მოსავლის ასაღები მანქანები თანადაფინანსებით / პროექტების მომზადება

მოსავლის ასაღები მანქანები-თანადაფინანსებით / პროექტების მომზადება

მოსავლის ასაღები მანქანები-თანადაფინანსებით , პროექტების მომზადება  – 577 235 400, სკაიპი – medgeo.net , ელ – ფოსტა Caumednet@gmail.com

ავტომატიზირებულთან შედარებით, ხელით შრომა მოითხოვს ძალიან ბევრ დროს; განსაკუთრებით მიწათმოქმედების პროცესებზე დაკვირვების დროს – ხვნა, დარგვა და მოსავლის აღება.

მოსავლის ასაღები თანამედროვე მანქანების სახეები

ასაღები კულტურის მიხედვით არსებობს მრავალი კომბაინი. ეს დაკავშირებულია მცენარისა და მისი ნაყოფის სხვადასხვა ფორმასთან, წონასთან და სიმყარესთან; გარდა ამისა – მცენარე არის მიწის ზემოთ, უშუალოდ მის ზედაპირზე თუ მიწის სიღრმეში. თუ ამას დავუმატებთ ეგზოტიკურ (ჩაი, ყავა) და სხვა სპეციალურ (მაგ: ბამბა) მცენარეებს – მივიღებთ დამაფიქრებელ ჩამონათვალს.

შესაბამისად, მოსავლის ასაღები უნივერსალური მანქანა სამწუხაროდ არ არსებობს და ხდება კონკრეტული კულტურის ასაღებად საჭირო მანქანის ყიდვა ან დაქირავება.

მოსავლის ასაღები მანქანები თანადაფინანსებით

დღეისათვის არსებული კომბაინები მათი დანიშნულების მიხედვით:

  • მარცვლოვნების ასაღები
  • სიმინდის ასაღები
  • ხილის ასაღები
  • კენკრის ასაღები
  • ყურძნის ასაღები
  • გოგრის ასაღები
  • ჭარხლის ასაღები
  • კარტოფილის ასაღები
  • პომიდვირის ასაღები
  • მიწის თხილის (არაქისის) ასაღები
  • ბრინჯის ასაღები
  • მწვანილის ასაღები
  • სილოსის ასაღები
  • სელექციური-თესლისმიერი.

ამ მანქანებს აერთიანებთ ერთი რამ – გადაადგილების მეთოდი: პრაქტიკულად ყველა თვითმავალია. თუმცა, სხვადასხვა სამუშაო ნაწილების გამო ისინი სრულიად განსხვავდებიან შენებით, გარეგანი სახითა და გაბარიტებით.

როგორ შევარჩიოთ კომბაინი?

მსგავსი მანქანის შესარჩევი მთავარი მახასიათებელია – გამტარუნარიანობა ანუ გადამუშავებული ნედლეულის რაოდენობა (კგ) დროის ერთეულში (კგ/წმ). უფრო განზოგადებული თვალსაზრისით, კომბაინებს ყოფენ 3-დან 6-მდე დანომრილ კლასებად.

ამ აღნიშვნებით ხდება მოსავლის სხვადასხვა ხარისხის მქონე მინდვრებისთვის მანქანების შერჩევა. მაგ: მე-3 კლასი – ის განკუთვნილია დაბალმოსავლიანი მინდვრებისთვის, რომელთა სიმკვრივე 15 ცენტნერი/ჰექტარამდეა; ასევე (დამოკიდებულია მანქანაზე) 15-25 და 20-30 ცენტნერი/ჰექტარი 5-7კგ/წმ გამტარუნარიანობით.

7-9 კგ/წმ გადამუშავების სიჩქარის მქონე მე-4 კლასს შეუძლია იმუშავოს 20 – 30 სა 30-40 ცენტნერი/ჰექტარის მინდვრებზე; მე-5 კლასს კი 30 – 40, 40 – 60 და მეტი 10 – 12 კგ/წმ-ის პირობებში. შესაბამისად, მე-6 კლასი განკუთვნილია მხოლოდ მაღალმოსავლიანი მინდვრებისთვის (60 ცენტნერი/ჰექტარი და მეტი) 12-14კგ/წმ გადამუშავების სიჩქარით.

მოსავლის ასაღები მანქანები-თანადაფინანსებით

კომბაინების სხვა სახეები

კომბაინი – გულისხმობს არა მხოლოდ მოსავლის ასაღებ ტექნიკას, არამედ მის გადამუშავებასაც; ამიტომ არსებობს მარცვლეულის პირველადი და მეორადი გადამუშავების მანქანები, ცხოველებისთვის საჭმელად ვარგისი კულტურების დასაქუცმაცებელი მანქანები და სხვა.

ბმები:

ბიზნეს-გეგმები , ინვესტიციები , სერვისები ბიზნესისათვის
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები
ტრენირება და დასაქმება

Facebook Comments
Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
Share this...