ბიზნეს გეგმა -თა მომზადება ქალთა ბიზნესისთვის

ბიზნეს გეგმა -თა მომზადება ქალთა ბიზნესისთვის, ღირებულების 50 % ფასდაკლებით. შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე:

  • ბიზნესის მომგებიანი მიმართულების არჩევა, ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება
  • ინფორმაცია საგრანტო კონკურესების შესახებ, მათ შორის- ქალთა ბიზნესის სფეროში
  • საგრანტო განაცხადების შევსება
  • საგრანტო, სალიზინგო, შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისთვის ბიზნეს-გეგმების მომზადება
  • მარკეტინგული კვლევების ჩატარება, ასევე  – წარმოების ტექნოლოგიური გეგმის მომზადება.

  ☎ 577 235 400; სკაიპი: medgeo.net; ელფოსტა Caumednet@gmail.com 


ქალი და ბიზნესი
ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და მათი ჩართულობის გაზრდა ბიზნეს საქმიანობაში გასული და მიმდინარე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გლობალური პრიორიტეტია.

ბიზნეს გეგმა -თა მომზადება ქალთა ბიზნესისთვის

ქალ მეწარმეებს შეაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

გაერთიანებული ერების ეკონომიკური და სოციალური საბჭოს და სხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაციების მიერ აღიარებულია, რომ რეალური პროგრესი ვერ მიიღწევა, თუ ქალი და კაცი თანაბრად არ მონაწილეობენ ეკონომიკურ პროცესებში. ამასთან, კვლევების მიხედვით, ქალების მფლობელობაში არსებულ და მათ მიერ მართულ ბიზნესებს უფრო მაღალი საინვესტიციო უკუგების მაჩვენებელი აქვს, ვიდრე საპირისპირო სქესის მფლობელობაში არსებულ ბიზნესებს.

ზოგადად, ქალებს უფრო მეტად შეუძლიათ საკუთარი განათლების, შემოსავლების და რესურსების გაზიარება საზოგადოებისთვის, ვიდრე კაცებს.
შესაბამისად, ქალთა სამეწარმეო საქმიანობაში ინვესტირება არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი სხვადასხვა ქვეყნებში.

დღეს საქართველოში და მსოფლიოში სულ უფრო აქტუალური ხდება ქალთა სამეწარმეო მხარდაჭერა შემდეგი ძირითადი მიზნით:

  • ქალთა ხელმისაწვდომობის გაზრდა ფინანსებზე, კაპიტალზე და ქონების ფლობის დისკრიმინაციული ფორმების აღმოფხვრა
  • ქალი მეწარმეებისთვის მენტორინგის შესაძლებლობის მიწოდება – ხშირად ქალ მეწარმეებს განსხვავებით კაცებისგან არ ჰყავთ კვალიფიციური მენტორი/მრჩეველი, რომელიც დაეხმარება ბიზნესის წარმართვასა და განვითარებაში
  • ქალთა სამეწარმეო და ზოგადად განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა – ამასთან მნიშვნელოვანია საკუთარი შესაძლებლობების და უნარების რწმენის განვითარება.

გრანტები

გრანტი – არის უპროცენტო მიზნობრივი დაფინანსება, რომლის მოსაპოვებლად ცხადდება კონკურსი და მონაწილეობის პირობები. გრანტის თანხის დაბრუნება არ ხდება. გრანტით მიღებული შემოსავლები მიემართება კონკრეტული ხარჯების დასაფინანსებლად.

გრანტების ტიპები

არსებობს ფულადი და სასაქონლო გრანტები.

გრანტები შეიძლება დაიყოს მიღების წყაროების მიხედვით:

  • სხვა ქვეყნის მთავრობიდან მიღებული გრანტები
  • საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტები
  • სხვა საგარეო არასახელმწიფოებრივი წყაროებიდან მიღებული გრანტები
  • სახელმწიფო მმართველობის სხვა დონეების ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტები
  • სხვა არაკლასიფიცირებული გრანტები.

გრანტზე წარსადგენი დოკუმენტები:

  • ბიზნეს გეგმა
  • ხელშეკრულება გრანტის მიმღებსა და გრანტის გამცემს შორის
  • რეკომენდაცია
  • ხელშეკრულებები ბიზნეს-პარტნიორებთან (ასეთის საჭიროების შემთხვევაში).

გამოყენებული მასალები

http://www.economists.ge/storage/uploads/publication/141017044130a87b.pdf

ბმები:

ბიზნეს-გეგმები , ინვესტიციები , სერვისებიბიზნესისათვის
ბიზნეს გეგმა -თა მომზადება და კონსულტაციები

Share on Facebook
Facebook
Share this...