სანელებელთა ბიზნეს გეგმა – მომზადება

სანელებელთა ბიზნეს გეგმა – მომზადება 577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com

ბიზნეს გეგმების შედგენა -ში გამოგადგებათ მასალები , რომლებიც ამ საიტზეა განთავსებული > https://biznes-gegma.medgeo.net/ 

ჩვენი სერვისები:

ტელეფონზე 577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე :

● თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება.
● ინფორმაცია საგრანტო კონკურესების შესახებ
● საგრანტო განაცხადების შევსება
● საგრანტო,სალიზინგო, შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება
● მარკეტინგული კვლევების ჩატარება
● ინვესტორთა ძიების პროცესში საკონსულტაციო და საინფორმაციო თანხლება

თუ სანელებლების მაღაზიის შექმნას გადაწყვეტთ თქვენ დაგჭირდებათ სანელებელთა  ბიზნეს გეგმა – მომზადება

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შემდეგ სანელებლების ბაზრის მოცულობა განუწყვეტლივ იზრდება მთელს მსოფლიოში. მას შემდეგ სანელებლები გახდა ხელმისაწვდომი და სტანდარტული ნაკრების გარეშე არ არსებობს არცერთი სამზარეულო. კულინარიისადმი ინტერესის ზრდასთან ერთად მოიმატა ხარისხიან პროდუქციაზე მოთხოვნამაც. ჭეშმარიტად კარგი სანელებლის ყიდვა შესაძლებელია, როდესაც ის გამოფენილია (და არა როგორც მარკეტების თაროებზეა განთავსებული) და გყავთ სანდო მომწოდებელი. მომხმარებლების ზრდასთან ერთად იმატებს გაყიდვებიც და შესაბამისად სუფთა მოგებაც. შედეგად სწრაფად ხდება საწყისი თანხის დაბრუნება და შეგიძლიათ კიდევ ერთი მაღაზიაც გახსნათ.

თქვენი აუდიტორია არის:
·         დიასახლისები – მათი მოზიდვა შეიძლება პროდუქციის ხარისხით;
·         მოყვარულები – შეგიძლიათ დააინტერესოთ ახალი სანელებლებით;
·         პროფესიონალები – როგორც წესი, ისინი კარგად ერკვევიან სანელებლებში და უპირატესობას ანიჭებენ სპეციალიზებულ მაღაზიებს. შესთავაზეთ მათ თანამშრომლობა.

სანელებლების მაღაზიის ბიზნეს გეგმა 577 235-400

პიტნის ოჯახი 1

Mint – პიტნა. ასობით სახეობის პიტნა არსებობს, მაგრამ ძირითადი სამი სახეობა არის Spearmint (რბილი გემო აქვს, შედარებისთვის წარმოიდგინეთ მწვანე დიროლი/ორბიტი), Peppermint (მომწარო და მენთოლიანი, შედარებისთვის წარმოიდგინეთ ლურჯი და თეთრი დიროლი/ორბიტი) და Watermint (მათი შუალედური სახეობა). პიტნების ქართული შესატყვისები ჯერ ვერ მოვიძიე.
Basil –  რეჰანი. ასევე ბევრი სახეობისაა. ჩვენთან გავრცელებულია იასამნისფერი სახეობა, ევროპაში – მწვანე. ბაზილიკი და რეჰანი რომ სხვადასხვა მცენარეა – მითია. როგორც ჩვენმა მკითხველმა ნინომ დაამატა, ამ მცენარეს გურიაში და იმერეთში შაშკვლავს, სამეგრელოში საშურამს, ხოლო კახეთში რიანდს უწოდებენ.
Oregano – თავშავა. პიცის და კარტოფილის საუკეთესო მეგობარი.
Marjoram – მაიორანი. ძალიან გავს ორეგანოს, მაგრამ უფრო მსუბუქი და ყვავილოვანი გემო აქვს.
Thyme – ბეგქონდარა. ასევე ახლოსაა გემოთი ორეგანოსთან,  უფრო დახვეწილი არომატი აქვს. საქართველოში იზრდება ველურად მთიან რეგიონებში. თუშეთში მისგან ჩაის აყენებენ.

პიტნის ოჯახი 2

Savory – ქონდარი. ესეც ორეგანოს ახლობელი. ზოგი მიიჩნევს, რომ ქონდარი იყო ორეგანოს წინაპარი. ორეგანოს, მაიორანის, ბეგქონდარას და ქონდრის გარჩევა ერთმანეთისგან საკმაოდ რთულია. საქართველოში გავრცელებული მითია, რომ ორეგანო არის იგივე ქონდარი.
Rosemary – როზმარინი. წიწვოვანი, ყვავილოვანი და ევკალიპტის არომატებით. ვიზუალურადაც გავს წიწვოვან ბუჩქს. უხდება ხორცის და თევზის კერძებს. ველურ პირობებში მარტივად იზრდება, ასე რომ, შეიძლება ნებისმიერ ადგილას შეგხვდეთ.
Lemon balm (Melissa) – ბარამბო. ხშირად გამოიყენება მცენარეულ დამამშვიდებელ წამლებში. ერთდროულად აქვს ლიმონის და პიტნის არომატი.
Sage – სალბი. ბავშვობასთან და ყელის საწუწნ აბებთან (шалфей) მიასოცირდება ეს მცენარე. წარმატებით გამოიყენება იტალიურ (და სხვა ევროპულ) სამზარეულოში.
Lavender – ლავანდი. ძირითადად იყენებენ პარფიუმერულ ნაწარმში, მაგრამ კერძებსაც საინტერესო არომატს აძლევს. ფრანგული ცნობილი მწვანილეულის მიქსის – Herbes de Provence – ერთ-ერთი ინგრედიენტია.

სტაფილოს ოჯახი:

Coriander – ქინძი. მსოფლიოში ყველაზე ხშირად მოხმარებადი მწვანილი. ევროპაში არ სარგებლობს პოპულარობით, ამბობენ რომ “საპნის” გემო აქვს. აზიური და ქართული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია.
Parsley – ოხრახუში. აი, ეს კი ევროპაში ნამდვილად ყველაზე პოპულარული მწვანილია. ჩვენთან, როგორც წესი, ქინძს და ოხრახუშს ერთად ხმარობენ კერძებში, რაც იმის ნათელი მაგალითია, რომ საქართველო ევროპული და აზიური საზარეულოების მიჯნაზეა.
Celery – ნიახური. დასავლეთში მისი ღერო გამოიყენება კერძებში, ჩვენთან – თვითონ მწვანილი. ნიგვზის არომატი დაკრავს და ლობიოს ამშვენებს.
Dill – კამა. უსაზღვროდ პოპულარულია სლავურ სამზარეულოებში.
Fennel – ცერეცო. უფრო ტკბილია და უფრო უხეში ღეროები აქვს, ვიდრე კამას. ბავშვობაში საყიდლებზე რომ მაგზავნიდნენ, მკაცრად მაფრთხილებდნენ, კამას ნაცვლად ცერეცო არ შემოგაპარონო. სულ მეგონა, რომ ცერეცო კამას უხარისხო ვერსიაა. არადა, უბრალოდ, სხვა მცენარეა.
Lovage – ცისკარა. ამ მცენარის სახელი მომწონს, როგორც ინგლისურად, ასევე ქართულად. თორემ არაფერი გამორჩეული არ მაქვს მასზე სათქმელი.
Chervil – ჭყიმი. ოხრახუშის ახლო ნათესავი, მაგრამ დაკრავს ტარხუნის არომატი. ფართოდ გამოიყენება ფრანგულ სამზარეულოში. 

 სხვა ოჯახების მწვანილები:

Tarragon – ტარხუნა. ინტუიტიურად მეგონა, რომ ტარხუნაც პიტნის ოჯახის წევრი უნდა ყოფილიყო, რადგან მასაც ისეთივე “გამაგრილებელი” ეფექტი აქვს, მაგრამ შევცდი. ჩვენთვის ასოცირდება გაზაფხულთამ, ჩაქაფულთან და ლიმონათთან. ასევე უხდება თევზიან კერძებს.
Sorrel – მჟაუნა. ჩვენთან პოპულარულია მჟაუნის წვნიანი. ზოგადად მსოფლიოს შეფები იყენებენ მჟაუნას სხვადასხვა კერძებში სიმჟავის “ამოსაწევად”.
Lemongrass – ლიმონის ურო. ტაილანდური სამზარეულოს ძირითადი ინგრედიენტი. ხის ტექსტურა და “საპნის” გემო აქვს.
Bay Laurel – დაფნა. მისი ფოთლები გამოიყენება უამრავი კერძისთვის არომატის მისაცემად. ჩვენთან ძირითადად იყებენებ წვნიან კერძებში.
Capers – კაპარი. იყენებენ დამწნილებულს. არსებობს მოსაზრება, რომ კაპერსი და ჯონჯოლი ნათესავები არიან, მაგრამ ჩემი მოკვლევით, ეს ასე არ არის.
Juniper Berries – ღვიის მარცვლები. ინტენსიური წიწვოვანი არომატი აქვს. უხდება ხორცის კერძებს. ჯინის განუყოფელი ინგრედიენტი. ზუსტად ის აძლევს ჯინს სასიამოვნო წიწვოვან არომატს.

ბიზნეს-გეგმები , ინვესტიციები , სერვისები ბიზნესისათვის
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები

Facebook Comments
Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share this...