💡 ტბებისა და წყალსაცავების ბიზნეს გეგმების მომზადება

ტბების და წყალსაცავების ბიზნეს გეგმები – მათში ჩვენს რეალობაში, უმეტესად თევზის მოშენებას გულისხმობენ. ეს არაა სწორი მიდგომა. ტბები თუ წყალსატევები კომპლექსურად შეიძლება იქნეს გამოყენებული და მრავალგზის მეტი მოგება მოიტანოს. ხშირად თევზის მოშენება საერთოდ არცაა რენტაბელური.
◆  სტატიის ორიგინალი ქართულ ენაზეა. სხვა ენებზე მიეწოდება გუგლის ავტომატიური თარგმანი. ენების გადასართველი საიტის თავშია
ჩვენ მრავალი წელია , ბიზნესის თვალსაზრისით, ვიკვლევთ ამ საკითხებს, ვაგროვებთ მასალებს და მზად ვართ მოგიმზადოთ ბიზნეს-გეგმები, რომლებიც დიდსა თუ მცირე წყალსატევებზე მაქსიმალურ მოგებას მოგიტანთ.

ჩვენი სერვისები:

ტელეფონზე 577 235 400, სკაიპი – medgeo.net, ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე:

საქართველოში 860-მდე ტბაა. უმეტესობა ძალიან პატარაა. ამიტომაც ტბათა საერთო საფარი 170 კმ2-ს არ აღემატება (ტერიტორიის 0,24%). სიმცირის მიუხედავად, საქართველოს ტბები მრავაფეროვანი გენეზისით გამოირჩევა.
აქ არის ტექტონიკური, მყინვარული (ყველაზე დიდი რაოდენობით), მდინარეული, სანაპირო, კარსტული, სუფოზიური, შეგუბებული, მეწყრული და ბოლოს, ანთროპოგენური ტბები.
ისინი ძირითადად საზრდოობენ თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით, ამიტომაც ტბათა დონის რყევა უმთავრესად გაპირობებულია ნალექების წლიური განაწილებით და იმ მდინარეთა რეჟიმით, რომლებიც ტბებში ჩაედინება.

ტბების და წყალსაცავების ბიზნეს გეგმები – გამოიყოფა დონეთა რეჟიმის 4 ტიპი:

  • პირველს მიეკუთვნებიან – კავკასიონის დაბალ- და საშუალმთიანი ზონის ტბები, რომელთა დონე მაქსიმუმს აღწევს მაის-ივნისში, მინიმალურს – თებერვალ-მარტში.
  • მეორე ტიპს მიეკუთვნება საქართველოს სამხრეთ მთიანეთის ტბები, მაქსიმალური დონე მათ გაზაფზულზე აქვთ (მაისში), მინიმალური სექტემბერში.
  • მესამე ტიპს – კოლხეთის დაბლობის ტბები მიეკუთვნება. ამ ტბების დონეთა ცვალებადობა მთელი წლის განმავლობაში წვიმებითაა გამოწვეული.
  • მეოთხე ტიპში ერთიანდება მტკვარ-ალაზნის მთათაშორისი დეპრესიის ტბები. მათთვის დამახასიათებელია გაზაფხული-ზაფხულის მაქსიმუმი და შემოდგომის მინიმუმი.

საქართველოში ჭარბობს მტკნარი ტბები, რომელთა ნაწილი მეტად მცირე მარილს შეიცავს (34,1-100 მგ/ლ), მაგრამ არის მლაშე ტბებიც (24 გ/ლ-დან 69 გ/ლ-მდე). ასეთია ივრის ზეგნის ტბები.

საქართველოს ტბები 3 ჰიდროქიმიურ ფორმაციას მიეკუთვნებიან:

ჰიდროკარბონატულს, ქლორიდულს და სულფატურს. ყველაზე მეტია ჰიდროკარბონატული ფორმაციის ტბები, უფრო ნაკლები ქლორიდული, ხოლო კიდევ უფრო ნაკლები – სულფატური.

ფართობით საქართველოში ყველაზე დიდია ფარავნის ტბა, მოცულობით– ტაბაწყურისა, სიღრმით – რიწისა, იგი უღრმესია ამიერკავკასიის ტბებს შორისაც (იხ. ცხრილი 2).
საქართველოს ტერიტორიაზე 12 წყალსაცავია. წყალსაცავების ჯამური ფართობია 107 კმ2, ხოლო წყლის მოცულობა – 2.4 კმ3. წყალსაცავების ჯამური მოცულობა საქართველოს მდინარეთა წლიური ჩამონადენის 5,1%-სშეადგენს (იხ. ცხრილი 3). წყალსაცავების წყალი ძირითადად გამოყენებულია ჰიდროელექტროსადგურების ასამუშავებლად და სარწყავად.

ცხრილი. 3 საქართველოს მნიშვნელოვანი წყალსაცავები

სარკის ფართობი მოცულობა უდიდესი სიღრმე (მ)
(კმ2) (მლნ. მ3)
წალკის სიონის 12.8 325 67
თბილისის 11.6 305 45
(სამგორის)
გალის 8.2 141 50
შაორის 9.2 90.6 14.5
ტყიბულის 12.1 84 12.5
ენგურის(ჯვრის) 10.1 1100 250
გუმათის 3.12 42 24
ლაჯანურის 1.4 25 65

ცხრილი. 2 მნიშვნელოვანი ტბები

ცხრილი. 2 –მნიშვნელოვანი ტბები სარკის ფართობი
(კმ2)
სიმაღლე
(ზ.დ. მ)
წყლის მოცულობა
(მლნ.მ3)
უდიდესი
სიღრმე (მ)
#ფარავანი 37.5 2073 90.8 3.3
#ხოზაფინი
(კარწახი)
26.3 1799 19.3 1
#პალიასტომი 18.2 -0.3 52.0 3.2
#ტაბაწყური 14.2 1997 221.0 40.2
#ხანჩალი 13.3 1925 6.4 0.7
#ჯანდარი 10.6 291 51.0 7.2
#მადათაფა 8.78 2108 9.5 1.7
#საღამოს #ტბა 4.81 1996 7.7 2.3
#რიწა 1.49 1884 94.0 101
#ყელის ტბა 1.26 2914 31.7 63
#ბაზალეთი 1.22 878 8.6 7.0

 სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარე

გურიის მხარე

იმერეთის მხარე

სამცხეჯავახეთის მხარე

ქვემო ქართლის მხარე

კახეთის მხარე

მცხეთამთიანეთის მხარე

შიდა ქართლის მხარე

თბილისი

ტბების და წყალსაცავების ბიზნეს გეგმები

 

ბმები:

საინვესტიციო სივრცის სიახლეები
წარმატებული ბიზნეს გეგმები
ბიზნეს გეგმები სოციალურ ქსელებში
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები
ტრენირება და დასაქმება

Facebook Comments