პირადი საფინანსო კონსულტანტი – თანამედროვე სერვისები

პირადი საფინანსო კონსულტანტი  ფართო ცნებაა. მის მოვალეობებში, ძალიან ბევრი ფუნქცია მოიაზრება. რეალურ პრაქტიკაში ამ ფუნქციების შესრულება ერთ სპეციალიტს არ შეუძლია და ხშირად არცაა საჭირო. მაგალითად,
საგადასახადო საკითხებში საფინანსო კონსულტანტმა მოსალოდნელია ვერ გაგიწიოთ კონსულტაციები აქციების შეძენის ან საინვესტიციო ობიექტების საკითხებზე. ამიტომ , ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად ჩამოაყალიბოთ რა მიმართულებებზე გჭირდებათ საფინანსო კონსულტანტი.

ბოლო დროს აქტუალურ თემას წარმოადგენს კლიენტის პერსონალური მომსახურების საკითხები ფინანსური კუთხით.

მოცემული ტიპის სამუშაო შემსრულებლისგან მოითხოვს ფინანსურ და საბანკო საკითხებში განსაზღვრულ კვალიფიკაციას. 

პერსონალური მომსახურების სფეროს მუშაკები კლიენტს სთავაზობენ  კონსულტაციის გაწევას შემდეგ საკითხებზე:

  • დროებით თავისუფალი ფულადი სახსრების დეპოზიტზე განთავსება (სხვადასხვა ვადები, ვალუტა, პირობები და ა.შ)
  • საინვესტიციო ობიქეტების შერჩევა და ინვესტიციების მართვა. მათ შორის- ფულადი სახსრების ფასიან ქაღალდებში დაბანდება  (აქციების, ობლიგაციების, ფიუჩერსის სახით)
  • ფულადი სახსრების დაბანდება ძვირფას ლითონებში (ოქრო, ვერცხლი)
  • საბანკო მომსახურების საკითხები
  • კრედიტები, ფულადი გზავნილები (მათ შორის – საზღვარგარეთ), საბანკო ბარათები, სხვადასხვა ბანკებში ინტერნეტ-ბანკინგი
  • სადაზღვევო, არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფისა და სხვა ფინანსური საკითხები
  • კლიენტებს, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან საგადასახადო სამსახურის წინაშე,  შესაძლოა დაეხმარონ საგადასახადო დეკლარაციების შედგენასა  და საგადასახადო დაგეგმვაში.
  • მოგზაურობების, მგზავრობის, სხვადასხვა ტურებისა და ავიაგადაფრენების ფინანსური უზრუნველყოფის საკითხები.  კლიენტისათვის ხელსაყრელი მობილური კავშირის პაკეტის შერჩევა, შინამეურნეობის ფინანსური საკითხების მოგვარება და ა.შ

ჩვენი სერვისები საფინანსო კონსულტანტის მხოლოდ ზოგიერთ ფუქნციას მოიცავს

ტელეფონზე  577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე :

  • ინფორმაციების უწყვეტი მოძიება და მოწოდება საგრანტო კონკურესების გამოცხადების შესახებ
    ● თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება.
    ● საგრანტო განაცხადების შევსება, აპლიკაციების შევსება ნებისმიერ ენაზე
    ● საგრანტო, ლიზინგის , შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება , მათ შორის- ინოვაციური ბიზნეს გეგმების მომზადება.
    ● მარკეტინგული კვლევების ჩატარება საქართველოსა და უცხოეთში
    ● ინვესტორთა ძიების პროცესში საკონსულტაციო და საინფორმაციო თანხლება
    ● საქონლის ,მომსახურებების, საინვესტიციო და სხვა კომერციული წინადადებებისა და შეთავაზებების მომზადება
    ● დიდ მოქმედ საწარმოებს და სასოფლო-სამეურნეო კომპლექსებს ვთავაზობთ აუთსორსინგულ მომსახურებებს ფანდრაიზინგის სფეროში
    ● კოლსანტინგული სერვისები საქართველოში ინვესტიციის გაკეთების მსურველთათვის . დაგეხმარებით შეარჩიოთ თქვენზე მისადაგებული საინვესტიციო ობიექტი
    ● სპეციალური სერვისები უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისა და მათ შთამომავალთათვის

 
კონკურენცია და განსხვავებები

ძირითად კონკურენტს წარმოადგენს პერსონალური მომსახურების სამსახური (პრივატ-ბანკინგი) – კომერციულ ბანკებში. თუმცა ბანკი კლიენტს მხოლოდ თავის მომსახურებას სთავაზობს, ხოლო პირადი ფინანსური კონსულტანტი კლიენტს ეხმარება სხვადასხვა ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების მომსახურებათა შორის ოპტიმალურ ვარიანტის შერჩევაში.
ეკონომიკურად  დაწინაურებულ ქვეყნებში , პირადი ფინანსური კონსულტანტის მომსახურებით უტოლდება ოჯახის ექიმს, ადვოკატსა და ნოტარიუსს.

 ქართული პირადი საფინანსო კონსულტანტი

პირადი საფინანსო კონსულტანტი არ წარმოადგენს საკრედიტო ან სადაზღვევო ბროკერს, რომელიც ყოველთვის თავს ახვევს კლიენტს საკუთარ ფინანსურ პროდუქტს, არამედ პირიქით ეხმარება მათ “მოგერიებაში”, საკუთარი ბიუჯეტის სწორად დაგეგმვასა და ინვესტიციებით ფულის შოვნაში.

ფული ფულისთვის

პირადი ფინანსური კონსულტანტისათვის გასამრჯელოს ოდენობა დამოკიდებულია პირადი საფინანსო გეგმის ღირებულებაზე და იმ თანხაზე, რაზეც ხორციელდება საფინანსო ოპერაციები. ფინანსური კონსულტანტი სადაზღვევო საკითხებთან, კრედიტებთან და ინვესტიციებთან დაკავშირებით  კონსულტირებაში  პირადი ფინანსური კონსულტანტი ჩვეულებრივ იღებს თანხის  0,5% – 2%-ს. საფინანსო  ან ინვესტირების გეგმის შედ­გე­ნი­სათ­ვის კლიენტს უწევს არანაკლებ 300$-ის გადახდა. ზოგ შემთხვევაში, მუდმივი მომსახურებისას მოქმედებს ეგრეთ წოდებული „სააბონენტო გადასახადი“, რომლის ოდენობასაც ადგენს თვითონ კონსულტანტი დამოუკიდებლად.

უოლ-სტრიტის გაკვეთილები

რამდენს იღებს ფინანსური კონსულტანტი გაწეული მომსახურების სანაცვლოდ? (რუსეთის მაგალითზე) 

მომსახურების სახე    მინ  მაქს
პირადისაფინანსო გეგმის შედგენა 300 $ 1000 $
საათობრივი კონსულტაცია 40 $ 80 $
პირადი კონსალტინგი (კრედიტებთან, ინვესტიციებთან, საბანკო    და სადაზღვევო საკითხებთან დაკავშირებით) 0.5 % 2 %

 

 

 

პირადი საფინანსო კონსულტანტი

რით შეიძლება გამოგვადგეს ფინანსური კონსულტანტი?

შეუძლია დაგვეხმაროს:

  • პირადი საფინანსო გეგმის შედგენაში
  • ვალების მოკლე დროში გასტუმრებაში
  • ფულის სწორად დაბანდებაში
  • სარეზერვო კაპიტალის ფორმირებაში სამუშაოს დაკარგვის, უეცარი ავადმყოფობისა და მსგავსი სიტუაციებისათვის
  • კრედიტის კარგი ბანკიდან კარგი პირობებით გამოტანაში

 

ბმები:

ბიზნეს-გეგმები , ინვესტიციები , სერვისები ბიზნესისათვის
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები
ტრენირება და დასაქმება

Facebook Comments
Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share this...