სკოჩის წარმოება . ბიზნეს გეგმის მომზადება 577 235 400

კოჩის  წარმოება –  ბიზნეს გეგმის მომზადება 577 235 400 , Сaumednet@gmail.com

სკოჩის ბიზნესი

სკოჩი ანუ წებოვანი ლენტა ბაზარზე მოთხოვნადი საქონელია . აქვს გამოყენების ფართე სპექტრი (ოფისებში, სკოლებში, წარმოებაში). ქარხნებში წებოვანი ლენტი გამოიყენება წარმოებული საქონლის (კალმები, ფანქრები, მანქანის ნაწილები და ა.შ.) შესაფუთად.
ამჟამად საქართველოში ძირითადად ეს საქონელი გარედან შემოედინება და ამდენად მათთან მოგიწევთ კონკურენცია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია წინასწარ გაანალიზდეს პროდუქციის თვითღირებულებასთან დაკავშირებული ვითარება ბაზარზე (კონკურენტული ფასის დასადგენად), ასევე საჭიროა – გავრცელების შესაძლო არხების გარკვევა.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ სფეროშიც არსებობს ნიშები, რომლებიც ადგილობრივ მწარმოებლებს უპირატეს მდგომარეოაბაში აყენებს. დაბალი თვითღირებულების შემთხვევაში რეალური ჩანს ექსპორტიც.

სკოჩის წარმოება

პროდუქციის ასორტიმენტი

უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა განსაზღვროთ პროდუქციის მთელი ასორტიმენტი. ჩვენ ჩამოვთვლით ძირითად ტიპებს, თუმცა სინამდვილეში უამრავია :

• სტანდარტული საფუთავი  წებოვანი ლენტი ;
• მკვრივი ( სქელი)  საფუთავი
• საკანცელარიო
• ორმხრივი  ;
• კომპანიის ლოგოთი;
• სამღებრო ;
• არმირებული , გამაგრებული
• მეტალიზებული;
• ალუმინის;
• სამედიცინო;
• ყინვაგამძლე;
• წებოვანი ლენტი ქსოვილის საფუძველზე ;
• სარკისებური წებოვანი ლენტი ქსოვილის საფუძველზე.
• მანიკიურის
• დამცავები (მაგ. მწერებისაგან, მღრღნელებისაგან)
• სასიგნალო
• დამფერავი ( მაგ. მინის) და სხვა

ტექნოლოგიების შერჩევა

გასაგებია, რომ ყველა ამ ტიპისათვის ტექნოლოგიური პროცესი და მანქანა-დანადგარები სხვადასხვაა. შესამამისად, თვალნათლივია ბაზრის ანალიზის მნიშვნელობა , ვინაიდან ეს საშუალებას მოგცემთ გაიგოთ რა პროდუქტები სჭირდებათ მომხმარებლებს ყველაზე მეტად.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თანამედროვე აღჭურვილობას შეუძლია ერთდროულად რამდენიმე სახის სკოჩის  დამზადება. თუმცა, მრავალფუნქციური მოწყობილობა გაცილებით ძვირი დაჯდება, ვიდრე უფრო მარტივი. ამიტომ, თუ დაგეგმილია წარმოების შემდგომი გაფართოება, რეკომენდებულია მეტი თანხის დახარჯვა აღჭურვილობაზე.

Facebook Comments
Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
Share this...