ბიზნეს გეგმის პრეზენტაციის მომზადება და კონსულტაციები 577 235 400 , სკაიპი- medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com
იმისათვის, რომ პრეზენტაციას მყარი საფუძველი ჰქონდეს, პირველ რიგში ჩაატარეთ ყველა გამოთვლა და პრეზენტაციაში ჩართეთ მხოლოდ შემოწმებული, ბოლომდე გააზრებული, უტყუარი ინფორმაცია.
გამოცდილი მსმენელი უცებ დაიჭერს უზუსტობებს და შეექმნება უარყოფითი შეხედულება
ჩვენი სერვისები:
ტელეფონზე 577 235 400 , სკაიპი- medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე :
- თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება.
● ინფორმაციების მოწოდება საგრანტო კონკურესების გამოცხადების შესახებ
● საგრანტო განაცხადების შევსება, აპლიკაციების შევსება ნებისმიერ ენაზე
● საგრანტო, ლიზინგის , შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება , მათ შორის- ინოვაციური ბიზნეს გეგმების მომზადება.
● მარკეტინგული კვლევების ჩატარება საქართველოსა და უცხოეთში
● ინვესტორთა ძიების პროცესში საკონსულტაციო და საინფორმაციო თანხლება
● საქონლის ,მომსახურებების, საინვესტიციო და სხვა კომერციული წინადადებებისა და შეთავაზებების მომზადება
● დიდ მოქმედ საწარმოებს და სასოფლო-სამეურნეო კომპლექსებს ვთავაზობთ აუთსორსინგულ მომსახურებებს ფანდრაიზინგის სფეროში
რამდენიმე რჩევა – ბიზნეს გეგმის პრეზენტაციის მომზადება
პრეზენტაციის თემაზე წინასწარ ჩაატარეთ კვლევა
სრულფასოვანი პრეზენტაციისთვს აუცილებელია თემის წინასწარ კარგად დამუშავება.
პრეზენტატორმა უნდა იცოდეს რის შესახებ საუბრობს.
არ არის აუცილებელი, გახდე ექსპერტი ან წაიკითხო ყველა წიგნი ამ თემაზე, მაგრამ უნდა შეგეძლოს უპასუხო დამატებით კითხვებს, რომელსაც პრეზენტაციის გარშემო დაგისვამენ. დარწმუნდი, რომ გამოყენებული წყაროები სანდოა.
თუ პრეზენტაციაში მოყვანილი ფაქტი არ დადასტურდა, ეს შენ თვითდაჯერებულობას აუცილებლად შეარყევს. ბოლომდე ნუ ენდობი ინტერნეტს და ფაქტები რამდენიმე წყაროსთან გადაამოწმე.
პრეზენტაციამდე აუცილებლად გაიარე რეპეტიცია
პრეზენტაციის პროცესში გამომსვლელს აუცილებლად შეატყობთ, აქვს თუ არა მას წინასწარ ნავარჯიშები საბოლოო პრეზენტაციამდე.
პრეზენტაციამდე აუცილებლად იმუშავეთ იმაზე, თუ რას და როგორ იტყვით გამოსვლის დროს.
წარუდგინეთ თქვენი პრეზენტაცია ოჯახის წევრებს ან მეგობრებს.
ამის შემდეგ კი აუცილებლად სთხოვეთ მათ რომ შეგაფასონ. ასევე გამოცდილი და ერთ-ერთი ეფექტური ხერხია სარკის წინ ვარჯიში.
იყავით კრიტიკული და მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ
გააკრიტიკეთ თქვენივე გამოსვლა.
იმუშავეთ იმ დეტალზე, რაზეც ფიქრობთ, რომ უკეთeსად გამოგივათ.
შედეგად კი საბოლოო პრეზენტაციის ჩატარების დროს, თავს უფრო დარწმუნებულად იგრძნობთ.
გახადეთ პრეზენტაცია მაქსიმალურად ინტერაქტიული და კრეატიული
ამისათვის შეიტანეთ პრეზენტაციაში სახალისო ფაქტები, ცნობილი გამონათქვამები, დაუსვით კითხვები აუდიტორიას და გაამდიდრეთ პრეზენტაცია სხვა ინტერაქციული აქტივობებით.
მოინიშნეთ ბარათზე ძირითადი თემები და საკითხები
ნუ დაიჭერთ პრეზენტაციის დროს ფურცლებს ხელში.
ბარათზე მოინიშნეთ პრეზენტაციის ძირითადი თემები, დეტალების გარეშე.
ძირითადი საკვანძო სიტყვების ჩანიშვნა დაგეხმარებათ, მარტივად გაიხსენოთ ის, თუ რის თქმას აპირებთ პრეზენტაციაში.
გაიღიმე პრეზენტაციის მიმდინარეობისას
იყავი ბედნიერი, რადგან აუდიტორიას უნდა წარუდგინო საკითხები, რაც მათ არ იციან.
კვლევები ადასტურებს, რომ ღიმილი გადამდებია.
თუ გსურს რომ პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიაროს – გაიღიმე.
იქონიე მხედველობითი კონტაქტი აუდიტორიასთან
არაფერია იმაზე მოსაწყენი, ვიდრე პრეზენტატორის მოსმენა, რომელიც სადღაც სხვაგან იყურება.
მოდუნდი და იქონიე მხედველობითი კონტაქტი აუდიტორიასთან.
რა თქმა უნდა, დიდ აუდიტორიაში თითოეულ მათგანს თვალებში ვერ უყურებ, ამისათვის საკოორდინაციოდ უნდა აიღო სამი წერტილი, უკიდურესი მარჯვენა, მარცხენა და შუა წერტილები, რომლებსაც ეტაპობრივად უნდა შეხედო.
ასე შექმნი შთაბეჭდილებას, რომ ყველა მსმენელს უყურებ.
აკონტროლე ხმა და ტონალობა
შენი მიზანია დააინტერესო აუდიტორია და არა დააძინო.
ამიტომ აკონტროლე ხმა და ეცადე თემა საინტერესოდ გადმოსცე.
შეგიძლია გამოიყენო ხელის მოძრაობა საუბართან შესაბამისად. ეს ამასთან დაფარავს შენს ნერვიულობასაც.
პრეზენტაციის დასასრულს გააკეთე დასკვნა
პრეზენტაციის დასკვნითი ნაწილი აუდიტორიაზე საბოლოო შთაბეჭდილებას ტოვებს.
შესაძლოა ეს იყოს შეჯამება, ან კრეატიული დასასრული.
ან სულაც დასვი რიტორიკული კითხვა, რაც აუდიტორიას შენ პრეზენტაციაზე ფიქრს გააგრძელებინებს.
დაუბრუნდი კუთვნილ ადგილს გაღიმებული
არ ინერვიულო, თუ აპლოდისმენტებს ვერ დაიმსახურებ.
იფიქრე იმაზე, რომ პრეზენტაცია დასრულდა და შენ შეძელი ის, რაც შეიძლება სხვამ ვერასოდეს შეძლოს.
პრეზენტაციამდე, პრეზენტაციის დროს და მისი დასრულების შემდეგაც იფიქრე წარმატებულ პრეზენტაციაზე და არ მისცე თავს იმის საშუალება, რომ ცუდ პრეზენტაციაზე დაგაფიქროს. გააკეთე შენი შესაძლებლობის მაქსიმუმი და იყავი თავდაჯერებული.
ბმები:
ბიზნეს-გეგმები , ინვესტიციები , სერვისები ბიზნესისათვის
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები