ბეტონის წარმოების ბიზნეს გეგმა

ბეტონის წარმოების ბიზნეს გეგმა

ჩვენი სერვისები:

ტელეფონზე 577 235 400, სკაიპი – medgeo.net, ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე:

რას წარმოადგენს ბეტონის წარმოების ბიზნეს გეგმა.

თანამედროვე რეალობა ასეთია, რომ ბიზნესი, რომლის საფუძველშიც არის ბეტონის გამოშვება და გაყიდვა – შედის ყველაზე მომგებიანი საქმიანობების ჯგუფში. სამშენებლო სფეროს განვითარების დინამიკის გათვალისწინებით (განსაკუთრებით მრავალმოსახლიან დიდ ქალაქებში), ამ მასალაზე მოთხოვნა განაგრძობს ზრდას და მუდმივად ასე დარჩება. ყველაზე მსხვილი შემსყიდველები არიან – სამშენებლო სფეროში სპეციალიზებული კომპანიები.

თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ამ სფეროში ინვესტირებით, მაშინ უფრო სწორი გადაწყვეტილება იქნება ბეტონის მინი-ქარხნის შეძენა. ამის გაკეთება უმჯობესია მშენებლობების გააქტიურების სეზონის დასაწყისში. როგორც წესი, ეს ხდება მაისში. ამის გაკეთება საჭიროა, რადგან სეზონის დასრულებისას (ანუ ნოემბერში) თქვენ შეძლებთ საქმის დაწინაურებას და მოგების მიღებას.

ბეტონის წარმოების ბიზნეს გეგმა

მინი-ქარხნებს შორის კონკურენტული გარემოს შესწავლა

შემდგომი ნაბიჯების გადადგმამდე რეკომენდებულია ბეტონის მწარმოებელი ქარხნის განვითარების ბიზნეს-გეგმის შედგენა. უნდა იცოდეთ, ვის და როგორ გაუწიოთ კონკურენცია. განსაზღვრეთ ფინანსური პოლიტიკა.

მთავარი სამიზნე მომხმარებელია – დეველოპერები. ისინი გამოიყენებენ თქვენი წარმოების მოცულობის 90-95%-ს. ეს ციფრები მიღებული ბაზრის ანალიზის მონაცემების საფუძველზე. სამშენებლო სფეროს ზრდის სიჩქარესა და ბეტონის წარმოებას შორის განსხვავების კოეფიციენტი არის – 0.9 ერთეული.

თუმცა, უნდა გესმოდეთ, რომ ბეტონის მწარმოებელ მინი-ქარხანას აქვს გარკვეული სპეციფიკა. ეს გულისხმობს გეოგრაფიულ ლოკალიზაციას. ტექნოლოგია ისეთია, რომ ბეტონის გაყიდვა მომგებიანია მხოლოდ ქარხნის ადგილმდებარეობიდან 50 კილომეტრის რადიუსში.

ამიტომ, პირველ რიგში, უნდა შეაფასოთ კონკურენციის დონე უშუალოდ წარმოების განვითარების დაგეგმილ არეში. მიღებული პრაქტიკა იძლევა რეალურ სურათს – შეუძლებელია კონკურენტულ გარემოში გამარჯვება პროდუქციის ფასების დონეზე მხოლოდ ერთი დემპინგის საშუალებით.

1001 ბიზნეს გეგმა

საკითხის შესწავლის დროს უნდა გაითვალისწინოთ!

ქარხნების აბსოლუტური უმრავლესობა აწარმოებს დაახლოებით ერთნაირი ხარისხის ბეტონის ნარევს. წარმოების ტექნოლოგია და პროდუქციის დამზადება საყოველთაოდ ცნობილია. მათი ათვისება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კომპანიის გაყიდვების მოცულობა დამოკიდებულია მხოლოდ ქარხნის ადგილმდებარეობის არეში არსებულ მოთხოვნაზე.

სერიოზული კონკურენციის გაწევა შეუძლიათ იმ მეწარმეებს, რომლებიც დაკავებულნი არიან სამშენებლო მასალების წარმოებითა და გაყიდვით. ანუ, იმ პროდუქციით, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია ბეტონისთვის თავის არიდება. პრობლემები წარმოიქმნება, თუ თქვენი ქარხნის ახლოს არის სამშენებლო კონსტრუქციების გამოშვებაზე სპეციალიზებული რკინა-ბეტონის პროფილის საწარმო.

სამომავლო წარმატების, კომპანიის განვითარებისა და სისტემატური მოგების მიღების გარანტიაა – სამიზნე მომხმარებლებთან ხელშეკურელბის დადება. სასურველია, თუ ასეთ მოლაპარაკებებს ექნება ხანგრძლივი საფუძველი. მხოლოდ ამგვარად შეძლებთ კონკურენტულ გარემოში გაძლებისთვის საჭირო ძალების მოკრებას.

წყარო: https://xn—-8sbcgjdnfczvhfb7cc6c6l.xn--p1ai/biznes-plany-rukovodstva/proizvodstvo/biznes-plan-kak-otkryt-mini-zavod-po-proizvodstvu-tovarnogo-betona/

ბმები:

საინვესტიციო სივრცის სიახლეები
წარმატებული ბიზნეს გეგმები
ბიზნეს გეგმები სოციალურ ქსელებში
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები
ტრენირება და დასაქმება

Facebook Comments