პერლიტის საწარმოს ბიზნეს-გეგმა

პერლიტის საწარმოს ბიზნეს-გეგმა 577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com

ჩვენი სერვისები:

ტელეფონზე 577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე :

  • თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება.
    ● ინფორმაციების უწყვეტი მოძიება მოწოდება საგრანტო კონკურესების გამოცხადების შესახებ
    ● საგრანტო განაცხადების შევსება, აპლიკაციების შევსება ნებისმიერ ენაზე
    ● საგრანტო, ლიზინგის , შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება , მათ შორის- ინოვაციური ბიზნეს გეგმების მომზადება.
    ● მარკეტინგული კვლევების ჩატარება საქართველოსა და უცხოეთში
    ● ინვესტორთა ძიების პროცესში საკონსულტაციო და საინფორმაციო თანხლება
    ● საქონლის ,მომსახურებების, საინვესტიციო და სხვა კომერციული წინადადებებისა და შეთავაზებების მომზადება
    ● დიდ მოქმედ საწარმოებს და სასოფლო-სამეურნეო კომპლექსებს ვთავაზობთ აუთსორსინგულ მომსახურებებს ფანდრაიზინგის სფეროში
    ● სპეციალური სერვისები უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისა და მათ შთამომავალთათვის

პერლიტი – ვულკანური მინაა, რომელიც შეიცავს 70-75% სილიციუმის დიოქსიდს და 2-5% წყალს. ბუნებრივ პერლიტში წყლის შემცველობა განსაზღვრავს მის უნიკალურ თვისებებს. სწრაფი გაცხელების შედეგად პერლიტის ქანი აფუვდება და წარმოიქმნება მსუბუქი გრანულირებული პროდუქტი, რომლის განსაკუთრებული თვისებების წყალობით ის გამოიყენება ბევრ სფეროში.

ძირითადი თვისებები:

  • მცირე მოცულობითი წონა
  • მაღალი ჰაერგამტარიანობა
  • წყლის შეკავების გამორჩეული უნარი
  • გამოირჩევა ზეწოლის მიმართ მაღალი მდგრადობით
  • სიცხეგამძლეა (ცეცხლგამძლეობის კლასი A1)
  • მდგრადია ტენიანობის მიმართ
  • თბოიზოლაციური და ხმაგაუმტარია
  • არ ექვემდებარება დაშლას და პარაზიტების ზემოქმედებას
  • ხელმეორედ გამოყენების შესაძლებლობითა და შესაბამისი უტილიზაციით – ეკოლოგიურად სუფთაა

პერლიტის საწარმოს ბიზნეს-გეგმა , გამოყენება:

 მშენებლობა

პერლიტი მის კლასიკურ გამოყენებას ჰპოვებს მშენებლობაში, რომელშიც ხმარობენ გადასახურ კონსტრუქციებში ღრუების ამოსავსებ გამაფხვიერებელ მასალად. თავისუფალი გრანულების ფორმით პერლიტი გამოიყენება თბოიზოლაციისთვის, ხმაგაუმტარიანობისთვისა და წონასწორობის შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, აფუებული პერლიტი მსუბუქი დანამატის სახით შედის თაბაშირის, სამშენებლო ხსნარებისა და იატაკის მოსაჭიმების შემადგენლობაში. მის საფუძველზე მზადდება უამრავი თბოიზოლაციური პროდუქტი (კედლის ბლოკები და საიზოლაციო პანელები).

სოფლის მეურნეობა და მებაღეობა

გრუნტთან ნარევში პერლიტი ახდენს დადებით გავლენას ნიადაგზე, ხელს უშლის მის ზედმეტ დაპრესვას და ამ გზით აუმჯობესებს ჰაერგამტარიანობას და ახდენს ჭარბი ტენიანობის პრევენციას. პერლიტი ხელს უწყობს ფესვოვანი სისტემის თანაბარ გადანაწილებას, იცავს ფესვებს გაყინვისგან და გადახურებისგან. თავისი ფასეულობა პერლიტმა ასევე დაამტკიცა მისი სუფთა სახით გამოყენებით მცენარეების კულტივაციისთვის საჭირო სუბსტრატის როლში.

ფილტრ-პერლიტი ქიმიური, ფარმაცევტული და კვებითი წარმოებისთვის

პერლიტი არის ყველაზე გავრცელებული დამხმარე საშუალება ფილტრაციისთვის, რომელიც აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას. სხვა საფილტრაციო მასალებისგან განსხვავებით, ის არის უსაფრთხო როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ასევე გარემოსთვისაც. ფილტრ-პერლიტს აქვს pH-ის ნეიტრალური მაჩვენებელი (6.5-7.5), ხასიათდება ქიმიური ინერტულობით, ძალიან მდგრადია და პრაქტიკულად უხსნადი. გარდა ამისა, არ აქვს გემო, სუნი და ფერი. დამხმარე გამფილტრავი მასალის სახით მას ფართოდ იყენებენ ვაშლის წვენის კონცენტრატის გასაღიავებლად, ლუდის ხარშვაში, საკვები ზეთისა და სხვადასხვა უალკოჰოლო სასმელების წარმოებაში. პერლიტმა დადებითი ეფექტი აჩვენა გამდინარე წყლების სორბენტის, ქიმიური და ფარმაცევტული პროდუქტების ფილტრატორის ამპლუაშიც.

პერლიტის საწარმოს ბიზნეს-გეგმა

კრიოგენული დანადგარების იზოლაცია

თავისი უნიკალური თვისებების წყალობით, აფუებული პერლიტი გამოიყენება იმ ჭურჭლების საიზოლაციო მასალად, რომლებიც განკუთვნილია უკიდურესად ცივი თხევადი აირების შენახვისა და ტრანსპორტირებისთვის. ამგვარად, პერლიტის გამოყენება გავრცელებულია წყლით გადაადგილებად სფეროში თხევადი აირების ტანკერების იზოლაციისთვის; აგრეთვე, კრიოგენულ ტექნიკაში ჰაერგამანაწილებელი დანადგარების მაცივარი-კამერების შემავსებლებად .

მეტალურგიაში

ფართოდ გამოიყენება თუჯისა და ფოლადის ჩამოსხმაში. ქაღალდის ან პოლიპროპილენის ტომარაში შეხვეულ 5მმ ზომის აფუებული პერლიტს დააგდებენ გასადნობ სარკეზე; ტომარა გამდნარ მეტალთან შეხებისას დნება და იწვება, აფუებული პერლიტის ფხვნილი კი გაიშლება სარკეზე. წარმოქმნილი თბოიზოლაციური ფენა ეწინააღმდეგება გამდნარი მასის სწრაფ გაცივებას. ასეთი მინარევების დროს, მეტალში შემავალი შლაკები გადადიან სარგებლიან ნაწილში და ამით აუმჯობესებენ ძირითადი მეტალის ხარისხს.

ბმები:

ბიზნეს-გეგმები , ინვესტიციები , სერვისები ბიზნესისათვის
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები
ტრენირება და დასაქმება

Facebook Comments
Share on Facebook
Facebook
Share this...