რადიაციული საფრთხის დროს – როგორ მოვიქცეთ

რადიაციული საფრთხის დროს – როგორ მოვიქცეთ . ბიზნეს-გეგმების საიტისათვის ამ  არათემატურ სტატიას , ვაქვეყნებთ სიფრთხილეისათვის , უკრაინაში არსებული მდგომარეობის გამო გამო . ცოდნა შემცირებს შიშს.

სტატიის ქართული ვერსია აღებულია https: // www . marketer . ge /-  დან 

მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, ყველა სხვა საშიშროებასთან ერთად, რადიაციულ საფრთხეზეც დავიწყეთ ფიქრი. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ რუსული ჯარები ჩერნობილში შეიჭრნენ და საზოგადოებას ახალი ეკოლოგიური კატასტროფის შიში გაუჩნდა.იმისათვის, რომ ეს განცდა მეტნაკლებად გავანეიტრალოთ და შიშის ნაცვლად, მზაობა ვიგრძნოთ, საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) 2001 წლის რეკომენდაციას გაგიზიარებთ. ამ უკანასკნელის თანახმადრადიაციული საგანგებო  მდგომარეობის   დროს ევაკუაციასა და თავის შეფარებასთან ერთადკალიუმის იოდიდის (KI) დანამატი უნდა მივიღოთ. 

რადიაციული საფრთხის დროს

კალიუმის იოდიდის (KI) გამოყენება რადიაციული საფრთხის დროს

კალიუმის იოდიდი (KI) წარმოადგენს ქიმიურ ნაერთს, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის რადიოაქტიური იოდის (რადიოიოდის) მოსალოდნელი რადიაციული ზემოქმედებისგან დასაცავად გამოიყენება. რადგანაც იოდის ათვისება ფარისებრი ჯირკვლის მიერ ხდება, რადიოიოდით დაბინძურებულ ჰაერს ან საკვებს აღნიშნული ჯირკვლის რადიაციული დაზიანება შეუძლია. ეს კი სხვადასხვა დაავადების გამომწვევი მიზეზი ხდება.

ამ ზემოქმედების გასანეიტრალებლად, გამოიყენება KI — მისი მიღების შემდეგ  ფარისებრი ჯირკვლის სტაბილური (არა-რადიოაქტიური) იოდით გაჯერება ხდება. შედეგად, რადიოდის ათვისება ფერხდება ან მისი რაოდენობა ქვეითდება.

დოზირება ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით

  • 0-18 წელი — 0.05 ზვ (ზივერტი)
  • ორსულები და მეძუძური დედები — 0.05 ზვ
  • 18-40 წელი — 0.1 ზვ
  • 40 წლიდან — 5 ზვ

KI-ის რეკომენდებული დოზები რისკჯგუფებისთვის

  • 18 წელს ზემოთ — 130 მგ
  • 65 კგ-ზე ჭარბი წონის 12-დან 18 წლამდე მოზარდები — 130 მგ
  • 65 კგ-მდე წონის 12-დან 18 წლამდე მოზარდები — 65 მგ
  • 3-დან 12 წლამდე ბავშვები — 65 მგ
  • 1 თვიდან 3 წლამდე ბავშვები — 32 მგ
  • დაბადებიდან 1 თვემდე ბავშვები — 16 მგKI-ის მიღება ყველაზე ეფექტურია რადიოაქტიური იოდის ზემოქმედებამდე, ან უშუალოდ ზემოქმედების შემდეგ — მაქსიმუმ, 3-4 საათის ვადაში. მისი მოქმედება კი 24 საათის განმავლობაში გრძელდება. ლოკალური ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ ხდება გაფრთხილება, თუ როდემდე უნდა გაგრძელდეს KI-ის მიღება. ხოლო რადიაციის ქვეშ მყოფი არეალიდან ინდივიდის გამოსვლის შემდეგ KI-ის მიღება არ არის საჭირო.თუმცა ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ KI არ იცავს სხვა ორგანოებსა თუ ქსოვილებს, გარდა ფარისებრი ჯირკვლისა. ასევე, კალიუმის იოდიდი ორგანიზმს არ იცავს ისეთი გარე წყაროებიდან მიღებული რადიაციული დოზისგან, როგორიცაა რადიოაქტიური შლემი, მიწაში დალექილი რადიოაქტიური ნივთიერებების ზემოქმედება. თანაც, იოდის გარდა, იგი არ მოქმედებს სხვა ტიპის ჩასუნთქული, ან ორალურად მიღებული რადიოაქტიური ნივთიერებების გავლენაზე.

KI-ის გვერდითი ეფექტები

ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ პოლონეთში შესაბამისი კვლევები ჩატარდა, თუ რა გვერდითი ეფექტები ახლავს კალიუმის იოდიდის მიღებას. 270 ახალშობილს, რომელსაც 15 მგ KI-ის აძლევდნენ, გარდამავალი ბიოქიმიური ჰიპერთირეოზი განუვითარდა. ზრდასრულებსა და ბავშვებში დაფიქსირებული გვერდითი ეფექტები მოიცავს საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევებს შემთხვევების, დაახლოებით, 2%-ში და გამონაყარს – დაახლოებით, 1%-ში. ასევე, კვლევის ფარგლებში იოდისადმი გაზრდილი მგრძნობელობისა და ჰოსპიტალიზაციის სულ 2 შემთხვევა დაფიქსირდა.

კალიუმის იოდიტი

წყარო: Use of Potassium Iodide (KI) During Radiological Emergencies: Information for the Public

Facebook Comments