების ღირებულების უწყვეტ ზრდას. მსგავს საინვესტიციო პროექტში დიდი თანხის ჩადებით, სწორად შემუშავებული პროექტის შედეგად, გვარიან მოგებას მიიღებთ.

უძრავი ქონების სფეროში საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლო სირთულეს წარმოადგენს – საშუალებების ძიება საწყის ეტაპზე. ასეთ სიტუაციაში, შეუძლიათ ისესხონ საბანკო კრედიტი ან თანაინვესტორების საშუალებები.


არ გყოფნით საშუალებები მომგებიანი საინვესტიციო პროექტისთვისრა უნდა ქნათ?

საინვესტიციო პროექტზე საშუალებების უკმარისობის პრობლემა შეიძლება ნებისმიერ ეტაპზე წარმოიქმნას. დაგეხმარებათ საბანკო კრედიტები ან თანაინვესტირების საშუალებები. პირველ შემთხვევაში, თქვენ იქნებით საინვესტიციო პროექტის ერთადერთი ინვესტორი. მეორე ვარიანტი: შეიძლება მოიზიდოთ თანაინვესტორი, წილობრივი მონაწილეობის უფლებით, რასაც სედეგად მოჰყვება სამოქმედო ასპარეზის ეკონომიკური გადანაწილება. და ბოლოს, შესაძლებელია, ობიექტის მშენებლობის დასრულების უფლება სხვა ინვესტორს დაუთმოთ.

საინვესტიციო პროექტების განხორციელება – საკმაოდ შრომატევადი საქმეა და ღრმა ცოდნას მოითხოვს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ეკონომიკა, იურისპრუდენცია, გეოგრაფია და ა.შ. სწორედ ამიტომ, საუკეთესო შედეგებს აღწევენ მაშინ, როდესაც პროექტებზე გუნდური მუშაობა მიმდინარეობს; როდესაც საინვესტიციო პროექტების ანალიზის პროცესში MTVi რთავს იურიტებს, ეკონომისტებს, შემფასებელ ექსპერტებს, ინჟინერინგულ სამსახურებს. ასეთ შემთხვევაში, იგი პროფესიონალი კონსულტანტია საინვესტიციო პროექტების სფეროში. სწორედ ამგვარი ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობამ განაპირობა კონსალტინგური კომპანიების შექმნა, რომლებიც მხოლოდ საინვესტიციო პროექტებით არიან დაკავებულნი.

გამოუცდელი ადამიანები „საინვესტიციო პროექტს“ უწოდებენ იმას, რაც საინვესტიციო საქმიანობაში ჩართული განათლებული და გამოცდილი თანამსრომლებისთვის ცნობილია, როგორც „ბიზნეს-გეგმა“ (იმისდა მიუხედავად, ბიზნეს-გეგმა როგორ არის გაფორმებული – უშუალოდ ბიზნეს-გეგმის სახით, ფინანსური მოდელის თუ სხვა სახით).

კერძოდ, ბიზნეს-გეგმა აღწერს საინვესტიციო პროექტს; ამდენად, თავად საინვესტიციო პროექტი მხოლოდ რაიმე ცხრილი ანდა ქაღალდების ნაკრები ვერ იქნება.

უნდა ვიცოდეთ, რომ საინვესტიციო პროექტი – ეს არის ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც ხორციელდება ფინანსური მოგების, ან სხვა სახის სასარგებლო ეფექტის მისაღებად.

რაც შეეხება ბიზნეს-გეგმას, – ეს არის დოკუმენტების კომპლექტი, რომელიც აღწერს საინვესტიციო პროექტის იდეას, კონკრეტული საქმეების თანმიმდევრობას და აუცილებელ ხარჯებს ეკონომიკური (ან სხვა სახის) შედეგების მისაღებად.


❖ ბიზნეს გეგმების მოსამზადებისა და კონსულტაციებისათვის : 577 235 400 , Caumednet@gmail.com ,
    skype- medgeo.net 
❖ იხილეთ აგრეთვე :
–    ბიზნეს-გეგმების დაწერა, კონსულტაციები, მომზადება
–    იმპორტ ჩანაცვლებადი ბიზნეს-გეგმები
–    დისტანციური კონსულტაციები იმპორტ ჩანაცვლებადი საგრანტო მიმართულების ასარჩევად

საინვესტიციო პროექტი. კითხვები და პასუხები

.

Facebook Comments
Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share this...