მოსავლის ასაღები მანქანები-თანადაფინანსებით / პროექტების მომზადება
მოსავლის ასაღები მანქანები-თანადაფინანსებით , პროექტების მომზადება – 577 235 400, სკაიპი – medgeo.net , ელ – ფოსტა Caumednet@gmail.com
ავტომატიზირებულთან შედარებით, ხელით შრომა მოითხოვს ძალიან ბევრ დროს; განსაკუთრებით მიწათმოქმედების პროცესებზე დაკვირვების დროს – ხვნა, დარგვა და მოსავლის აღება.
მოსავლის ასაღები თანამედროვე მანქანების სახეები
ასაღები კულტურის მიხედვით არსებობს მრავალი კომბაინი. ეს დაკავშირებულია მცენარისა და მისი ნაყოფის სხვადასხვა ფორმასთან, წონასთან და სიმყარესთან; გარდა ამისა – მცენარე არის მიწის ზემოთ, უშუალოდ მის ზედაპირზე თუ მიწის სიღრმეში. თუ ამას დავუმატებთ ეგზოტიკურ (ჩაი, ყავა) და სხვა სპეციალურ (მაგ: ბამბა) მცენარეებს – მივიღებთ დამაფიქრებელ ჩამონათვალს.
შესაბამისად, მოსავლის ასაღები უნივერსალური მანქანა სამწუხაროდ არ არსებობს და ხდება კონკრეტული კულტურის ასაღებად საჭირო მანქანის ყიდვა ან დაქირავება.
დღეისათვის არსებული კომბაინები მათი დანიშნულების მიხედვით:
- მარცვლოვნების ასაღები
- სიმინდის ასაღები
- ხილის ასაღები
- კენკრის ასაღები
- ყურძნის ასაღები
- გოგრის ასაღები
- ჭარხლის ასაღები
- კარტოფილის ასაღები
- პომიდვირის ასაღები
- მიწის თხილის (არაქისის) ასაღები
- ბრინჯის ასაღები
- მწვანილის ასაღები
- სილოსის ასაღები
- სელექციური-თესლისმიერი.
ამ მანქანებს აერთიანებთ ერთი რამ – გადაადგილების მეთოდი: პრაქტიკულად ყველა თვითმავალია. თუმცა, სხვადასხვა სამუშაო ნაწილების გამო ისინი სრულიად განსხვავდებიან შენებით, გარეგანი სახითა და გაბარიტებით.
როგორ შევარჩიოთ კომბაინი?
მსგავსი მანქანის შესარჩევი მთავარი მახასიათებელია – გამტარუნარიანობა ანუ გადამუშავებული ნედლეულის რაოდენობა (კგ) დროის ერთეულში (კგ/წმ). უფრო განზოგადებული თვალსაზრისით, კომბაინებს ყოფენ 3-დან 6-მდე დანომრილ კლასებად.
ამ აღნიშვნებით ხდება მოსავლის სხვადასხვა ხარისხის მქონე მინდვრებისთვის მანქანების შერჩევა. მაგ: მე-3 კლასი – ის განკუთვნილია დაბალმოსავლიანი მინდვრებისთვის, რომელთა სიმკვრივე 15 ცენტნერი/ჰექტარამდეა; ასევე (დამოკიდებულია მანქანაზე) 15-25 და 20-30 ცენტნერი/ჰექტარი 5-7კგ/წმ გამტარუნარიანობით.
7-9 კგ/წმ გადამუშავების სიჩქარის მქონე მე-4 კლასს შეუძლია იმუშავოს 20 – 30 სა 30-40 ცენტნერი/ჰექტარის მინდვრებზე; მე-5 კლასს კი 30 – 40, 40 – 60 და მეტი 10 – 12 კგ/წმ-ის პირობებში. შესაბამისად, მე-6 კლასი განკუთვნილია მხოლოდ მაღალმოსავლიანი მინდვრებისთვის (60 ცენტნერი/ჰექტარი და მეტი) 12-14კგ/წმ გადამუშავების სიჩქარით.
კომბაინების სხვა სახეები
კომბაინი – გულისხმობს არა მხოლოდ მოსავლის ასაღებ ტექნიკას, არამედ მის გადამუშავებასაც; ამიტომ არსებობს მარცვლეულის პირველადი და მეორადი გადამუშავების მანქანები, ცხოველებისთვის საჭმელად ვარგისი კულტურების დასაქუცმაცებელი მანქანები და სხვა.
ბმები:
ბიზნეს-გეგმები , ინვესტიციები , სერვისები ბიზნესისათვის
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები
ტრენირება და დასაქმება