მეორადი საქონლის ბიზნესისათვის ბიზნეს გეგმების მომზადება

მეორადი საქონლის ბიზნესისათვის ბიზნეს გეგმების მომზადება 577 235 400 

მეორადი საქონლის ბიზნესი დღეს ფართოდ განტოტვილი , მძლავრი ინფრასტრუქტურაა. იგი სწრაფად ვითარდება საქართველოშიც.

მეორადი საქონლის ბიზნესი

ამონარიდი – bpn.ge :
მსოფლიოში მეორადი ტანსაცმლის ბიზნესის ბუმია.
კვლევების თანახმად, 2029 წლისთვის მოდური ტანსაცმლის გადაყიდვა 80 მლრდ დოლარს მიაღწევს მაშინ, როცა 2019 წელს 28 მლრდ დოლარს შეადგენდა.
მომდევნო 10 წელიწადში სწრაფი მოდა 20%-ით, second-hand კი 180%-ით გაიზრდება.
კვლევებმა ისიც აჩვენა, რომ მეორადი ტანსაცმლის ყიდვა ტაბუს აღარ წარმოადგენს და პირიქით, ახალგაზრდებში ტრენდულიცაა.
მიზეზად ორი მთავარი ფაქტორი სახელდება: იაფია და ხრისხიანი ანუ ეკოლოგიურად სუფთა.

ისეთი ცნობილ ბრენდები, როგორიცაა Burberry და Gucci, მჭიდროდ თანამშრომლობენ მეორადი ტანსაცმლის შემგროვებელ და გადამყიდველ კომპანიებთან.
ასეთია კომპანია RealReal-იც. ცნობილ პლატფორმა Vestiaire Collective-ზე მომხმარებლებს შეუძლიათ, პირველი ხელისგან შეიძინონ მეორადი საქონელი ან თავადაც გამოფინონ გასაყიდად.
2019 წელს ამ სექტორის საბაზრო ღირებულება 2 მლრდ დოლარი იყო.
საფრანგეთში გასულ წელს მეორადი ტანსაცმლის ბიზნესის ბუმი დაფიქსირდა. სწორედ ამის გამო წამყვანმა ადგილობრივმა ჰიპერმარკეტების ქსელ Auchan-მა, მიმდინარე წლის დასაწყისში თავის მაღაზიებში second-hand-ის სექციები გახსნა.
თუ მეორადი ტანსაცმელი წლის დასაწყისში Auchan-ის 5 მაღაზიაში იყიდებოდა, გაზაფხულიდან second-hand-ის სექციების რაოდენობა 120-მდე გაიზარდა.
პროდუქციას Auchan-ის ქსელს ელექტრონული კომერციის პლატფორმა Patatam აწვდის. კომპანია Patatam-ს ფრანგულ რეგიონ ლანდის ქალაქ ჰასტინგესში 3500 კვ.მ-ის მეორადი ტანსაცმლის საწყობი აქვს.

Facebook Comments