💡 სამეგრელო ზემო სვანეთის წყლის რესურსების ბიზნეს გეგმები

სამეგრელო ზემო სვანეთის წყლის რესურსები -ს ბიზნეს გეგმებისა და ტექნიკური დავალებების დამუშავება. 577 235 400 , Caumednet@gmail.com
◆  სტატიის ორიგინალი ქართულ ენაზეა. სხვა ენებზე მიეწოდება გუგლის ავტომატიური თარგმანი. ენების გადასართველი საიტის თავშია.◆

სამეგრელო ზემო სვანეთის წყლის რესურსები

სამეგრელო ზემო სვანეთის მხარე წყლის რესურსების სიუხვით გამოირჩევა.
სამეგრელო ზემო სვანეთის მხარეში აღრიცხულია 2,441 დიდი და მცირე მდინარე.
სამეგრელო ზემო სვანეთის უგრძესი მდინარეებია:
— ხობის წყალი (150კმ),
— ტეხური (101 კმ),
— აბაშისწყალი (66კმ),
ხოლო ტრანზიტული მდინარეების
— ენგურის, რიონის და ცხენისწყლის სიგრძე სამეგრელოს ტერიტორიაზე შესაბამისად – 94 კმ, 88 კმ, და 44 კმ-ია.
წყალსატევებიდან პალიასტომის ტბას და ჯვრის წყალსაცავს გამორჩეული სამეურნეო და გარემოსდაცვითი მნიშვნელობა აქვთ.
სამეგრელო ზემო სვანეთის მიწისქვეშა წყლების მოცულობა რეგიონის წყლის რესურსების საერთო მარაგის 25% შეადგენს. მთიანი ზონის რელიეფის ძლიერი დახრილობის და ნალექების დიდი რაოდენობის გამო სამეგრელო ზემო სვანეთის  მდინარეები წარმოადგენენ ელექტროენერგიის მდიდარ წყაროს. მათი ჰიდროენერგეტიკული რესურსების სიმძლავრეთა საერთო ჯამი 3,3 მლნ. კვტ ანუ საქართველოს მთლიანი თეორიული ჰიდროენერგორესურსების 13% აღწევს.

Facebook Comments