პიროტექნიკის საწარმოს ბიზნეს გეგმის მომზადება 577 235 400 , Caumednet@gmail.com
პიროტექნიკის მაღაზიის ბიზნეს გეგმის მომზადება 577 235 400 , Caumednet@gmail.com
პიროტექნიკის დიზაინის ფირმის ბიზნეს გეგმის მომზადება 577 235 400 , Caumednet@gmail.com
პიროტექნიკა ტექნიკის დარგია, რომელიც ამზადებს ასაფეთქებელ და საწვავ ნარევებს, სასიგნალო სინათლეებს, რაკეტებს და სხვ. მასვე მიეკუთვნება ასანთის წარმოება.
მსოფლიოში წლიურად დაახლოებით 3,5-4 მლიარდი დოლარის პიროტექნიკა იყიდება.
საზოგადოდ, პიროტექნიკა გამოიყენება შემდეგ სფეროებში]:
- სამხედრო მიზნებისთვის სასიგნალო რაკეტები, ხმაურის ეფექტის მისაღებად, კვამლის ბომბები);
- მრეწველობაში (სამოქალაქო სასიგნალო მოწყობილობები, პირობოლტები, რკინიგზის პედარტები , აირბალიშები);
- გასართობი მიზნებისთვის (ფეიერვერკი – პედარტები , ბენგალის შუშხუნები , „ხლოპუშკები“ , რაკეტები, შუშხუნა შადრევნები, „სალუტები“ );
- კინოინდუსტრიაში კინოს სპეციალური ეფექტების შექმნა[ ;
- სოფლის მეურნეობაში (გოგირდის ბომბები, სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტები);
- პიროტექნიკაში ასევე შედის ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ასანთი .
პიროტექნიკას ყოფენ 2 ნაწილად : სამოყვარულო და პროფესიული.
მთავარი განსხვავება საყოფაცხოვრებო და პროფესიულ პიროტექნიკას შორის, არის “დაზიანების ზონა”.
პროფესიონალურმა პიროტექნიკამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას აფეთქების ეპიცენტრიდან 50 მეტრზე მეტ მანძილზე. მიღებული სტანდარტების შესაბამისად, ყველა პიროტექნიკა დაყოფილია საშიშროების ხუთ კლასად. პირველი სამი კლასი არის საყოფაცხოვრებო პიროტექნიკა, რომლის რადიუსი 50 მეტრზე ნაკლებია. პიროტექნიკა 50 მეტრზე მეტი დაზიანების რადიუსით ითვლება პროფესიონალურად და მიეკუთვნება საშიშროების კლასებს IV და V.
ჩინეთი მრავალი წლის განმავლობაში არის გასართობი პიროტექნიკის მთავარი მწარმოებელი მსოფლიოში.
ჩინეთს , მსოფლიოში არა ყავს ტოლი ფასი/ხარისხის თანაფარდობით . ჩინურ პროდუქცია წარმატენით იყიდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
საქონლით საერთაშორისო ვაჭრობის ყოველწლიური სტატისტიკის მიხედვით – Trend Economy, ბოლო წლებში ჩინეთი სხვადასხვა ქვეყნებში ყოველწლიურად ახორციელებს 700-800 მილიონი დოლარის ღირებულების პიროტექნიკის ექსპორტს. მთლიანობაში, ჩინეთს შეადგენს მსოფლიოში ფეიერვერკების იმპორტის დაახლოებით 80%-90%, მაგრამ ეს წარმოადგენს ჩინეთის მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 0,03%-ს.
ჩინეთის ექსპორტის თითქმის ნახევარი, 350 მილიონ დოლარზე მეტი, მიდის შეერთებულ შტატებში. ევროკავშირის ქვეყნებს ყოველწლიურად საშუალოდ $330 მილიონის პიროტექნიკა მიეწოდება. ევროპული ქვეყნებიდან ყველაზე მეტს გერმანია ყიდულობს ~ 125 მილიონ დოლარს, ხოლო ნიდერლანდები ~ 40 მილიონ დოლარს.
წელიწადში 1 ადამიანისთვის პიროტექნიკის სავარაუდო მოხმარება (იმპორტისა და ექსპორტის გათვალისწინებით) არის:
აშშ და ნიდერლანდები ~ $1/ადამიანზე. წელიწადში.
გერმანია ~ $0,58;
პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი ~ $0,46;
რუსეთი ~ $0,14
საქართველოში პიროტექნიკის საწარმოს შექმნას აქვს რეალური ბიზნეს პერსპექტივა.
მას შეუძლია მოამარაგოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნები. პერსპექტივა აქვს ევრიკავშირში ექსპორტსაც.