ინვესტორის ძიება ➤ მომსახურებები ➤ 577 235 400

ინვესტორის ძიება ხანგძლივი და რთული პროცესია. თეორიულად , ინვესტორის ძიება იწყება ბიზნეს-გეგმის საბოლოოდ მომზადების შემდეგ. კარგი ბიზნეს-გეგმა ინვესტიციის მოზიდვის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი ელემენტია. რეალობაში, ბიზნეს-გეგმის წინასწარ მომზადება ყოველთვის არ ხერხდება და მზადდება მხოლოდ საინვესტიციო წინადადება. კვალიფიციურად შედგენილმა საინვესტიციო წინადადებამ, პირველ ეტაპზე შეიძლება შეცვალოს ბიზნეს-გეგმა. ეს მანამ, ვიდრე მოლაპარაკებები სერიოზულ ხასიათს მიიღებს.

ამ პოსტთან ერთად აუცილებლად გაეცანით პოსტს ➤ ინვესტორთა მოძიება  ✴

ინვესტორის ძიება. ეტაპები

ინვესტორის ძიების პროცესი, პირობითად სამ ნაწილად შეიძლება გავყოთ:

  1. საინვესტიციო წინადადების მომზადება
  2. პირის ან ორგანიზაციის ძიება, რომელიც თანახმაა განიხილოს თქვენს დარგში  ინვესტიციის ჩადების საკითხი
  3. მისი დარწმუნება, რომ ღირს თქვენს პროექტში ინვესტიციის ჩადება

სურვილისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებისათვის რესურსების არსებობის შემთხვევაში უპრიანია მიმართოთ სპეციალისტებს  , რათა კონსულტირება გაგიწიონ ინვესტორთა ძიებისას . შეგიძლიათ მიმართოთ : 577 235 400 , Caumednet@gmail.com , skype- medgeo.net

ცხადია, გარანტიას ვერავინ მოგცემთ, რომ ინვესტორი – ს ძიება სწრაფად მოიტანს შედეგს . ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის- უპირველესად თქვენზე. 
უნდა გვესმოდეს, რომ ინვესტორთა ძიება დიდი სამუშაოა, რომელსაც აქვს ხარჯი . ეს ხარჯი უნდა დაფაროთ თქვენ.

საკონსულტაციო და საინფორმაციო მომსახურების ფირმები არ არიან საინვესტიციო ინსტიტუტები. ისინი მხოლოდ ყიდიან თავიანთ მომსახურებას, ცოდნას, მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას. ეს არის მათი შემოსავლის წყარო. ისინი არ არიან საინვესტიციო ინსტიტუტები. ამდენად, როცა მათ მიმართავთ უნდა გქონდეთ რესურსი შეიძინოთ მათი მომსახურებები. თუკი ამგვარი რესურსი არა გაქვთ, მათთვის მიმართვა უაზრობაა. პირიქით ასეთმა წინადადებამ შეიძლება უარყოფითი იმიჯი შეგიქმნათ.


რა მომსახურებები შეუძლიათ გაგიწიონ კონსულტანტებს ინვესტორის ძიება -ში ?

1. საინვესტიციო წინადადების მომზადება 
2. თქვენი წინადადების გამოქვეყნება საინვესტიციო პლათფორმებზე. ეს ის პლათფორმებია, რომლებსაც კითხულობენ პოტენციური ინვესტორები . სერიოზული პლათფორმები ფასიანია.
3. როცა პოტენციურ ინვესტორთან სერიოზული დიალოგი დაიწყება დაგჭირდებათ ბიზნეს-გეგმის, ან მისი ცალკეული ნაწილების მომზადება და ცალკეულ საკითხებზე კონსულტირება
საჭიროა, კარგად გაერკვეთ, რა მომსახურებებს გთავაზობთ საკონსულტაციო ფირმა და მათგან რომელი მომსახურების შეძება გსურთ თქვენ.

 აუცილებლად დადგება საკითხი უცხოური ფირმა შეარჩიოთ თუ ადგილობრივი. ორივეს აქვს თავისი პლიუსები და მინუსები. ოპტიმალურად გვეჩვენება, შეირჩეს ადგილობრივი ფირმა, რომელსაც აქვს უცხოურ კოლეგებთან აქტიური საქმიანი ურთიერთობები.


რისგან შედგება საინვესტიციო წინადადება ?

საინვესტიციო წინადადების სტანდარტი არ არსებობს. იგი დამოკიდებულია საწარმოს პროფილზე, ვის ურდგენთ ან სად აქვეყნებთ, რა თანხას ითხოვთ და ა.შ. მაგალითად, მოკლე წინადადება შეიძლება შეიცავდეს შემდეგ პუნქტებს:

  1. რისი საწარმოა
  2. რამდენი ხანია არსებობს
  3. შემოსავლების  და მოგების ზრდის გრაფიკი
  4. საწარმოს რეალური ღირებულება და ლიკვიდურობა
  5. ბაზრის დახასიათება
  6. თქვენი კონკურენტული უპირატესობები
  7. რას ითხოვთ ინვესტორისაგან
  8. რას თავაზობთ ინვესტორს
  9. რა საგანტიო უზრუნველყოფას თავაზობთ ინვესტორს თუკი პირობას დაარღვევთ?
  10. ინვესტორის პროექტიდან გასვლის სტრატეგია

მაგალითები შეგიძლიათ იხილოთ აქ >>>  

ინვესტორის ძიება 577 235 400


ბმები:
ინვესტორთა მოძიება  ✴
ფეის-გვერდები და ჯგუფები ინვესტორთა და აქციონერთა განცხადებებისათვის ✴
ინვესტორი ჩადებს ან შეიძენს ✴
ვეძებ ინვესტიციას ან ვყიდი ✴
–   იურიდიული პორტალი

 
Facebook Comments
Share on Facebook
Facebook
Share this...