რესტორნის ბიზნეს გეგმა / მომზადება და აუტსორსინგი . 577 235 400

რესტორნის ბიზნეს გეგმა / მომზადება და აუტსორსინგი 577 235 400, Caumednet@gmail.com; skype- medgeo.net

რესტორნის ბიზნეს გეგმა -ს დღეს ბევრი ბიზნესმენი ითხოვს. ერთის მხრივ სწორია მოსაზრება, რომ “ყველა რესტორანი მუშაობს”. მეორეს მხრივ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა რესტორანი რაციონალურად მუშაობს და იძლევა საკმაო მოგებას. მით უმეტეს არ ნიშნავს, რომ  ყველა დიდხანს გაუძლებს კონკურენციას, რომელიც სწრაფად იზრდება.

რესტორნის ბიზნეს გეგმის შესადგენად  შეგიძლიათ მოგვმართოთ ჩვენ –  577 235 400, Caumednet@gmail.com; skype- medgeo.net

ტელეფონზე 577 235 400 , სკაიპი- medgeo . net , ელფოსტა Caumednet@gmail . com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე :

● თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა ,ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება

● ტექნოლოგიების და ტექნიკის შედარებითი ანალიზი
● ინფორმაცია საგრანტო კონკურსების შესახებ
● საგრანტო განაცხადების შევსება
● საგრანტო , სალიზინგო , შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს- გეგმების მომზადება


რისთვის კეთდება რესტორნის , ქეითერული ფირმისა თუ კვების სხვა ობიქტების ბიზნეს გეგმა?

ცხადია, გეგმა შეიძლება დაგჭირდეთ გრანტის , კრედიტის , ლიზინგისა და სხვა რაიმე მიზნისათვის , მაგრამ ყველაზე სერიოზული გეგმა კეთდება ობიექტის მართვის გაუმჯობესებისა და მოგების გაზრდის მიზნით.
სისტემურად და დეტალურად გაწერილი  ბიზნეს გეგმა , ხშირად, დაახლოებით 50 % -ით ზრდის ობიექტის მოგებას. ცხადია , აქ იგულისხმება აუდიტიც.
ბევრ თეორიულ გამოცემაში წაიკითხავთ, რომ ბიზნეს-გეგმა აუცილებელია ბიზნესში ინვესტიციების მოსაპოვებლად. ეს ნამდვილად ასეა, თუმცა არ არის მთავარი მიზეზი იმისათვის, თუ რატომაა საჭირო საკუთარი ბიზნესის დაგეგმვა.


რა არის რესტორნის ბიზნეს გეგმა  და რისთვისაა საჭირო

უპირველეს ყოვლისა, რესტორნის ბიზნეს-გეგმა აუცილებელია მისთვის, ვინც უხელმძღვანელებს რესტორანს, ვინაიდან ეს არის – დოკუმენტი, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი მომავალი რესტორნის ფუნქციონირების ყველა იდეა და ასპექტი;
წარმოდგენილია ყველა პრობლება, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს რესტორანი და რაც მთავარია- მათი მოგვარების გზები.
ამიტომ, ვინც გადაწყვეტს სარესტორნო ბიზნესით დაკავებას, საჭირო და აუცილებელია შეეძლოს ყველაფრის დაგეგმვა და გათვლა.
სარესტორნო  ბიზნესი ხომ ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადია ბიზნესის სახეებს შორის და უამრავი ნიუანსია გასათვალისწინებელი.

თქვენი მომავალი რესტორნის ბიზნეს-გეგმა შეიძლება დაგეხმაროთ ძალიან ბევრი პრობლემის მოგვარებაში ჯერ კიდევ იდეის ეტაპზე.
რაც ნიშნავს, რომ ასევე დაგეხმარებათ დროისა და ენერგიის დაზოგვაში, თავიდან აირიდებთ ბევრ „სიურპრიზს“, რომლებიც შეიძლებოდა ცუდ დროს აღმოცენებულიყვნენ თუ არ გექნებოდათ მომავალი რესტორნის ყველამხრივი ანალიზი.

იმ შემთხვევაში, თუ არ ხართ დარწმუნებული საკუთარ ძალებში, რესტორნის ბიზნეს-გეგმა შეიძლება აღმოჩნდეს საწყისი წერტილი.
თქვენი იდეით, რომელიც ჩამოყალიბებული იქნება ბიზნეს-გეგმის სახით, ყოველთვის შეგიძლიათ მიმართოთ საკონსულტაციო სააგენტოს, რომლის სპეციალისტებიც შეაფასებენ მომავალი რესტორნის ქმედითუნარიანობას, დააკორექტირებენ იდეებს და თავიდან აგაცილებენ ფიასკოს.


ძირითად ასპექტები რესტორნის ბიზნეს გეგმა – ში 

ამ საიტზე, რომელზეც ეხლა იმყოფებით შეგიძლიათ მოძებნოთ ინსტრუქციები რესტორნის ბიზნეს-გეგმის შესადგენად ; ამიტომ აქ ჩვენ ამ ნიუანსებს (თუ როგორ უნდა დაწეროთ გეგმა) არ განვიხილავთ, არამედ მხოლოდ მიგანიშნებთ  ძირითად შეცდომებზე , რომლებსაც ყველაზე ხშირად უშვებენ.

ნებისმიერი მნიშვნელოვანი დოკუმენტის მსგავსად, რესტორნის ბიზნეს-გეგმის შედგენა უნდა დაიწყოს პროექტის არსიდან. აქ მნიშვნელოვანია გამორჩეულად აღინიშნოს პროექტის ეკონომიკური ეფექტურობა, გარკვევით უნდა გადმოსცეთ გეგმის თითოეული ნაწილის დასკვნა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია მოთხოვნისა და შეთავაზებების ანალიზი, ასევე თქვენი მომავალი რესტორნის შესაძლებლობები. ამ პუნქტს აუცილებლად უნდა მიუდგეთ ცივი გონებით. თუმცა, კონკურენტების სრულად შეფასებისთვის თქვენს გუნდში უნდა გყავდეთ აღნიშნული საკითხების სპეციალისტები ან უნდა მიმართოთ კონსულტანტს. ასეთმა სპეციალისტებმა ხშირად იციან კონკრეტული მოთამაშის არა მხოლოდ შესაძლებლობები, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი – ისინი შეიძლება ფლობდნენ ინფორმაციას თქვენი კონკურენტების განვითარების ტენდენციების შესახებ.

ყოველწლიურად ათობით რესტორანი იხსნება და იხურება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნეს-გეგმაში წარმოადგინოთ თქვენი იდეის განსაკუთრებულობა. იმ შემთხვევაში, თუ დასახმარებლად მიმართავთ გარე ინვესტიციებს, ინვესტორებს აუცილებლად დააინტერესებთ ეს ასპექტი. ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის დეტალურად განხილვა კითხვების წარმოშობამდე, ინვესტორებს შეუქმნის შთაბეჭდილებას თქვენი, როგორც შემდგარი მმართველის შესახებ.


რესტორნის ბიზნეს-გეგმის შედგენის რჩევები

მიუხედავად რესტორნის მუშაობის სპეციფიკის ცოდნისა,  ნუ შეეცდებით რესტორნის ბიზნეს-გეგმის დამოუკიდებლად შედგენას. აუცილებლად დაგჭირდებათ სპეციალისტების დახმარება, რომელთაც აქვთ სარესტორნო სფეროში სხვადასხვა დონეებზე მუშაობის გამოცდილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება გაგეპაროთ მნიშვნელოვანი მომენტები, რომლებიც სერიოზული რისკის ქვეშ დააყენებენ თქვენს ბიზნესს მომავალში.

თუ სრულიად არ ხართ დარწმუნებული თქვენს შესაძლებლობებში, უმჯობესია მიმართოთ სარესტორნო სფეროს სპეციალისტებს – მაგ: საკონსულტაციო სააგენტოს. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სააგენტოს სპეციალისტებს ჰქონდეთ რესტორნის მართვის პრაქტიკული გამოცდილება. სხვანაირად რომ ვთქვათ, დაინტერესდით მოცემულ მომენტში რომელი პროექტით და რა ფორმით არის დაკავებული ეს თუ ის სააგენტო. თეორეტიკოსი-სპეციალისტების მიერ შედგენილი რესტორნის ბიზნეს-გეგმის სარგებლიანობა მინიმალურია და მეტიც, შეიძლება ავნოს კიდეც თქვენს ბიზნესს.
რესტორნის ბიზნეს გეგმის შესადგენად  შეგიძლიათ მოგვმართოთ ჩვენ 577 235 400 , Caumednet@gmail.com ; skype- medgeo.net


ბმები

სასტუმროს ბიზნეს გეგმის მომზადება და აუტსორსინგი
სასტუმროების დაპროექტება და ბიზნეს-გეგმების მომზადება
ქეითერული  ბიზნეს გეგმები
რესტორნის ბიზნეს გეგმები და აუტსორსინგი 
სასმელები , ქორწილი , ფურშეტი,  კულინარია
–   იურიდიული პორტალი

რესტორნის ბიზნეს გეგმა 577 235 400

.

Facebook Comments
Share on Facebook
Facebook
Share this...