გოგრის წარმოების ბიზნეს გეგმა

გოგრის წარმოების ბიზნეს გეგმა – თა შეკვეთა 577 235 400, სკაიპი – medgeo.net, ელფოსტა Caumednet@gmail.com .

ჩვენი სერვისები:

ტელეფონზე 577 235 400, სკაიპი – medgeo.net, ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე:

გოგრის ბიზნესის პერსპექტივები

ბოლო 5 წლის განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე გაიზარდა მოთხოვნა გოგრის თესლების, განსაკუთრებით კი გოგრის ზეთის მიმართ. მათგან ამზადებენ ბევრ სამკურნალო პრეპარატებს; არანაკლებ სასარგებლოა თვითონ რბილობიც. არ არის გასაკვირი, რომ დღეისათვის გოგრის მოშენება იზიდავს სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ ბევრ მეწარმეს.

გოგრის წარმოების ბიზნეს გეგმა

 

 

აღჭურვილობა

ბიზნესი მოითხოვს 2 ტიპის აღჭურვილობას: მოსაშენებლად და თესლების დასამუშავებლად. მოშენების დროს დაგჭირდებათ კულტივატორი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ნიადაგის გაფხვიერება და სარეველებთან ბრძოლა. მისი ღირებულება იწყება 10 000$-დან. შემდეგ ბიზნესი მოითხოვს ინვესტიციებს შემგროვებელი აღჭურვილობისთვის. თუ თქვენი ბიზნესი აგებული იქნება ხელით შრომაზე, მაშინ შესაძლებელი იქნება თანხების დაზოგვა. სხვა შემთხვევაში უნდა იყიდოთ რულონების წარმომქმნელი მანქანა, რომელიც ბოსტნეულს რულონებად აგროვებს და ტვირთავს ტრანსპორტში. ასეთი მანქანის შრომისუნარიანობაა – საათში 6.5კმ დათესვა. ამასთანავე ზიანდება მოსავლის დაახლოებით 4%. ხელით შრომის გამოყენების შემთხვევაში შეიძლება ამ პროცენტის მნიშვნელოვნად შემცირება.

რულონების შემგროვებელი მანქანა ღირს დაახლოებით 250 000$, თუმცა ის ანაცვლებს 70 ადამიანს მოსავლის აღების დროს. მოსავლის დამუშავების პროცესის დასაჩქარებლად შეიძლება სპეციალური კომბაინის გამოყენება. ის მოსავლის აღებისას განაცალკევებს თესლებს რბილობისგან და ამ უკანასკნელს პირდაპირ მიწაზე ტოვებს.

თესლების დასამუშავებლად შეიძლება თესლების ჩენჩოსგან განმაცალკევებელი და მათი გამრეცხავი სისტემის ყიდვა. თესლებს ჩვეულებრივ აშრობენ სუფთა ჰაერზე ან სათბურებში.

გოგრის წარმოების ბიზნეს გეგმა – მოსავლის ეკონომიკა

თესლებს ძირითადად ყიდულობენ ინტერნეტის საშუალებით სპეციალიზირებულ მაღაზიებში. ისინი იყიდება პაკეტებში – 10ც, რომლის ფასიც დამოკიდებულია შესყიდვის რაოდენობასა და გოგრის სორტზე. ამიტომ, სასურველია თავიდანვე განსაზღვროთ რომელი სორტით იქნება დაკავებული თქვენი ბიზნესი. თუ თქვენი საქმიანობა ორიენტირებული იქნება დიდი ფართობების ათვისებისკენ, მაშინ შეიძლება ისეთი თესლების შეძენა, რომელთა 1კგ დაახლოებით 1000$ ღირს.

1 ჰექტარზე ითესებს დაახლოებით 15 000 ცალი მარცვალი. ეს ნიშნავს იმას, რომ მზად უნდა იყოთ; ბიზნესის საწყის ეტაპზე საჭირო იქნება დაახლოებით 75 000$ მხოლოდ დასათესი მასალის შესაძენად. მუშა ხელის, წყლის, სასუქის ხარჯების გათვალისწინებით, ბიზნესის დასაწყისში აუცილებელია დაახლოებით 120 000$-ის ღირებულების ინვესტიცია ( თუ არ გავითვალისწინებთ სპეციალური ტექნიკის ხარჯებს).

1 ჰექტარიდან შეიძლება დაახლოებით 30 ტონა ბოსტნეულის აღება. აგრარულ ბირჟაზე მისი გაყიდვა შეიძლება – 1კგ 14$-ად. ეს ნიშნავს, რომ 1 ჰექტარიდან თქვენს ბიზნესს შეუძლია მოიტანოს დაახლოებით 420 000$. მისი მომგებიანობა დამოკიდებულია დათესილ ფართობზე, მექანიზაციის დონესა და მოსავლის გაყიდვის არხებზე. მთლიანობაში ბიზნესი საკმაოდ მიმზიდველია.

წყარო: https://newbusiness.su/vyrashhivanie-tykvy-biznes-plan.html

ბმები:

საინვესტიციო სივრცის სიახლეები
წარმატებული ბიზნეს გეგმები
ბიზნეს გეგმები სოციალურ ქსელებში
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები
ტრენირება და დასაქმება

Facebook Comments