შეღავათიანი კრედიტები -სათვის ბიზნეს გეგმის (პროექტის) მომზადება

შეღავათიანი კრედიტები ბიზნესის განვითარებისათვის , სახელმწიფოს მხარდაჭერით, დღეს მრავალი ბანკისაგან გაიცემა. გთავაზობთ კონსულტაციებსა და ბიზნეს-გეგმების მომზადებას ამ სფეროში.
შეღავათიანი კრედიტები -ს მიღების მსურველებს ვთავაზობთ საკრედიტო პროექტის (ბიზნეს გეგმის) მომზადებას .577 235 400, Caumednet@gmail.com, skype-medgeo.net

ბიზნეს გეგმის მომზადება 599 06 91 51ჩვენი სხვა სერვისები:

ტელეფონზე 577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე :

შეღავათიანი კრედიტები -სათვის ბიზნეს გეგმის (პროექტის) მომზადება

საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებები

“კრედო ბანკი“
“იშ ბანკი საქართველო”
“ფინკა ბანკი საქართველო“
„ ტერაბანკი”
„ბაზისბანკი”
„ბანკი ქართუ”
„ვითიბი ბანკი ჯორჯია”
„ზირაათ ბანკი საქართველო”
„თიბისი ბანკი”
„ლიბერთი ბანკი”
„პაშა ბანკი საქართველო”
„პროკრედიტ ბანკი”
„საქართველოს ბანკი”
„სილქ როუდ ბანკი”
„ხალიკ ბანკი საქართველო”

შეღავათიანი კრედიტები -ს   (აგრო) პროექტის შეფასება ფერმერთა საჭიროებებისა და მოთხოვნის ჭრილში

ამონარიდი : https://gfa.org.ge/wp-content/uploads/2018/11/2.pdf
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს 2013 წლის 27 მარტიდან ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო. პროექტის მიზანს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და  ელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით. ასევე ფერმერების
გამსხვილება და კოოპერაციის ხელშეწყობა. პროექტი ორიენტირებულია ისეთი  საწარმოების დაფინანსებაზე, რომლებიც წარმოების პროცესში გამოიყენებენ  ადგილობრივ ნედლეულს და ადგილობრივ შრომით რესურსებს.
პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი  და შენახვა-რეალიზაციის მიმართულების საწარმოები საფინანსო ინსტიტუტებისგან  იღებენ შეღავათიან აგროკრედიტს ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის. 2013  წლიდან 2015 წლის ჩათვლით პროექტის ფარგლებში ფინანსდებოდა პირველადი  წარმოებისთვის საბრუნავი საშუალებები. თუმცა, აღნიშნული კომპონენტი პროექტის ფარგლებში აღარ ფინანსდება და სესხის მოცულობის ქვედა ზღვარმაც 5,000 ლარიდან  20,000 ლარამდე აიწია.

დღესდღეობით, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“ ითვალისწინებს შემდეგ  კომპონენტებს:
 „შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის“;
 „შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის“;
„შეღავათიანი აგროლიზინგი“;
 სახელმწიფო პროექტის „აწარმოე საქართველოში“ აგრონაწილი.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, პროგრამამ შეასრულა კატალიზატორის როლი აგრობიზნესის დაკრედიტების კუთხით. პროგრამის ამოქმედებიდან (2013წ) დღემდე სოფლის მეურნეობის მიმართულებით ქვეყნის მასშტაბით გაცემული სესხების რაოდენობა 120%-ით გაიზარდა. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 2013 წლიდან სააგენტოს მხრიდან პროცენტის თანადაფინანსება მოხდა 26,806 სესხის შემთხვევაში. პროექტით ისარგებლა 16,756-მა ბენეფიციარმა. აღსანიშნავია, რომ ბენეფიციარები სარგებლობდნენ პროექტის რამდენიმე კომპონენტით ან სესხით სხვადასხვა ვალუტაში. სესხების 92.3% გაცემულია ლარში, ხოლო დანარჩენი – 2,052 სესხი არის გაცემული დოლარში.

შეღავათიანი კრედიტები  (აგრო) ძირითადი საშუალებებისთვის . ამონარიდი http://rda.gov.ge/projects/read/agro_credit/8:child

1.შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის“ კომპონენტი ითვალისწინებს საფინანსო ინსტიტუტების მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელი და გადამამუშავებელი/შემნახველი საწარმოებისთვის ძირითადი საშუალებებისთვის გამოყოფილ სესხებზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთების თანადაფინანსებას და მეორად უზრუნველყოფას სააგენტოს მიერ.
2.სააგენტო უზრუნველყოფს სესხის მომსახურებისთვის გადასახდელი საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას ბენეფიციართან თანადაფინანსების შეთანხმების საფუძველზე.
იხ: მიზნობრივი თანადაფინანსების შეთანხმება სააგენტოსკომერციულ ბანკსა და მსესხებელს შორის (ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის)
3. პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სააგენტო ახორციელებს სესხების მონიტორინგს და შესაბამის რეაგირებას ახდენს დარღვევებზე.
4. ძირითადი საშულებების კომპონენტში შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგ პირებს:
4.1.საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი −  20 000 ლარიდან 75 000 ლარამდე სესხების შემთხვევაში;
4.2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე;
4.3.საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა).

5. პროექტის ფარგლებში ძირითადი საშუალებებისთვის სესხი გაიცემა ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნის, არსებული საწარმოების გაფართოების, მოდერნიზაციის ან/და არსებულ საწარმოებში სარემონტო სამუშაოების დასაფინანსებლად, შემდეგი მიზნობრიობ(ებ)ით:
    5.1. გადამამუშავებელი საწარმოები: ( შეღავათიანი კრედიტები) 

5.1.1. ხორცის, თევზისა და რძის გადამუშავება;
5.1.2. ალკოჰოლური სასმელების წარმოება;
5.1.3. ჩაის წარმოება და/ან დაფასოება;
5.1.4. ხილის, ბოსტნეულისა და კენკროვნების გადამუშავება;
5.1.5. კაკლისა და თხილის გადამუშავება;
5.1.6. მატყლის, ტყავისა და ბეწვეულის წარმოება;
5.1.7. მცენარეული ცხიმებისა (ზეთის, მარგარინის, ერბოს) და ხალვის წარმოება;
5.1.8. ეთერზეთებისა და სუნელების წარმოება;
5.1.9. სასაკლაოს მოწყობა;
5.1.10.მეფუტკრეობის პროდუქციის გადამუშავება
5.1.11. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველების, ფრინველებისა და თევზების საკვების  წარმოება;
5.1.12. ორგანული სასუქის წარმოება;
5.1.13 მაკარონის ნაწარმის წარმოება.

   5.2. ინფრასტრუქტურული საწარმოები:

5.2.1. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი საწყობები;
5.2.2. მარცვლეულის საშრობები;
5.2.3. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაფუთი მასალების წარმოება, გარდა ქაღალდის შესაფუთი მასალის წარმოებისა;
5.2.4. ალკოჰოლური სასმელებისთვის მუხის კასრების წარმოება;
5.2.5. ქვევრების წარმოება ღვინისთვის;

5.3. პირველადი სასოფლოსამეურნეო საწარმოები:

5.3.1. მეცხოველეობის ფერმა (მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის შემთხვევაში, სესხის ( შეღავათიანი კრედიტები) გაცემა უნდა მოხდეს „ფერმის კრიტერიუმების“ დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომელსაც  შეიმუშავებს სააგენტო სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად და რომელიც განთავსდება სააგენტოს ვებგვერდზე http://rda.ge/rules);
5.3.2. მეფრინველეობის ფერმა
5.3.3. ფრინველის საჩეკი მეურნეობა;
5.3.4. ძვირფასბეწვიანი ცხოველების ფერმა;
5.3.5. სათბურები და სხვა დახურული გრუნტის წარმოება;
5.3.6. თევზის წარმოება;
5.3.7. მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოება (გარდა ფუტკრის ოჯახების და სკების შეძენისა);
5.3.8  უხერხემლო მუცელფეხებიანი ცხოველების წარმოება.

6. შესაძლებელია დაფინანსდეს შემდეგი სახის სასოფლო-სამეურნეო მიმართულების საქმიანობა ( შეღავათიანი კრედიტები) :

6.1. არსებული შენობების, სათბურების, თევზის ავზებისა და ტბორების მოწყობა, რემონტი;
6.2. ახალი შენობების, სათბურების, თევზის ავზების და ტბორების აშენება, მოწყობა, რემონტი;
6.3. ტექნოლოგიური ხაზების, კლიმატის შემქმნელი ტექნიკისა და აპარატურის, გაყინვის დანადგარების, დენის გენერატორის, საწველი აპარატურის, საკვების მოსამზადებელი დანადგარებისა და სხვა შეძენა, მონტაჟი, რემონტი;
6.4. შესანახი კამერების, სტელაჟების, ცისტერნების და შენახვის სხვა ტექნოლოგიური აღჭურვილობების შეძენა, მონტაჟი, რემონტი;
6.5. წყლის ჭაბურღილის მოწყობა, წყლის, ელ. ენერგიისა და ბუნებრივი აირის მოწოდების წყაროებზე და კანალიზაციაზე მიერთება, განახლებადი ენერგიის წყაროების შეძენა, მონტაჟი, მოწყობა;
6.6. შემდეგი შესაფუთი მასალების წარმოება:
        6.6.1. ბოსტნეულის, ხილისა და კენკრის შესანახი და გადასაადგილებელი ხის და პლასტმასის ყუთები;
        6.6.2. ალკოჰოლური სასმელების ჩამოსასხმელი მინისა და თიხის ბოთლები, საცობები;
        6.6.3. საკონსერვო და გადამამუშავებელი საწარმოების პროდუქციისთვის მინის, თუნუქის და პლასტმასის ტარა, ხუფები;
6.7. საწარმოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სპეც-ტექნიკისა და მისაბმელების (მტვირთავის, ნაკელის გამტანის, საკვების შემრევ-მიმწოდებლისა და სხვა) შეძენა, რემონტი;
6.8. მხოლოდ დადგენილი ჯიშების მერძეული/მეხორცული ან/და კომბინირებული (მერძეულ/მეხორცული) მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის – სანაშენე დეკეულის ან/და მაკე უშობელი ფურების შეძენა, როგორც იმპორტის გზით, ასევე ადგილობრივ ბაზარზე (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშების ჩამონათვალს და შესყიდვის წესს გასაზღვრავს სააგენტო სსიპ “სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან” ერთად, რომელიც განთავსდება სააგენტოს ვებგვერდზე http://rda.ge/rules). მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საქართველოში შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ განსაზღვრული სანაშენე მეურნეობებიდან. სანაშენე მეურნეობების სიას განსაზღვრავს სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი;
6.9. ფრინველის, კურდღლის, ბოცვრის, თევზის, თხის და ღორის შეძენა;

6.10. არსებული მრავალწლოვანი კულტურების ბაღების ზვრების, პლანტაციების რემონტი/აღდგენა, კერძოდ:

        6.10.1. ვაზის საღვინე, საქიშმიშე და სუფრის ჯიშები (გარდა რქაწითელის ჯიშის ვაზის);
        6.10.2. ხილის კურკოვანი და თესლოვანი ჯიშები;
        6.10.3. კაკლოვანი კულტურები;
        6.10.4. კენკროვანი კულტურები;
        6.10.5. ციტრუსოვნები და სხვა სუბტროპიკული კულტურები;
        6.10.6. ჩაი, დაფნა და სხვა ტექნიკური კულტურები;
        6.10.7. მრავალწლოვანი ყვავილები;
        6.10.8. მერქნის მომცემი და სწრაფად მზარდი მცენარეების სახეობები;
        6.11. საჩითილეებისა და სანერგეების მოწყობა (გარდა რქაწითელის ჯიშის ვაზის);
        6.12. სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწყობა (გარდა რქაწითელის ჯიშის ვაზისთვის);
        6.13. მრავალწლიანი ნარგავების საყრდენი სისტემების (მავთული, ბოძები) და დამცავი ბადეების რემონტი, მოწყობა (გარდა რქაწითელის ჯიშის ვაზისთვის);
        6.14. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტისთვის ღობის რემონტი, მოწყობა (ბოძები, მავთული, ეკალ-მავთული, მავთულის ბადე, ელექტრო ღობე) (გარდა რქაწითელის ჯიშის ვაზისთვის);
        6.15. მეცხოველეობისათვისა და მემცენარეობისთვის სხვადასხვა სახის ინვენტარის შეძენა.
        6.16. აუდიტორული დასკვნის საფასური, არაუმეტეს სესხის ( შეღავათიანი კრედიტები ) მოცულობის 1%-სა, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარისა.

7. დაუშვებელია დაფინანსდეს შემდეგი სახის საქმიანობა ( შეღავათიანი კრედიტები -ს ფარგლებში ) :

7.1. მიწის შეძენა;
7.2. არსებული სასოფლო-სამეურნეო შენობა-ნაგებობების, სათბურების და სხვა შეძენა;
7.3. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის (ტრაქტორის, კომბაინისა და სხვა), ასევე იმპლემენტების (გუთნის, ფარცხის, სათესის, სასუქის შემტანისა და სხვა) რემონტი;
7.4. სატრანსპორტო (გარდა სპეცტექნიკისა და მისაბმელებისა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და იმპლემენტისა), მფრინავი და მცურავი საშუალებების შესყიდვა, რემონტი;
7.5. მხოლოდ საოფისე ფართის მშენებლობა, რემონტი, აღჭურვა;
7.6. სასოფლო-სამეურნეო საწარმოს წილ(ებ)ის შეძენა.

სხვა პირობები შეღავათიანი კრედიტი-სათვის 

8. შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალების კომპონენტის ფარგლებში ასევე შესაძლებელია დაფინანსდეს თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოები.
9. თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოებისთვის შეღავათიანი აგროკრედიტების (მათ შორის, პარალელური სესხების) მოცულობები, დაფინანსების პროპორციები, მიზნობრიობა (მათ შორის, ისეთი მიზნობრიობა, რომელიც ამ მუხლით აკრძალულია ან არ არის განსაზღვრული) და ტრანშების გაცემის ვადები განისაზღვრება თანადაფინანსების პროექტით.
10. ძირითადი საშუალებებისთვის შეღავათიანი აგროკრედიტით დაფინანსდებიან საწარმოები, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან ადგილობრივი ნედლეულის გადამუშავებაზე და გამოიყენებენ ადგილობრივ შრომით რესურსებს. დაუშვებელია იმ პროექტების დაფინანსება, რომლებიც გათვლილია მხოლოდ იმპორტირებული ნედლეულის გადამუშავებაზე და არაადგილობრივი შრომითი რესურსების გამოყენებაზე.
11. დასაშვებია სესხის ( შეღავათიანი კრედიტი )რესტრუქტურიზაცია, თუ რესტრუქტურიზაციის შედეგად სააგენტოს თანადაფინანსების ჯამური თანხა არ აღემატება სესხის რესტრუქტურიზაციის თარიღისათვის გრაფიკით გათვალისწინებულ დარჩენილ თანადაფინანსების ჯამურ თანხას.
12. დასაშვებია კომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის ( შეღავათიანი კრედიტი ) რეფინანსირება თუ:
         ა) სესხი გაცემულია 2017 წლის 15 თებერვლამდე და გაიცა მე-5 და მე-6 პუნქტებში მითითებული მიზნობრიობებით;
         ბ) სესხი გაიცა 2017 წლის 15 თებერვლის შემდგომ და სესხის რეფინანსირების თარიღისთვის ახალი სესხის თანხა არ აღემატება თავდაპირველი სესხის ნარჩენ ძირითად თანხას. ამასთან, ასეთი სესხის რეფინანსირება
დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეფინანსირების შედეგად არ იზრდება თავდაპირველი სესხისთვის განკუთვნილი თანადაფინასების დარჩენილი ვადა და სააგენტოს დარჩენილი გადასახდელი
ვთანადაფინანსების ჯამური მოცულობა.
13. დასაშვებია ინდივიდუალური მეწარმის მიერ იმ სესხის რეფინანსირება, რომელიც აღებული იყო ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციამდე.
14. დასაშვებია პარალელური სესხების გაცემა, თუ პარალელური სესხების ჯამი არ აღემატება შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებებისთვის კომპონენტში ერთ ბენეფიციარზე განსაზღვრული სესხის მაქსიმალურ ლიმიტს და თითოეული პარალელური სესხის თანხა არ არის მინიმალურ სალიმიტო თანხაზე ნაკლები.
15. შეღავათიანი აგროკრედიტის თანხა ძირითადი საშუალებებისთვის განისაზღვრება20 000ლარიდან 1 500 000 ლარის ჩათვლით. სესხის ვადის განსაზღვრა ხდება ბენეფიციარისა და კრედიტის გამცემი საფინანსო ინსტიტუტის შეთანხმების საფუძველზე.
16. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი დგინდება მისი მოცულობიდან გამომდინარე. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა იყოს ფიქსირებული ან მცურავი:

16.1. ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, საკრედიტო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები:
სესხის მოცულობა საპროცენტო განაკვეთი
20 000 ლარიდან 150 000 ლარის ჩათვლით არაუმეტეს 18%-სა
150 001 ლარიდან 600 000 ლარის ჩათვლით არაუმეტეს 17%-სა
600 001 ლარიდან 1 500 000 ლარის ჩათვლით არაუმეტეს 16%-სა

სესხის მოცულობასაპროცენტო განაკვეთი 20 000 ლარიდან 150 000 ლარის ჩათვლით არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 8%150 001 ლარიდან 600 000 ლარის ჩათვლითარაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 7%600 001 ლარიდან 1 500 000 ლარის ჩათვლითარაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 6%
16.2. მცურავი (ცვლადი) საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები:

17. სააგენტოს მონაწილეობა:

17.1. სააგენტოს მიერ არა უმეტეს 48 თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება მოხდება მსესხებლის მიერ გადახდილი თანხის პარალელურად (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სესხის ძირითადი თანხის წლიური 11%-ის ოდენობით, სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან არა უმეტეს 50 თვის განმავლობაში.
17.2. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული მიზნობრიობების ფარგლებში გაცემული ყოველი ახალი (არარეფინანსირებული/არარესტრუქტურიზებული) სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არა უმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა მოხდება სააგენტოს მიერ სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 50 თვის განმავლობაში იმ შემთხვევაში, თუ სესხის პირველად უზრუნველყოფას წარმოადგენს მხოლოდ ის ქონება, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ ფინანსდება სესხის თანხით. მეორადი უზრუნველყოფა საფინანსო ინსტიტუტზე გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის მიერ საკუთარი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო საფინანსო ინსტიტუტი მოახდენს პირველადი უზრუნველყოფის რეალიზაციას და შედეგად ვერ ამოიღებს ნარჩენი ძირითადი თანხის 100%-ს. სააგენტო უზრუნველყოფს სხვაობის შევსებას არაუმეტეს პირველადი უზრუნველყოფის რეალიზაციამდე არსებული ძირითადი თანხის 50%-ის ოდენობით. მეორადი უზრუნველყოფა საფინანსო ინტიტუტზე არ გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ სესხზე უკვე მოქმედებს, რომელიმე პრორამის/პროექტის საკრედიტოსაგარანტიო მექანიზმი.
18. კრედიტის გაცემისთვის საფინანსო ინსტიტუტის საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს:
        18.1. 50 000 ლარამდე  0.5%-;
        18.2. 50 001 ლარი ან მეტი  0.2%-.
19.სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში, მსესხებელს საფინანსო ინსტიტუტის მიმართ არ წარმოეშობა წინსწრებით დაფარვის საკომისიო/ჯარიმა.
20. გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტი უფლებამოსილია, მხოლოდ გადასახდელ ძირითად თანხაზე დაარიცხოს მსესხებელს ჯარიმა. ჯარიმა არ უნდა აღემატებოდეს ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის0.1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
21. სხვა საფინანსო ინსტიტუტის მიერ სესხის რეფინანსირების შემთხვევაში, იმოქმედებს არა უმეტეს ეროვნული ბანკის მიერ ასეთი შემთხვევებისათვის დაწესებული საკომისიოს განაკვეთი.

22.სესხის დაფარვის გრაფიკის განსაზღვრა ხდება ბენეფიციარისა და კრედიტის გამცემი საფინანსო ინსტიტუტის შეთანხმების საფუძველზე.

23.სააგენტო მონიტორინგს უწევს კომპონენტის ფარგლებში გაცემულ სესხებს პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე. მონიტორინგის განხორციელების დრო და ფორმა განისაზღვრება სააგენტოს მიერ. პროექტით განსაზღვრული პირობების ან/და მიზნობრიობის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს საფინანსო ინსტიტუტებსა და ბენეფიციარებთან დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული და სააგენტოში მოქმედი წესებისა და პროცედურების შესაბამისად.

24.კომპონენტის ან ქვეკომპონენტის ფარგლებში დასაშვებია პარალელური სესხები. სხვადასხვა ვალუტაში მიმდინარე სესხების არსებობის შემთხვევაში, ახალი სესხის დამტკიცების მომენტისათვის ყველა სესხის ჯამური მიმდინარე ნაშთი ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის გათვალისწინებით არ უნდა აღემატებოდეს 1 500 000 ლარს. ამავდროულად კომპონეტის და ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხები ერთმანეთის პარალელურ კრედიტებად არ განიხილება.

25.სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს მონიტორინგი კომპონენტის ფარგლებში გაცემულ სესხებზე პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, მონიტორინგის განხორციელების დრო და ფორმა განისაზღვრება სააგენტოს მიერ. პროექტით განსაზღვრული პირობების ან/და მიზნობრიობის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს საფინანსო ინსტიტუტებსა და ბენეფიციარებთან დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული და სააგენტო

ში მოქმედი წესებისა და პროცედურების შესაბამისად. ამასთან, ბენეფიციარი ვალდებულია სესხის თითოეული ტრანშის მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში უზრუნველყოს ტრანშის სრულად გახარჯვა და გახარჯული თანხის მიზნობრიობის დასადასტურებლად საფინანსო ინსტიტუტში წარადგინოს აუდიტორული დასკვნა (რომელშიც აღწერილი უნდა იყოს დასკვნის მომზადების მეთოდოლოგია). აუდიტორული დასკვნა საფინანსო ინსტიტუტს უნდა წარედგინოს სესხის ან მისი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 7 (შვიდი) თვის განმავლობაში. თუ აღნიშნულ ვადაში, ბენეფიციარმა არ წარადგინა აუდიტორული დასკვნა, სააგენტო შეუჩერებს ბენეფიციარს თანადაფინასებას, ხოლო თუ 12 (თორმეტი) თვის ვადაში არ წარადგინა აუდიტორული დასკვნა სააგენტოს მხრიდან წყდება თანადაფინასება და მეორადი უზრუნველყოფა.

აუდიტორული დასკვნაში მისათითებელი ინფორმაცია 

ბმები

საინვესტიციო სივრცის სიახლეები
წარმატებული ბიზნეს გეგმები
ბიზნეს გეგმების სოციალურ ქსელებში
ბიზნეს-გეგმები , ინვესტიციები , სერვისები ბიზნესისათვის
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები
ტრენირება და დასაქმება

Facebook Comments