ბიზნეს გეგმის მოკლე შინაარსი – 577 235 400

ბიზნეს გეგმის მოკლე აღწერა ყველა ბიზნეს გეგმას ერთვის თავში . შეიძლება დონორმა , თავდაპირველად მოითხოვოს მხოლოდ მისი წარდგენაც .
ხშირად, კლიენტებს მაიჩნიათ, რომ მოკლე ბიზნეს-გეგმა პატარაა და ნაკლები შრომა ჭირდება. ეს ასე არაა. მოკლე ბიზნეს-გეგმის დაწერა, თუკი სრული ბიზნეს -გეგმა არა გაქვთ უკვე მომზადებული შეუძლებელია.

შეგახსენებთ, რომ ბიზნეს გეგმების მოსამზადებლად შეგიძლიათ მიმართოთ 577 235 400, Caumednet@gmail.com , skype-medgeo.net

თავიდანვე გაიaზრეთ ვინ წაიკითხავს მოკლე აღწერას

ბევრ დონორს  ურჩევნია თავდაპირველად გაეცნოს ბიზნეს-გეგმის საერთო მიმოხილვას ან რეზიუმეს. ასეთი გაცნობა საშუალებას აძლევს მათ სწრაფად განსაზღვრონ, არის თუ არა მოცემული კომპანია (პროექტი) მათთვის საინტერესო.
როგორც წესი, ბიზნეს-გეგმის მოკლე აღწერას (რეზიუმე) აკეთებენ ბოლოს, როდესაც ბიზნეს-გეგმის  დანარჩენი ნაწილების მომზადება დამთავრებულია. მცდელობა- დაწეროთ თავიდან მოკლე ბიზნეს-გეგმა უაზრობაა.
ბიზნეს-გეგმის ავტორები ხშირად სათანადოდ არ აფასებენ ამ ნაწილს. მოკლე მოცულობის ბიზნეს-გეგმის აღწერა არ აღემატება ერთ ან მაქსიმუმ ორ გვერდს. თუმცა, ამ ნაწილში ლაკონური ფორმით უნდა იყოს თავმოყრილი ყველა ძირითადი მდგომარეობა და ბიზნეს-გეგმის შესახებ დასკვნა.
როდესაც შეუდგებით ბიზნეს-გეგმის მოკლე აღწერას, დაფიქრდით – თუ ვინ წაიკითხავს მას. მისი მკითხველები არიან – პოტენციური ინვესტორები ან მათი წარმომადგენლები . ისინი ბიზნეს-გეგმის გაცნობას იწყებენ მისი მოკლე აღწერიდან. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ლაკონურობა და გამოკვეთილობა.
თუ მოკლე აღწერაში წარმოდგენილი მონაცემები იქნება საინტერესო, პოტენციურ ინვესტორს მოუნდება გაეცნოს დეტალებს და დამატებით არგუმენტებს, რომლებიც იმეტყველებს დასახული მიზნების მიღწევის სასარგებლოდ.
საქართველოში ბევრი ფონდი თავიდან ითხოვს მომავალი პროექტის შესახებ, იდეის შესახებ კითხვარის შევსებას. ეს კითხვარები , თავისი არსით, ბიზნეს-გეგმის მოკლე შინაარსია და
მათი მაღალ დონეზე შევსება შეუძლებელია, თუკი ბიზნეს-გეგმა ბოლომდე, ყველა დეტალში არაა დამუშავებული.

ბიზნესგეგმის მოკლე აღწერის მიზანი

ეს ნაწილი მოკლედ, ანოტირებულად წარმოადგენს თქვენს ბიზნეს – გეგმას და ამდენად, ბიზნეს – გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ამასთან, თუმც კი გეგმაში ის პირველ ადგილზეა, როგორც წესი, იწერება სულ ბოლოს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იგი აჯამებს მთელ ბიზნეს – გეგმას.

ბიზნეს-გეგმის მოკლე აღწერა უნდა შეიცავდეს :

– ინფორმაციას კომპანიის შესახებ;
ბიზნეს-გეგმის მოკლე აღწერა

– პროდუქციის ან სერვისის აღწერილობას;
– პროდუქციის  უნიკალურობასა და კონკურენტუნარიანობას;
– კომპანიის მიზნებს;
–  ბაზრის პოტენციალს თქვენი პროდუქციის ან სერვისისთვის;
– 3 ან 5 წლიანი ფინანსური პროგნოზის მოკლე აღწერას, განსაკუთრებით გაყიდვებზე და მოგებაზე/ზარალზე;
– ზოგიერთი ბიზნესისათვის საჭიროა აისახოს  ჩატარებული მარკეტინგული კვლევა და
კონკურენტულ ბრძოლაში ბიზნესის ქცევის პროგნოზი (სტრატეგიის აღწერა);
– ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ფინანსების აღწერა;
–  ბიზნესიდან ინვესტორის გასვლის სტრატეგია (თუკი ასეთის აუცილებლობა წარმოიშვა).

 

იხილეთ აგრეთვე :
ბიზნეს-გეგმების დაწერა, კონსულტაციები, მომზადება
იმპორტ ჩანაცვლებადი ბიზნეს-გეგმები 
1001 წარმატებული ბიზნეს გეგმა თქვენი ბიზნესისათვის  
შეღავათიანი კრედიტების ბიზნეს-გეგმების მომზადება (შედგენა)   
იურიდიული პოსტალი

Facebook Comments