სატიტულო ფურცელი ბიზნეს გეგმისათვის – როგორ გავაფორმოთ ?

 სატიტულო ფურცელი  ბიზნეს გეგმისათვის უნდა იყოს ინფორმატიული და გამოიყურებოდეს პროფესიონალურად . არაა საჭირო მისი გადატვირთვა ზედმეტი ინფორმაციით.
სატიტულო გვერდზე , სურათებიც არაა საჭირო, თუკი ისინი კონკრეტრეტული ინფორმაციის მატარებელი არაა და სატიტული გვერდის ინფორმაციას არ ატარებენ.

შეგახსენებთ- ბიზნეს გეგმების მოსამზადებლად შეგიძლიათ მიმართოთ 577 235 400 , Caumednet@gmail.com

სატიტულო ფურცელი

ბიზნეს-გეგმის სატიტულო ფურცელი არ უნდა შეიცავდეს ზედმეტ დეტალებს. ის უნდა იყოს ლაკონური და მიმზიდველი.
ძალიან მნიშვნელოვანია პროექტისთვის მოკლე სახელის მინიჭება, რომელიც შემდეგ გამოჩნდება საწარმოს გარეთა აბრაზე, სარეკლამო მასალებში, შეფუთვაზე და ა.შ და იცოცხლებს ბიზნესთან ერთად.
კარგი სახელი უნდა შეესაბამებოდეს საქმიანობის შინაარს, მიუთითებდეს ბიზნესზე ან ადგილმდებარეობაზე, გამოიწვიოს დადებითი ემოციები როგორც ბიზნეს-გეგმის სატიტულო ფურცელზე, ასევე ყველგან, სადაც შეიძლება თვალში მოხვდეს იმ ადამიანს, ვინც სავარაუდოდ ზეგავლენას მოახდენს თქვენი წამოწყების ბედზე.

სატიტულო ფურცელი უნდა მიუთითებდეს ბიზნეს – გეგმის კონფიდენციალობას

კონფიდენციალურობის შესახებ მემორანდუმის შედგენა ხდება იმ პირების გაფრთხილების მიზნით, რომლებიც ეცნობიან ბიზნეს-გეგმას, რათა დაიცვან მასში წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
მემორანდუმში შეიძლება იყის მინიშნება იმის შესახებ, რომ პირი, რომელიც ეცნობა ბიზნეს-გეგმას, თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას და იძლევა გარანტიას, რომ არ გაავრცელებს აღნიშნულ ინფორმაციას ავტორთან წინასწარი შეთანხმების გარეშე.
შეიძლება მითითებული იყოს აკრძალვა რაიმე მიზნით მთლიანი ბიზნეს-გეგმის ან მისი ცალკეული ნაწილების კოპირების შესახებ, ასევე მესამე პირისთვის გადაცემის აკრძალვაც. ის შეიძლება შეიცავდეს მოთხოვნას – დაუბრუნდეს ბიზნეს-გეგმა ავტორს, თუ არ იქნება საინტერესო მისი რეალიზებისთვის ინვესტირება.

სატიტულო ფურცელი , მინიმუმ, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

• საქმიანობის სახელწოდება
• ორგანიზაციის ემბლემა
• ინფორმაცია ავტორთა შესახებ (სახელი, გვარი, ტიტული)
• კომპანიის მისამართი
• ტელეფონის ნომერი
• ელ – ფოსტისა და ვებ – გვერდის მისამართი
• მომზადების თარიღი.

 სატიტულო გვერდი  უნდა გვაძლევდეს ინფორმაციას სადაა თქვენი საავტორო უფლებები დაცული ბიზნეს გეგმის სატიტულო გვერდი

ვებ – გვერდის მითითება არაა მხოლოდ ფორმალური ელემენტი, განსაკუთრებით, თუკი  ბიზნეს-გეგმა უცხოელ ინვესტორს უნდა წარუდგინოთ.
თუკი არა გაქვთ ვებ-გვერდი, ჯობია მისი დაპროექტება  იმავე ჯგუფს შეუკვეთოთ, რომელიც ბიზნეს -გეგმას წერს
ბიზნეს – გეგმის წარდგენამდე თქვენ შეგიძლიათ განაახლოთ ვებ – გვერდი და მასში წარმოაჩინოთ მრავალი ასპექტი, რომეთა წარმოჩენასაც უშუალოდ ბიზნეს – გეგმაში ვერ ახერხებთ ან მიზაშეუწონლად მიგაჩნიათ. ასევე, ბიზნეს-გეგმის ტექსტში შეგიძლიათ მიუთითოთ კონკრეტული გვერდები, სადაც დაზუსტებულია ბიზნეს-გეგმაში გამოთქმული მოსაზრებები.

სატიტულო ფურცელის მაგალითი                     

საწარმო –
მისამართი –
ყველა ელექტრონული საკომუნიკაციო კოორდინატი
მკაცრად კონფიდენციალური .გთხოვთ დააბრუნოთ, თუ პროექტი არ დაგაინტერესებთ . ვის – ყველა ელექტრონული საკომუნიკაციო კოორდინატი
პროექტის მოკლე დასახელება (20-30 სიმბოლო) –
პროექტის სრული დასახელება –
საწარმოს ხელმძღვანელი –
ყველა ელექტრონული საკომუნიკაციო კოორდინატი
პროექტი მოამზადა –
ყველა ელექტრონული საკომუნიკაციო კოორდინატი
პროექტის რეალიზაციის დაწყების თარიღი –
პროექტის ხანგრძლივობა –
დროის პერიოდი იმ თარიღიდან, რომლიდანაც აქტუალურია პირველადი მონაცემები, პროექტის დაწყების თარიღიდან    —  თვე
შედგენის თარიღი — — წ

იხილეთ აგრეთვე :
ბიზნეს-გეგმების დაწერა, კონსულტაციები, მომზადება
1001 წარმატებული ბიზნეს გეგმა თქვენი ბიზნესისათვის
რა ღირს ბიზნეს-გეგმების მომზადება (შედგენა)
იურიდიული პოსტალი

Facebook Comments
Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share this...