საინვესტიციო პროექტების მომზადება და ინვესტორთა ძიება

საინვესტიციო პროექტების მომზადება , გასაგებია, რომ ხდება ინვესტორთა მოსაზიდად.
საინვესტიციო პროექტები , ძირითადად , ჩვეულებრივი ბიზნეს-გეგმაა . უბრალოდ, მომზადების შემდეგ ხდება მათი ინვესტორისათვის ” შეფუთვა ” – ინვესტორისათვის უფრო გასაგები და მიმზიდველი რომ გახდეს.

მრავალი იდეა თუ მოქმედი ბიზნესი შეიძლება სწრაფად განვითარებულიყო და და მოგებაც მოეტანა, ავტორებს საკმარისი თანხები რომ ქონოდათ. ასეთ შემთხვევაში ერთ-ერთ გამოსავალია ინვესტორის მოზიდვა. თუმცა, ამის გაკეთება არცთუ იოლია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ინვესტიციის მაძიებლის წინაშე რთული ამოცანაა – დაარწმუნოს ინვესტორი, რომ მისი საქმე მომგებიანია.

ჩვენ გთავაზობთ|:
– საინვესტიციო პროექტების მომზადება -ს
– საკონსულტაციო და საინფორმაციო თანხლებას ინვესტორთა ძიების პროცესში 
577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com

უნდა გვესმოდეს ინვესტორთა ძიება რთული და ხანგძლივი პროცესია, რომელიც მოითხოვს დროსა და რესურსებს. 

აინვესტიციო პროექტების მომზადება 577 235 400

ჩვენი სერვისები:

ტელეფონზე 577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე :

საინვესტიციო შეთავაზება , საინვესტიციო წინადადება  

ხშირად, საინვესტიცო პროექტების წარდგენამდე,  ინვესტორს უგზავნიან საინვესტიციო შეთავაზებას. ეს ნახევარ, მაქსიმუმ ერთ-გვერდიანი დოკუმენტია, სადაც გადმოცემულია ძირითადი იდეა და პროექტის პარამეტრები. მისი მიზანია, გაარკვიოს ინვესტორს აქვს თუ არა ამ თემისადმი ინტერესი.
ინვესტიციის ყველა მაძიებელი , თავიდან ვერ აკეთებს კონკრეტულ ბიზნეს გეგმას. ასეთ შემთხვევაში  საინვესტიციო შეთავაზების (წინადადების) მომზადებისას დაეყრდნოთ საშუალო სტატისტიკურ მონაცემებს.
ამ ერთგვერდიანი დოკუმენტის მომზადება მთელი თქვენი ბიზნესის  პერსპექტივის გააზრებასა და კომპლექსურ ანალიზს მოითხოვს და სასურველია მისი შედგენა გამოცდილ კონსულტანტებს ანდოთ .
კონსულტანტი შეგიძლიათ მოიწვიოთ 577 235 400 ; Caumednet@gmail.com ; skype- medgeo.net

საინვესტიციო წინადადებების გამოქვეყნება და ინვესტორთა ძიება

ინვესტორთა ძიების ერთ-ერთი გზაა – საინვესტიციო შეთავაზების გამოქვეყნება სპეციალურ საინვესტიციო საიტებზე. ამგვარ საიტებს ათვალიერებელ ინვესტორები . ზოგი მათგანი
შეიძლება დაინტერესდეს თქვენი წინადადებით.
საინვესტიციო საიტებზე თქვენი შეთავაზებების განთავსება ნამდვილად ჯობია კონსულტანტებს ანდოთ . 577 235 400 ; Caumednet@gmail.com ; skype- medgeo.net

ნაბიჯი 1. გააკეთეთ პილოტური გაანგარიშებები – საინვესტიციო პროექტების მომზადება ამით იწყება

სანამ თანხის მოზიდვის საშუალებების ძებნას დაიწყებთ, შეადგინეთ პილოტური ბიზნეს-გეგმა, რათა თვითონ დარწმუნდეთ, რომ თქვენი იდეა მომგებიანია. მასში დეტალურად უნდა გაწეროთ: რა თანხა გესაჭიროებათ, ამ თანხას როგორ გამოიყენებთ, ინვესტორის მიერ ჩადებულ თანხას რა ვადაში ამოიღებთ და ა.შ. ხშირია, როცა თითქოს კარგი იდეა, როცა ქაღალდზე გადადის, აღმოჩნდება რომ არაა რენტაბელური.

ნაბიჯი 2. ბიზნეს-გეგმები , საინვესტიციო პროექტები პროფესიულად უნდა დაწეროთ

თუ ახალი ბიზნესის წამოსაწყებად ინვესტიციის მოზიდვას აპირებთ აპირებთ, ინვესტორს უნდა წარუდგინოთ ბიზნეს-გეგმა, ბაზრის მარკეტინგული ანალიზი, ხუთწლიან პერიოდზე გათვლილი შემოსავლებისა და გასავლების ბალანსი.

თუ თქვენ აპირებთ საშუალებების მოზიდვას უკვე არსებული ბიზნესის განვითარებისთვის, უნდა წარადგინოთ საინვესტიციო ბიზნეს-გეგმა, ამჟამად არსებული ბიზნესის აღწერა და მისი პერსპექტივები, ბოლო წელიწადში მოგებისა და წაგების შესახებ ანგარიში, ასევე — მოზიდული რესურსების ხარჯზე ბიზნესის განვითარების სქემა.

გახსოვდეთ, ინვესტორმა ზუსტად უნდა იცოდეს, რომ იგი მოცემულ ფულს უკან ნამდვილად და მოგებით მიიღებს. იშვიათად არსებობს ინვესტორი, რომელიც ჩადებული ინვესტიციებიდან მცირე პროცენტებს დასჯერდება, თუმცა ასეთებიც არსებობენ. ინვესტორების ძირითად კატეგორიას და განსაკუთრებით მსხვილ ინვესტორებს, სურთ, მიიღონ საწარმოს აქციათა გარკვეული პროცენტი, ძირითადი ფონდების ნაწილი და ადგილი დირექტორთა საბჭოში. ინვესტორს სურს რისკის შემცირება და მოგების გაზრდა.

თუ თქვენი იდეა მართლაც კარგია, ინვესტორს შეუძლია, იმაზე მეტიც შემოგთავაზოთ, ვიდრე თქვენ მოითხოვეთ, უკან კი იმაზე ნაკლებიც წაიღოს, ვიდრე შეეძლო წაეღო. პრაქტიკაში ასეთი შემთვევებიც არსებობს. ამიტომ, სჯობს, ინვესტორთან პატიოსნად მოიქცეთ, მას ნურაფერს დაუმალავთ. ინვესტორს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მოკლე დროში მიიღოს მისთვის საინტერესო ნებისმიერი ინფორმაცია.
ამგვარი ინფორმაცია, როგორც წესი, დანართებში გააქვთ.

ნაბიჯი 3. სად ვეძებოთ სასურველი ინვესტორი მცირე ?

მაშასადამე, გავარკვიეთ, რა დოკუმენტები დაგვჭირდება. იბადება კითხვა: სად ვნახოთ სასურველი ინვესტორი?
დავიწყოთ იმით, რომ თუკი თქვენი პროექტი კარგია და ინვესტორის საძიებლად ენერგიას არ დაიშურებთ ინვესტორს აუცილებლად იპოვით. უცხოური წყაროები უამრავ რჩევას იძლევიან – როგორ ვიპოვოთ ინვესტორი, მაგრამ ეს მეთოდები საქართველოში ნაკლებად ჭრის, თუმცა ყველა გზა ინდივიდიალურია. ჩვენი რჩევები ასეთია:

3.1. გაეცანით ინტერნეტში მიმდინარე სახელმწიფო საინვესტიციო პროგრამებს, საერთაშორისო და ადგილობრივი ფონდების პროგრამებს. ისინი მრავლადაა. ზოგიერთის სია ქვეყნდება ქვევით. ცხადია, თავდაპირველად ჯობს საქართველოში ძიება. მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში მოქმედებს რამდენიმე საინვესტიციო პროგრამა. მკითხველებს ვურჩევთ გაეცნონ საიტებს http:// qartuli. ge/ (აწარმოე საქართველოში) http://www. Fund. ge/ (საპარტნიორო ფონდი) და სხვა. მაგრამ გახსოვდეთ- ყველაფერი იწყება სისტემურად გააზრებული და კარგად დაწერილი ბიზნეს-გეგმით.

3.2 დაელაპარაკეთ ბანკის ნაცნობ თანამშრომლებს, ბუღალტრებს, იურისტებს ან თქვენ კოლეგებს ბიზნესში. სავსებით შესაძლებელია, ისინიც წასწყდომიან ამავე პრობლემებს ადრე, ანდა უბრალოდ, იცნობენ კარგ ინვესტორს.

3.3 და ბოლოს – შეგიძლიათ მიმართოთ სპეციალიზებულ ფირმას, ან სპეციალიტს, საინვესტიციო ბროკერს რომელიც თქვენი სახელით დაიწყებს ინვესტორთა ძიებას.
577 235 400 ; Caumednet@gmail.com ; skype- medgeo.net
იგი გამოაქვეყნებს თქვენს განცხადებებს სპეციალურ საინვესტიციო საიტებზე, მიმართავს სპეციალურ საინვესტიციო ბროკერებს, ბირჟებს და ა.შ.

 

პროექტები ინვესტიციების მოსაზიდად 577 235 400

 

ბმები:

საინვესტიციო სივრცის სიახლეები
წარმატებული ბიზნეს გეგმები
ბიზნეს გეგმების სოციალურ ქსელებში
ბიზნეს-გეგმები , ინვესტიციები , სერვისები ბიზნესისათვის
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები
ტრენირება და დასაქმება

 

Facebook Comments
Share on Facebook
Facebook
Share this...