სახორცე მტრედების მოშენების ბიზნეს გეგმები

სახორცე მტრედების მოშენება – ბიზნეს გეგმები -ს მომზადება 577 235 400, სკაიპი – medgeo.net, ელფოსტა Caumednet@gmail.com

ჩვენი სერვისები:

ტელეფონზე 577 235 400, სკაიპი – medgeo.net, ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე:

სახორცე მტრედების მოშენება

 

მტრედების მოშენების სახორცე მიმართულების განვითარებასთან ერთად სახორცე ჯიშები ხდება სულ უფრო მოთხოვნადი და იწვევენ მეფრინველეების მომატებულ ინტერესს.

მტრედის ხორცის დიეტური მახასიათებელი და სარგებელი ეჭვგარეშეა. აგრეთვე, უდავოა ის ფაქტი, რომ ახალგაზრდები სწრაფად იმატებენ წონაში და გამძლეები არიან დაავადებების მიმართ. მტრედების ფერმების ფართო განვითარებას ხელს უშლის ფრინველების კვების თავისებურებები. ეს არის პროცესი, რომლის ავტომატიზება შეუძლებელია და რომელსაც ზრდასრული მტრედები ასრულებენ. ამიტომ, უფრო რენტაბელური და პოპულარულია მეტი ნაყოფიერების მქონე პროდუქტიული სახეები.

მიუხედავად ამისა, სახორცე მტრედების ფერმები იხსნებიან და ვითარდებიან. ნაკლები ცხიმის შემცველ მაღალხარისხიან ხორცზე მზარდი მოთხოვნა მეწარმეებს უბიძგებს დაკავდნენ ამ საინტერესო და მომგებიანი ბიზნესით. რა თქმა უნდა, ყოველთვის არის შესაძლებელი რამდენიმე თავი ფრინველის ყოლა საკუთარ ეზოში. ასე ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება გამორჩეული ხარისხის ხორცით, რომელიც ძველ დროში მხოლოდ რომაელი პატრიციებისთვის იყო ხელმისაწვდომი.

 

სახორცე მტრედების მოშენება – შეიძლება გამოიყოს მტრედის სახორცე ჯიშის 3 კატეგორია:

  • გიგანტური
  • ქათმის
  • ჩვეულებრივი სახორცე.

გიგანტური ჯიში – დაბალია, მსხვილი, ძალიან მძიმე, თითქმის არ დაფრინავს, იწონის 1.5კგ-ს. ყველაზე ცნობილი წარმომადგენლებია – კინგები და რომაული გიგანტები.
ქათმის ტიპი – გარეგნულადაც ქათამს ჰგავს. არიან ფართოები, აქვთ მკვრივი სხეული და გრძელი ფეხები, წაგრძელებული კისერი. უფრო ცნობილია ფლორენციული და მოდენას ჯიშები.
ჩვეულებრივი სახორცე ჯიში – ყველაზე მეტად ჰგავს ჩვენთვის ნაცნობ მტრედებს. თუმცა, უფრო მძიმეა, ნაკლებად დაფრინავს. ზრადსრული მტრედის წონა აღწევს 700გ-მდე. მაგალითად: კობურგის ტოროლა.

1001 ბიზნეს გეგმა

ბმები:

საინვესტიციო სივრცის სიახლეები
წარმატებული ბიზნეს გეგმები
ბიზნეს გეგმები სოციალურ ქსელებში
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები
ტრენირება და დასაქმება

Facebook Comments
Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share this...