ბიზნეს იდეა ✦ კონსულტაციები იდეის ფორმირებისას ✦ 577 235 400

ბიზნესის იდეა ბევრს აქვს , მაგრამ ყველა იდეა როდი იქცევა ბიზნეს-იდეად, ანუ შემოსავლის მომტან იდეად. მხოლოდ ჩამოყალიბებული იდეა, რომელიც გაივლის შესაბამის წინასწარ შემოწმებას, უნდა გახდეს ბიზნეს გეგმის შემუშავების საფუძველი.

ბიზნეს იდეა ჯობს კონსულტანტებთან ერთად დაამუშაოთ

თუ ბიზნესის იდეა სწორადაა შერჩეული , გათვალიწინებულია ყველა შესაძლო ვარიანტი – ეს ნიშნავს ბიზნესს მყარი საფუძველი შეუქმენით. შერჩევის  პროცესში მნიშვნელოვანია ექსპერტების მონაწილეობა . კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ, მოგვმართოთ ჩვენც  577 235 400 , Caumednet@gmail.com , skype-medgeo.net
კონსულტანტები წლების მანძილზე აგროვებენ სტატისტიკურ და სხვა სახის ინფორმაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ გლობალურად შეხედოთ თქვენს იდეას , დაინახოთ მისი პლიუსები და მინuსები .

კონსულტაციები ბიზნესის იდეის ჩამოყალიბების დროს 577 235 400

ჩვენი სერვისები:

ტელეფონზე 577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე :

● თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება.
● ინფორმაცია საგრანტო კონკურესების შესახებ
● საგრანტო განაცხადების შევსება
● საგრანტო,სალიზინგო, შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება
● მარკეტინგული კვლევების ჩატარება
● ინვესტორთა ძიების პროცესში საკონსულტაციო და საინფორმაციო თანხლება

biznes idea 577 235 400

სწორი ბიზნეს იდეა მომავალი წარმატების ქვაკუთხედია

სწორი ბიზნეს-იდეა მნიშვნელოვან წილად უზრუნველყოფს თქვენს მომავალ წარმატებას. ამიტომ, მას დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს. არსებობს კრიტერიუმთა ვრცელი სია, რომლიტაც სარგებლობენ  ექსპერტები ბიზნეს იდეის შეფასების დროს. ასევე – ისინი იყენებენ სტატისტიკურ მონაცემებს ამა თუ იმ ბიზნესის რეალური ეკონომიკური განვითარების შესახებ . ეს მონაცემთა ბაზები კონკრეტულ ექსპერტთა ნოუ-ხაუა. მრავალი საათიანი ლექცია ჭირდება როგორ აფასებენ ექსპერტები ბიზნეს-იდეას, თუმცა ამ პროცესს ახასიათებს ფორმალიზაციის
მაღალი დონე.

რითი იწყება ბიზნეს იდეის ფორმირებისათვის მომზადება ?

იწყება ბიზნეს იდეის შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბებით.
ეს კრიტერიუმები (შეფასების პარამეტრები) შეიძლება იყოს:
– მოგების აბსოლუტური რაოდენობა
– მოგების რაოდენობა ჩადებულ კაპიტალთან მიმართებაში
– ბიზნესის სირთულე
– ანალოგები (ნაცადი ბიზნესი)
– ბიზნესის საწყისი ღირებულება
– კადრების ღირებულება და წვდომა კადრებზე
– საგადასახო სისტემა
– დაცულობა ქურდობისაგან
და სხვა მრავალი.
იდეის ფორმირების სამუშაოები უნდა დაიწყოთ სწორედ ამ კრიტერიუმების ფორმულირებით, რომლითაც უნდა შეაფასოთ ბიზნესი.

ბიზნეს იდეის პირველწყარო 

ბიზნეს იდეის წყარო , ძირითადად არის:
– პირადი ბიზნეს ან ტექნოლოგიური გამოცდილება
– სხვისი მაგალითი, წამხედურობა
– სპეციალური ლიტერატურის, სამეცნიერო კვლევების გაცნობა
– სტატისტიკური ანალიზი , განსაკუთრებით დინამიური
– აქტუალური მიმართულებების დეკლარირება ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ
– საგრანტო კონკურსები და სხვა დონორული მოთხოვნები
და სხვა
საჭიროა ბიზნეს იდეა მკაფიოდ და ნათლად იყოს ფორმულირებული. აუცილებელია  მისი გამორჩეული ნიშნების, იდეის დაბადების, საფუძვლის გააზრება. აგრეთვე, საჭიროა გაერკვეთ, არსებობს თუ არა იდეის სისწორის რეალური მტკიცებულებები (იდეის ავტორის  ავტორიტეტულობა, თქვენი ცოდნა და გამოცდილება, სპეციალისტების გამოხმაურება, სხვა მეწარმეების გამოცდილება და ა.შ. . თუ იდეა მხოლოდ  თქვენს შინაგანი რწმენას ეფუძნება?
ეს არის ბიზნეს-იდეის ფორმულირების პირველი, არტიკულაციის ეტაპი.

ბიზნეს იდეის ფორმულირება

მეორე ეტაპზე უნდა შეაფასოთ ბიზნესის იდეა რეალიზაციის შემდეგ რა ეფექტს მოგვცემს. ეკონომიკურ ეფექტთან ერთად , სასურველია გაიზროთ სოციალური , ეკოლოგიური და სხვა სახის ეფექტები – ეს ზოგჯერ ძალიან მნიშვნელოვანია.

ბიზნეს-იდეის სრული ფორმილირება ეს მისი ბიზნეს-გეგმაა და ეტაპები, ბუნებრივია იგივეა .უნდა შეაფასოთ ბაზრის მდგომარეობა და თქვენი კონკურენტუნარიანობა. დაისახოთ პროგრამა მინიმუმი და პროგრამა მაქსიმუმი. განსაზღვროთ რეალიზაციის ყველაზე უფრო რეალური პროგრამა, მასთან დაკავშირებული ხარჯები, რისკები და გარანტიები.

და ბოლოს, უნდა  განსაზღვროთ მომავალი პარტნიორები და ინვესტორები, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან თქვენს წარმატებაში. თუ დონორული დახმარება გჭირდებათ, გაიზროთ მომავალი დონორები.

მთავარი პრობლემა – იდეის , ლოგიკური მოსაზრების რეალობა

ყველა იდეა, ყველა ლოგიკური მოსაზრება , კონკრეტულ სიტუაციაში არაა რეალური. იდეის რელიზებადობა , იდეის რეალობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.
კლასიკური მაგალითია- საბჭოთა კავშირის დაშლის პედიოდში, ყველას გვეგონა, რომ “მარგანეცი გვარჩენს”, მანდარინით და ჩაით შევინახავდით თავს და ა.შ. თეორიულად ამაში იყო ლოგიკა, მაგრამ რეალობა სხვანაირი აღმოჩნდა.
ასეულობით იდეისა და პროექტის გაცნობა მიწევს და თამამად შემიძლია თქმა 300 კარგი მხოლოდ 1 იდეიდან მხოლოდ 1 იდეაა რეალური.
ისიც უნდა აღინიშნოს – ბევრი არარეალური პროექტი , ავტორის შემართებასა და ენერგიას უქცევია რეალურად. ადამიანური ფაქტორი მნიშვნელოვანია.

ბიზნეს გეგმის რეალობა შეამოწმებინეთ ექსპერტებს

რეალურობის შეფასება , გაკეთებული ექსპერტების მიერ,  წონას შემატებს თქვენს ბიზნეს-გეგმას.
მას შემდეგ, რაც დაასრულებთ ბიზნეს-გეგმის პირველი ვარიანტის წერას, მიეცით ის წასაკითხად თქვენს მეგობრებს, პროფესიონალებს და სხვა ადამიანებს, რომლებსაც ენდობით. თხოვეთ, რომ გულახდილად გაგიზიარონ თავისი აზრი. კიდევ უფრო უკეთესია, თუკი ისინი აღნიშნავენ ადგილებს, რომელიც მათი აზრით ყველაზე უფრო სუსტია.
საერთოდ, კარგია თუ გეგმას დაურთავთ ექსპერტების მიე რეალურობის შეფასება -ს. ექსპერტი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომლის საბუთებიდან ჩანს ამ სფეროში მისი კვალიფიკაცია. მაგ. ეს შეიძლება იყოს მცირე სავაჭრო ჯიხურის მეპატრონეც. მთავარია ჩანდეს, რომ მან იცის ის საქმე რაზეც საუბრობს.

ბიზნეს-გეგმის რეალურობის შემოწმება

ბმები:

ბიზნეს-გეგმები , ინვესტიციები , სერვისები ბიზნესისათვის
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები

 

Facebook Comments