საგრანტო პროექტები -ს მომზადება , საგრანტო აპლიკაციები

საგრანტო პროექტები -ს მომზადება , საგრანტო აპლიკაციების მომზადება 577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com

ჩვენი  სერვისები:

ტელეფონზე 577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე :

  • თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება.
    ● ინფორმაციების მოწოდება საგრანტო კონკურესების გამოცხადების შესახებ
    ● საგრანტო განაცხადების შევსება, აპლიკაციების შევსება ნებისმიერ ენაზე
    ● საგრანტო, ლიზინგის , შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება , მათ შორის- ინოვაციური ბიზნეს გეგმების მომზადება.
    ● მარკეტინგული კვლევების ჩატარება საქართველოსა და უცხოეთში
    ● ინვესტორთა ძიების პროცესში საკონსულტაციო და საინფორმაციო თანხლება
    ● საქონლის ,მომსახურებების, საინვესტიციო და სხვა კომერციული წინადადებებისა და შეთავაზებების მომზადება
    ● დიდ მოქმედ საწარმოებს და სასოფლო-სამეურნეო კომპლექსებს ვთავაზობთ აუთსორსინგულ მომსახურებებს ფანდრაიზინგის სფეროში

საგრანტო პროექტები -ს მომზადება

რა არის გრანტი 

გრანტი (ინგლ. grant — სუბსიდია, დოტაცია, საჩუქარი) — მეორე მხარისადმი უსასყიდლოდ გადაცემული ნებისმიერი ფასეულობა ან ბიუჯეტის შემოსავლების შევსების ერთ-ერთი წყარო, რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას.

რა ფორმით და რისთვის გადაეცემა გრანტები 

გრანტი შეიძლება იყოს უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი ფულადი ან ნატურალური ფორმით გამოხატული სახსრები, რომლებიც გამოიყენება ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განსახორციელებლად.

გრანტის მიღების წყარო , დონორი  

გრანტის მიღების წყარო (დონორი) შეიძლება იყოს მთავრობები, საერთაშორისო ორგანიზაციები, საგარეო არასახელმწიფოებრივი წყაროები და სხვ. გრანტის მიმღები შეიძლება იყოს სახელმწიფო, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, არასამეწარმეო იურიდიული პირი, მოქალაქე.

საქართველო და გრანტები

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (1991) საქართველო სხვადასხვა სახის გრანტს ღებულობს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მთავრობების ან მათი წარმომადგენლობებისგან, რაც აისახება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად მიყენებული ზარალისა და მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის შერბილების მიზნით ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს 2008–2011 წლებისათვის გამოეყო გრანტი 2,0 მლრდ. აშშ დოლარის მოცულობით.

საერთო მხარდაჭერის გრანტები

საქველმოქმედო დახმარება არარენტაბელური ორგანიზაციებისთვის, რათა მხარი დაუჭირონ მათ ძირითად საქმიანობას, უზრუნველყონ მისი მდგრადობა და განვითარება.

გრანტები პროგრამებისთვის ან პროექტებისთვის

საქველმოქმედო დახმარება, რომლის მიზანია კონკრეტული პროექტის ან პროგრამის რეალიზაცია

გრანტები ნაწილობრივი დაფინანსებით

საქველმოქმედო დახმარების სახე, რომელიც გულისხმობს დაფინანსების დამატებითი წყაროების აუცილებელ მოზიდვას (სხვა დონორული ორგანიზაციები ან არარენტაბელური ორგანიზაციების კერძო სახსრები).

კაპიტალური გრანტები

საქველმოქმედო დახმარება, რომელსაც უწევენ არარენტაბელურ ორგანიზაციებს კაპიტალური ხარჯებისთვის (უძრავი ქონების შეძენა, რემონტი, აუცილებელი აღჭურვილობის ყიდვა).

კორპორატიული გრანტები

საქველმოქმედო დახმარება, რომელსაც უწევენ არარენტაბელურ ორგანიზაციებს ბიზნესის სტრუქტურები; ან გრანტები, რომლებიც გულისხმობენ ბიზნესის მიერ პროექტის თანადაფინანსებას.

საწყისი გრანტები

საქველმოქმედო დახმარება, რომელსაც უწევენ არარენტაბელურ ორგანიზაციებს მათი განვითარების საწყის ეტაპზე (როგორც წესი 1 წლამდე) და მისი მიზანია მათი მდგრადობის უზრუნველყოფა და ინსტიტუციონალური განვითარება; ან გრანტები ახალი ორგანიზაციების შესაქმნელად (ახალი მიმართულებები მოქმედი ორგანიზაციის ფარგლებში).

გრანტები ნატურალური ფორმით

საქველმოქმედო დახმარება, რომელსაც უწევენ მატერიალური ფასეულობების სახით და არა ფულადი ფორმით.

პერსპექტიული გრანტები

საქველმოქმედო დახმარება, რომელსაც უწევენ ორგანიზაციას მისი დამფუძნებელი ფონდის ზომის შესაბამისად, მაგრამ უხდიან ნაწილ-ნაწილ (ანაზღაურების წილი შეესაბამება იმ შემოსავლებს, რომელსაც მიიღებდა ორგანიზაცია ერთ წელში, თუ დამფუძნებელთა შენატანი იქნებოდა გაკეთებული ერთხელ).

შუამავალი გრანტები

საქველმოქმედო დახმარება, რომელსაც უწევენ სპონსორებს მისი სახელით სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკის ჩასატარებლად.

მასტიმულირებელი გრანტები

საქველმოქმედო დახმარება, რომელიც შეადგენს აუცილებელი თანხის გარკვეულ პროცენტს და რომლის მიზანია მისი შემდგომი სტიმულირება დონორებისკენ; ან საშუალებები, რომლებსაც გამოყოფენ არაკომერციული ორგანიზაციებისთვის საჭირო საშუალებების შესაგროვებელი კამპანიის ჩასატარებლად.

მიზნობრივი გრანტები

საქველმოქმედო დახმარება, რომელიც გამოიყოფა მიზნობრივად კონკრეტული საქმიანობის განსახორციელებლად.

ბმები:

ბიზნეს-გეგმები , ინვესტიციები , სერვისები ბიზნესისათვის
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები
ტრენირება და დასაქმება

Facebook Comments
Share on Facebook
Facebook
Share this...