ერთი სარკმელი ბიზნესის ყველა მომსახურებისათვის

ერთი სარკმელი ბიზნესის ყველა მომსახურებისათვის თანამედროვე ფორმაა. იგი სახელმწიფო მომსახურების სისტემებში კარგა ხანია დაინერგა. თანდათან ინერგება კომერციულ სექტორშიც.


მეწარმეთა მომსახურებები ერთი სარკმლის პრინციპით Caumednet@gmail.com, skype- medgeo.net 

➤    მეწარმეებს, საწარმოებს მრავალი სახის მომსახურება ჭირდებათ. მაგალითად:
➤    მარკეტინგული მომსახურებები;
➤    გაყიდვებში მხარდაჭერა;
➤    ბიზნეს-გეგმების მომზადება;
➤    ბუღალტრული მომსახურება;
➤    აუდიტორული მომსახურება;
➤    საგადასახადო მომსახურება;
➤    კრედიტები
➤    ინვესტიციები;
➤    რეკლამა
➤    IT;
➤    იურიდიული მომსახურება;
➤    ექსპერტიზა;
➤    არბიტრაჟები და  სხვა მრავალი.


ერთი სარკმელი ბიზნესის ყველა მომსახურებისათვის,  გულისხმობს, რომ ყველა ამ მომსახურებას მეწარმე ერთი სტრუქტურიდან იღებს.

გასაგებია, რომ ამგვარი მომსახურებების უკან, სინამდვილეში მრავალი სპეციალიზებული ორგანიზაცია დგას, მაგრამ მეწარმეს კონტაქტი მხოლოდ „ერთ სარკმელთან“ აქვს.
Caumednet@gmail.com, skype – medgeo.net


ერთი ფანჯარა

ერთი ფანჯარა – ეს არის ტერმინი, რომელიც აღნიშნავს მოქალაქეებისთვის და ბიზნესისთვის მომსახურების წარდგენის ტექნოლოგიას. ტექნოლოგიას „ერთი ფანაჯარა“ აქვს მიზანი, რომ შეამციროს მოქალაქეებისა და ბიზნესის ურთიერთობის დრო და ახასიათებს ის, რომ ნებისმიერი მომსახურების გაწევა კონცენტრირდება ერთ ადგილას (დაწყებული განცხადების შევსებიდან აღმასრულებელი ან სხვა ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგების გაცემამდე).

ამ ტექნოლოგიის მნიშვნელოვან შემადგენელს წარმოადგენს იმ დოკუმენტების რაოდენობის მინიმიზაცია, რომელიც უნდა წარმოადგინოს განმცხადებელმა ადმინისტრაციულ ორგანოში გადაწყვეტილების მისაღებად. ეს მიიღწევა უწყებათაშორისი ეფექტური ურთიერთქმედების განვითარებული ინფრასტრუქტურის შენებით, როგორც ძალაუფლების ერთ დონეზე (ჰორიზონტალურად), ასევე დონეთაშორისი ურთიერთქმედების (ვერტიკალურად).  როგორც წესი, სახელმწიფო მომსახურების წარდგენისას აუცილებელია ინფორმაცია სხვადასხვა ორგანოებიდან (ძალაუფლების სხვადასხვა დონის ჩათვლით).

„ერთი ფანჯრის“ ტექნოლოგიის გამოყენების დროს განმცხადებლისთვის დაფარულია უწყებათაშორისი ინფორმაციის გაცვლის პროცესი; განმცხადებელი აღარ წარმოადგენს კურიერს, რომელსაც თავის შესახებ ინფორმაცია გადააქვს ერთი დეპარტამენტიდან მეორეში. განმცხადებელი ერთხელ აბარებს საბუთების მინიმალურად აუცილებელ ნაკრებს ერთ ადგილას, ერთი ფორმით, ერთ სამსახურში, ერთ სპეციალისტთან და შემდეგ სამსახური დამოუკიდებლად ახორციელებს შეთანხმებისა და გაფორმების ყველა პროცედურას.

ტექნოლოგია „ერთი ფანჯარა“ ფართოდ ვრცელდება ადმინისტრაციული მმართველობის პრაქტიკაში თანამედროვე საინფორმაციო-კომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენების წყალობით, ვინაიდან დიდი რაოდენობის კურიერების შენახვა არ არის სასარგებლო არც ხელისუფლებისთვის და არც მოქალაქეებისთვის, ხოლო ყველა დონის ყველა ადმინისტრაციული ორგანოს ერთ შენობაში მოთავსება არარეალურია.

❖ ბიზნეს გეგმების მოსამზადებისა და კონსულტაციებისათვის : 577 235 400 , Caumednet@gmail.com, skype- medgeo.net 
❖ იხილეთ აგრეთვე:
—  ბიზნეს-გეგმების დაწერა, კონსულტაციები, მომზადება ბიზნესის ერთი სარკმელი
—  იმპორტ ჩანაცვლებადი ბიზნეს-გეგმები
—  დისტანციური კონსულტაციები იმპორტ ჩანაცვლებადი საგრანტო მიმართულების ასარჩევად  
—  1001 წარმატებული ბიზნეს გეგმა თქვენი ბიზნესისათვის  
—  შეღავათიანი კრედიტების ბიზნეს-გეგმების მომზადება (შედგენა)   
—  ინოვაციური ბიზნეს-გეგმების მომზადება  
—  საგრანტო განაცხადის შევსება
–   იურიდიული პორტალი

.

 

Facebook Comments