💡 ავტოსერვისის ბიზნეს გეგმის მომზადება 577 235 400

ვტოსერვისის ბიზნეს გეგმის მომზადება 577 235 400 , Caumednet@gmail.com
◆  სტატიის ორიგინალი ქართულ ენაზეა. სხვა ენებზე მიეწოდება გუგლის ავტომატიური თარგმანი. ენების გადასართველი საიტის თავშია ◆

ჩვენი სერვისები:

ტელეფონზე 577 235 400, სკაიპი – medgeo.net, ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე:

მოძებნეთ თქვენი ნიშა

ავტოსერვისის სპეციალიზაციის სწორმა არჩევანმა შეიძლება მნიშვნელოვნად განსაზღვროს მთლიანი ბიზნესის წარმატებულობა. მაგალითად: აზრი არ აქვს პატარა ქალაქში ისეთი ავტოცენტრის გახსნას, რომელიც სპეციალიზდება პრემიუმ-კლასის უცხოური მანქანების შეკეთებაზე; შეიძლება ქალაქში ამ დონის რამდენიმე მანქანა მოიძებნებოდეს, თუმცა ეს არ არის ავტოსერვისის სტაბილური მუშაობისთვის საკმარისი გარანტია.

ავტოსერვისის ბიზნეს გეგმა

მოიფიქრეთ მომსახურების ჩამონათვალი, შეადგინეთ თქვენი იდეალური მომხმარებლის პორტრეტი. შეგიძლიათ სამუშაო ხელშეკრულება დადოთ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებთან, ასევე სადაზღვევო კომპანიებთან და შეაკეთოთ მათ მიერ ავარიის შემდეგ გამოგზავნილი მანქანები.

კიდევ ერთი ვარიანტია – ავტოპარკების მომსახურებისთვის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა. თითქმის ყველა სახელმწიფო სამსახურს აქვს თავისი ავტოპარკი, რომელიც შეიძლება შედგებოდეს რამდენიმე ან ასეული ავტომობილისგან.

აგრეთვე, ავტოსერვისს შეუძლია მოემსახუროს მხოლოდ კონკრეტული მარკის ან განსაზღვრული წლის გამოშვების ავტომობილს. მაგალითად: რეტრო-მანქანების სარემონტო ავტოცენტრი არ მიიღებს თანამედროვე მერსედესს; ხელოსანი, რომელიც სპეციალიზდება Volkswagen-ის მარკის შეკეთებაზე, არ დახარჯავს დროს „ჟიგულის“ რემონტისთვის. შერჩეული სამუშაო სეგმენტის შესაბამისად ჩამოყალიბდება სერვისის ფასებიც.

ავტოსერვისის მომსახურებების ვარიანტები მოცემულია ქვემოთ:

  • რეგულარული ტექნიკური მომსახურება (ზეთის, ფილტრის გამოცვლა და სხვა),
  • სახელმწიფო ტექნიკური დათვალიერებისთვის მომზადება,
  • გაყიდვების წინა მომზადება,
  • შეღებვა,
  • ძრავის შეკეთება,
  • ავტოელექტრიკა,
  • გარეცხვა და გასუფთავება,
  • საბურავის მორგება,
  • მანქანის თვლების-შეყრის დიაგნოსტიკა და რეგულირება,

სერვისები მსუბუქი ავტომობილებისათვის,

  • ავტომატურ კოლოფში ზეთის შეცვლა,
  • გამონაბოლქვის ტოკსიკურობის (CO) შემოწმება,
  • დისკების გასწორება,
  • ელ. სისტემის დიაგნოსტირება და შეკეთება,
  • ვულკანიზაცია,
  • თვლების შეყრის გასწორება,
  • მექანიკური გადაცემათა კოლოფის შეკეთება,
  • რეცხვა და სალონის ქიმწმენდა,
  • სავალი ნაწილის შეკეთება,
  • სათუნუქე-სარობოტო (ძარის გეომეტრიის აღდგენითი)  სამუშაოები,
  • სამღებრო სამუშაოები,
  • საწვავი სისტემის დიაგნოსტირება და შეკეთება,
  • ძრავის დიაგნოსტირება და შეკეთება,
  • ძრავში ზეთის შეცვლა,
  • წინა მაშუქების გასწორება სტენდზე,

სერვისები სატვირთო მანქანებისათვის,

  • ავტომობილის რეცხვა,
  • ავტონომიური გამათბობლების რემონტი (Eberspacher, Webasto),
  • გადაცემათა კოლოფის და წამყვანი ხიდების რემონტი,
  • ელ. სისტემების დიაგნოსტირება, რემონტი,
  • ვულკანიზაცია;,
  • თვლების შეყრის გასწორება,
  • კონდიციონერების სერვისი,
  • მაღალი წნევის ჰიდრავლიკური მილების დამზადება,
  • მიმდინარე სერვისების ჩატარება,
  • მობილური სერვისი – საველე პირობებში და ობიექტებზე მომსახურების ჩასატარებლად,
  • მუხრუჭების შემოწმება სამუხრუჭე სტენდზე,
  • პნევმო სისტემების (სამუხრუჭე და დაკიდების) რემონტი,
  • სავალი ნაწილის რემონტი,
  • სამაცივრე აგრეგატების რემონტი,
  • საწვავი სისტემების დიაგნოსტირება და რემონტი,
  • ძრავის რემონტი,
  • ჰიდრავლიკური სისტემების რემონტი,

ავტოსერვისის ბიზნეს გეგმა – დღეისათვის ხელმისაწვდომია ავტოსერვისის სხვადასხვა ვარიანტების განვითარება:

  • სპეციალიზებული სერვისების ქსელი სხვადასხვა მარკის ავტომობილისთვის, მაგ: ტოიოტა, ფორდი და სხვა;
  • საშუალო და ეკონომ-კლასის ავტომობილების მომსახურების ქსელი;
  • უნივერსალური ავტოსერვისი ნებისმიერი მარკის ავტომობილის შესაკეთებლად.
ბმები სატრანსპორტო კორიდორის ბიზნეს გეგმების ნაწილზე

გზისპირა ინფრასტრუქტურის ბიზნეს გეგმები -ს მომზადება
მობილური კაფეების ბიზნეს გეგმები -ს მომზადება
მოტო და ველო ტრანსპორტის ბიზნეს გეგმები -ს მომზადება
ავტოსერვისის ბიზნეს გეგმის მომზადება

ბმები:

საინვესტიციო სივრცის სიახლეები
წარმატებული ბიზნეს გეგმები
ბიზნეს გეგმების სოციალურ ქსელებში
ბიზნეს-გეგმები , ინვესტიციები , სერვისები ბიზნესისათვის
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები
ტრენირება და დასაქმება

Facebook Comments