თესლებისა და სარგავი მასალების საწარმოების ბიზნეს-გეგმები

თესლებისა და სარგავი მასალების საწარმოების ბიზნეს გეგმის მომზადება 577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com 

ჩვენი სერვისები:

ტელეფონზე 577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე :

თესლებისა და სარგავი მასალების საწარმოები

თესლებისა და სარგავი მასალების საწარმოები –  შეიძლება გახდეს საკმაოდ კარგი დამატებითი შემოსავლის წყარო ფერმერულ მეურნეობაში. თუმცა, ზოგიერთი მეწარმე დაკავებულია მხოლოდ იმ სასოფლო-სამეურნეო ბიზნესით, რომელიც მთლიანად დაფუძნებულია თესლების მოყვანის შემდეგ მათ გაყიდვაზე.

უფრო მეტიც, ხშირად მეწარმეები დაკავებულნი არიან ერთდროულად რამდენიმე აგრარული კულტურით. ასეთ მიდგომას აქვს თავისი უპირატესობები:

  • ბაზრის სხვადასხვა სეგმენტების დაკავების შესაძლებლობა
  • მომხმარებლების დიდ ნაწილთან მუშაობა
  • განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – მოსავლის როტაცის გათვალისწინება (ერთსა და იმავე მიწაზე ყოველ წელს არ ხდება ერთი და იგივე მცენარის დათესვა. ასეთი პრაქტიკა ცუდად აისახება ნაყოფიერებაზე, რადგანაც იწვევს ნიადაგის გამოფიტვას).

დამწყებ მეწარმეს აქვს შანსები დაიკავოს თავისი ადგილი ამ ბაზარზე შემდეგი სახეების გამოყენებით:

  • ლობიო, სოიო, მიწის თხილი.
  • ბამბის, სელის, მდოგვის, თალგამურას, სეზამის, მზესუმზირისა და სხვა ზეთოვანი კულტურების თესლები.
  • მარცვლოვანი კულტურები (გარდა ბრინჯისა).
  • შაქარის ჭარხალი და შაქრის ჭარხლის თესლები.
  • ყვავილების მოჭრილი კვირტები და ბუტონები, ყვავილოვანი კულტურების თესლები.

აგრეთვე,  უნდა მიეთითოს – მარცვლოვნებით, დაუმუშავებელი თამბაქოთი, ცხოველებისთვის საჭირო თესლებითა და საკვებით, ყვავილებითა და სხვა მცენარეებით, სასუქებით საბითუმო ვაჭრობის სერვისებიც, რომლებიც ხორციელდება სპეციალიზებულ მაღაზიებში.

საჭიროა განსაზღვროთ, დაკავდება თუ არა საწარმო სელექციითა და ახალი ჯიშების გამოყვანით. ეს მოითხოვს უფრო მეტ ფინანსურ ინვესტიციებს, თუმცა მეწარმეს უხსნის ბევრ პერსპექტიულ გზას.

მცირე საწარმოსთვის საკმარისი იქნება რამდენიმე ჰექტარი მიწა, საშუალოსთვის ათვლა იწყება – ათეული ჰექტარიდან, ხოლო დიდისთვის – ასეულობით, ზოგჯერ კი ათასობით ჰექტარია საჭირო.

თუ ნაკვეთი ნამდვილად დიდია და მიმდინარეობს ფართო მასშტაბის წარმოება – აუცილებელია გადამამუშავებელი ქარხნის გახსნა და საწყობების (ანგარები) აღჭურვა. ეს უკვე აღარ მიეკუთვნება მცირე წარმოებას და რისკებიც გაცილებით მეტია. ამავდროულად საჭიროა ისეთი ნაკვეთის მოძებნა, სადაც შესაძლებელი იქნება მცენარეების მოშენება და ქარხნის გახსნა ერთმანეთთან მაქსიმალურად ახლოს.

რაც შეეხება კულტურას – პირველ რიგში უნდა განისაზღვროს რა მიზნით მოხდება მისი გამოყენება. აქ შეიძლება გამოიყოს პირობითად 2 მიმართულება:

  1. თესლების მოხმარება
  2. თესლების გამოყენება თესლების ფონდის სახით შემდგომი დათესვის მიზნით.

ყველა ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ, შეგიძლიათ დაიწყოთ თქვენი საწარმოო ხაზის ან თუნდაც მხოლოდ ანგარის აღჭურვა (მიღებული თესლების შესანახად).

შემდგომი ეტაპი – მომმარაგებლის ძიება. მუშაობის პირველ წელს მოგიწევთ მიმართოთ სხვა მწარმოებელს. უნდა იყიდოთ საკმაოდ დიდი რაოდენობის თესლები თესლების ფონდის ჩამოსაყალიბებლად. ამის შედეგად, მეწარმეს შეეძლება დამოუკიდებლად გაამრავლოს თესლები.

ბმები:

საინვესტიციო სივრცის სიახლეები
წარმატებული ბიზნეს გეგმები
ბიზნეს გეგმების სოციალურ ქსელებში
ბიზნეს-გეგმები , ინვესტიციები , სერვისები ბიზნესისათვის
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები
ტრენირება და დასაქმება

წყარო: https://www.openbusiness.ru/biz/business/kak-otkryt-biznes-po-proizvodstvu-semyan/

Facebook Comments
Share on Facebook
Facebook
Share this...