💡ასფალტ-ბეტონის წარმოება 577 235 400

ასფალტ-ბეტონის წარმოება – ბიზნეს და საინვესტიციო გეგმების მომზადება . 577 235 400 , caumednet@fmail.com
◆  სტატიის ორიგინალი ქართულ ენაზეა. სხვა ენებზე მიეწოდება გუგლის ავტომატიური თარგმანი. ენების გადასართველი საიტის თავშია ◆

ჩვენი სერვისები:

ტელეფონზე 577 235 400, სკაიპი – medgeo.net, ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე:

ასფალტ-ბეტონის ნარევების წარმოებისთვის აუცილებელია ასფალტ-ბეტონის ქარხანა. დამზადება ხდება სახელმწიფოთაშორისი სტანდარტების – „ასფალტ-ბეტონის ნარევები, საგზაო, აეროდრომის და ასფალტ-ბეტონის“ – შესაბამისად.

ასფალტ-ბეტონი განსხვავდება ბრენდების, შემადგენლობისა და გამოყენების მეთოდის მიხედვით. ის გამოიყენება მე-3 კატეგორიის ზემოთ საავტომობილო გზების სავალი ნაწილის მოსაწყობად. ასფალტის სისქე ანგარიშდება გზის გამტარიანობის უნარის მიხედვით. საფარი შეიძლება იყოს როგორც ერთშრიანი, ასევე მრავალშრიანი. როგორც წესი, გზის მრავალშრიანი საფარის შემთხვევაში ქვედა ფენა არის ძალიან დიდი ზედა ფენებთან შედარებით.

ასფალტ-ბეტონის წარმოება 577 235 400

რთულ კლიმატურ და დაბალი ტემპერატურის პირობებში სავალი ნაწილის მოსაწყობად იყენებენ ცივ ასფალტ-ბეტონს. ჩვეულებრივ კლიმატურ პირობებში გამოიყენება ცხელი ასფალტ-ბეტონი.

სავალი ნაწილისთვის იყენებენ მსხვილმარცვლოვან, საშუალომარცვლოვან და წვრილმარცვლოვან ასფალტსა და ღორღ-ფისოვან ასფალტ-ბეტონს). როგორც წესი, ტროტუარების დასაფარად  გამოიყენება ქვიშის ასფალტ-ბეტონი.

ასფალტ-ბეტონის წარმოება 577 235 400 – ტექნოლოგია

ასფალტ-ბეტონის წარმოება ხდება სტანდარტული სქემით. მის დასამზადებლად იყენებენ ქვიშას, ღორღსა და შემკვრელ საშუალებებს. ინერტული მასალები აირევა დრამებიან მიქსერში და მასში ამატებენ ცხელ შემკვრელ საშუალებებს. ღორღის ფრაქციებს იყენებენ საჭირო ნარევის კატეგორიის მიხედვით.

ჩვეულებრივ, შემკვრელი საშუალების სახით გამოიყენება ნავთობის საგზაო კუპრი. თუმცა, ბოლო დროს შემკვრელ საშუალებებად იყენებენ დანამატებიან ფისს.

ღორღის მიმართ არსებობს გამძლე მახასიათებლების მოთხოვნები. კირქვის გამოყენება (რაც დღეისათვის ძალიან იშვიათია) არ იძლევა სათანადო ხარისხის ასფალტის მიღების საშუალებას.

ასევე ხდება სპეციალური დანიშნულების ასფალტის წარმოება. სტადიონებზე ხშირად იყენებენ რეზინის ასფალტ-ბეტონს. მოცემულ შემთხვევაში ინერტულ მასალებად იყენებენ რეზინის ნატეხსა და ქვიშას.

ასეთ საფარს აქვს გარკვეული უპირატესობები:

  • მასზე ადამიანის დაცემის შემთხვევაში მინიმუმადეა შემცირებული ტრავმის მიღების შანსები.
  • ასეთი მასალა ნაკლებად ირღვევა ამინდის სხვადასხვა პირობებში.

აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ ასფალტის საფარის რღვევა არ არის დაკავშირებული მხოლოდ გამოყენებული ნარევის ხარისხთან. უდიდესი მნიშვნელობა აქვს გზის დაგების სწორ მოწყობას და თითოეული ფენის გამყარებას.

აუცილებელია ასფალტის დაგება მკაცრად ტექნოლოგიის მიხედვით და სწორი გამყარება. სწორი შემცველობისა და დროული მოვლის შემთხვევაში საფარი საკმაოდ დიდხანს ძლებს.

ბმები:

საინვესტიციო სივრცის სიახლეები
წარმატებული ბიზნეს გეგმები
ბიზნეს გეგმები სოციალურ ქსელებში
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები
ტრენირება და დასაქმება

Facebook Comments