💡 წარმოება ევროკავშირში ექსპორტისათვის კონსულტირება და ბიზნეს გეგმების მომზადება 577 235 400

წარმოება ევროკავშირში ექსპორტისათვის . ბიზნეს გეგმების მომზადება – 577 235 400 , Caumednet@gmail.com .

ჩვენ ვცდილობთ მეწარმეთა და ინვესტორთა ყურადღება მივაპყროთ ბიზნესებს, რომლებსაც ევროკავშირში ექსპორტის შედარებით მაღალი შანსი აქვთ…. ◆  სტატიის ორიგინალი ქართულ ენაზეა . სხვა ენებზე მიეწოდება გუგლის ავტომატიური თარგმანი. ენების გადასართველი საიტის თავშია ◆

ბაყაყების და ლოკოკინების წარმოება ევროკავშირში ექსპორტისათვის

ევროკავშირში საქართველოდან ლოკოკინებისა და ბაყაყის ფეხების ექსპორტი ნებადართულიაკარლ ჰარცელის შეფასება
ამონარიდი „კომერსანტიდან“
2021 წლის დეკემბერში ევროკომისიამ განაახლა რეგულაცია, რომელიც საქართველოს საშუალებას აძლევს, სხვა პროდუქტებთან ერთად, ევროკავშირში ლოკოკინები და ბაყაყის ფეხები გაიტანოს.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ საქართველოში არსებული ლოკოკინის ფერმები მაქსიმალურად ისარგებლებენ ამ ახალი შესაძლებლობით, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ნაწილია.

„ევროკავშირის სურვილია, საქართველომ მაქსიმალურად ისარგებლოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით. ჩვენ დაუღალავად ვმუშაობთ ამ მიზნის მისაღწევად. ბოლო წლებში ექსპორტის გაზრდის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნებოდა როგორც საქართველოდან ევროკავშირში, ისე ევროკავშირიდან საქართველოს მიმართულებით. ასევე, გაუმჯობესდა ქართული პროდუქციის სტანდარტები, რამაც სარგებელი მოიტანა როგორც ქართველი მომხმარებლისთვის, ისე საქართველოდან ექსპორტის საკეთილდღეოდ. დღეს ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ მიუხედავად ჩვენი საერთო მიღწევებისა, მე, როგორც სულსწრაფ ადამიანს, არ შემიძლია, ზოგჯერ არ დავფიქრდე იმაზე, რომ პროგრესი ჯერ კიდევ ლოკოკინის ტემპით მიდის. ამ თემასთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო ის ქართული პროდუქტი, რომელიც სულ ახლახან შევიდა ევროკავშირის ბაზარზე — ლოკოკინა. ევროპის ზოგიერთ ნაწილში მასზე მოთხოვნა მაღალია და ვიმედოვნებ, რომ საქართველოში დღეს არსებულ 50-მდე ლოკოკინის ფერმა ამ ახალი შესაძლებლობით ისარგებლებს“, — აცხადებს ჰარცელი ვიდეომიმართვაში.  იხილე სრულად  >>>

წარმოება ევროკავშირში ექსპორტისათვის : ბაყაყები , ლოკოკინები

Facebook Comments