💡ხილის და ბოსტნეულის შრობის საწარმოს ბიზნეს გეგმების მომზადება 577 235 400

ხილის და ბოსტნეულის შრობის  საწარმოს ბიზნეს გეგმების მომზადება 577 235 400 , caumedget@gmail.com , https://biznes-gegma.medgeo.net/
 მშრალ ხილსა და ბოსტნეულს აქვს როგორც ქვეყნის შიგა, ასევე- საექსპორტო ბაზარი. ეს კარგი საინვესტიციო მიმართულებაა.
◆  სტატიის ორიგინალი ქართულ ენაზეა. სხვა ენებზე მიეწოდება გუგლის ავტომატიური თარგმანი. ენების გადასართველი საიტის თავშია ◆

ამდენად ეს კარგი მიმართულებაა, თუ შედარებით იაფ ნედლეულზე მიგიწვდებათ ხელი, ან საკუთარი ბაღი ან ბოსტანი გაქვთ.
მარკეტინგული თვალსაზრისით (გასაღების თვალსაზრისით) ეს მშრალი ბოსტნეული და ხილი სრულიად განსხვავდება. მათ ერთად განიხილავენ იმიტომ, რომ საშრობი აღჭურვილობა ერთი და იგივეა და ხილისაგან მოცლილ პერიოდში აპარატურას ბოსტნეულისთვის იყენებენ.

ხილისა და ბოსტნეულის შრობა

ძირითადად აშრობენ შემდეგ ხილსა და კენკრას :

მოთხოვნის მიხედვით მაღალი კლასია
ქლიავი,
გარგარი,
ხურმა,
ყურძენი (ქიშმიში და ჩამიჩი)
ასკილი,
მოთხოვნის შემდეგი ჯგუფია
ლეღვი,
ვაშლი,
ატამი,
მომდევნო ჯგუფია
შინდი, თუმცა მას დიდი რაოდენობით მოიხმარენ სპეციალიზებული საწარმოები
მსხალი,
კომში,
ალუბალი,

ბოსტნეულებიდან მომგებიანია შემდეგი სახეობების გაშრობა
მწვანილის თითქმის ყველა სახეობა , 
სტაფილო

კომბოსტო,
ჭარხალი,
კარტოფილი,
ნიორი,
ხახვი,
სხვათაშორის ისინი ცხოველთა საკვების შემადგენლობაშიც გამოიყენება და ამ მიზნით წარმოებაც ზოგჯერ მომგებიანია

ამ სფეროს ქართული ტერმინები:

ტერმინების განმარტებები
ქიშმიში – თესლის გარეშე გამომშრალი ყურძნის მარცვალი
ჩამიჩი – თესლით გამომშრალი ყურძნის მარცვალი
კაისი – გამომშრალი გარგარი კურკის გარეშე
კურაგა – გარგარისა და ატმის გამომშრალი ნახევრები

Facebook Comments