წყალტუბო _ საირმე _ აბასთუმანი _ ბიზნეს გეგმები -ს მომზადება

წყალტუბო _ საირმე _ აბასთუმანი _ ბიზნეს გეგმები -ს მომზადება
წყალტუბო – საირმე – აბასთუმანის რკალის ინფრასტრუქტურის  განვითარებაზე არაერთი ფონდი მუშაობს. შემუშავებულია ცალკეული, მაგალითად წყალტუბოს ზონის განვითარების გეგმა. იხილეთ https://www.tskaltubolag.ge/ge/grant-competition
საგრანტო თვალსარისითაც -ეს რკალი , მაგრამ სპეციფიური ზონაა . გრანტებიამ ზონაში  ხშირია.  ვფიქრობთ, აქ ყველა პროექტები განვითარების ერთიან გეგმის საფუძვლეზე უნდა აიგოს.

თუკი თქვენ, არა გაქვთ დრო მოამზადოთ საგრანტო , საინვესტიციო ან საკრედიტო ბიზნეს გეგმა ჩვენ გთავაზობთ ბიზნეს-გეგმების მომზადებას წყალტუბო , საირმე , აბასთუმანი ზონისათვის. ჩვენი ძლიერი მხარეა რკალის  განვითარების გეგმის კარგი ცოდნა და ბიზნეს-პროექტების მომზადების მრავალწლიანი გამოცდილება  577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com

წყალტუბო / საირმე / აბასთუმანი / ბიზნეს გეგმები

ჩვენი  სხვა სერვისები:

ტელეფონზე 577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე :

            ● თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება.
            ● ინფორმაციების მოწოდება საგრანტო კონკურესების გამოცხადების შესახებ
            ● საგრანტო განაცხადების შევსება, აპლიკაციების შევსება ნებისმიერ ენაზე
            ● საგრანტო, ლიზინგის , შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება , მათ შორის- ინოვაციური ბიზნეს გეგმების მომზადება.
            ● მარკეტინგული კვლევების ჩატარება საქართველოსა და უცხოეთში
            ● ინვესტორთა ძიების პროცესში საკონსულტაციო და საინფორმაციო თანხლება
            ● საქონლის ,მომსახურებების, საინვესტიციო და სხვა კომერციული წინადადებებისა და შეთავაზებების მომზადება
            ● დიდ მოქმედ საწარმოებს და სასოფლო-სამეურნეო კომპლექსებს ვთავაზობთ აუთსორსინგულ მომსახურებებს ფანდრაიზინგის სფეროში

ბიზნეს-გეგმების მომზადება წყალტუბოსათვის 577 235 400

წყალტუბო ცნობილი იყო ჯერ კიდევ VII-IX საუკუნეებში.

XII-XIII საუკუნეებში წყალტუბო, როგორც სამკურნალო პუნქტი, უკვე სარგებლობდა ფართო პოპულარობით.
პირველი ცნობები წყალტუბოს სამკურნალო წყლების შესახებ ქვეყნდება 1782 წელს „ბერლინის საბუნებისმეტყველო საზოგადოების შრომების“ გამოცემებში. 1787 წელს რუსმა აკადემიკოსმა პ. ს. პალასიმ დაამუშავა და გერმანულ ენაზე გამოსცა იოჰან გიულდენშტედტის სამოგზაურო ჩანაწერების ხელნაწერები წყალტუბოს შესახებ.
1809 წელს გერმანულიდან რუსულად ითარგმნა ი. გიულდენშტედტის „სამოგზაურო ჟურნალი“, რის შედეგადაც რუსულ სამეცნიერო ლიტერატურაში გაჩნდა ცნობები წყალტუბოს მინერალური წყლის შესახებ. 1814 წელს ცნობილი ბუნებისმეტყველი იულიუს ფონ კლაპროთი ნაშრომში „მოგზაურობა კავკასიასა და საქართველოში 1807 და 1808 წლებში“ იძლევა წყალტუბოსა და მისი მინერალური წყლების დახასიათებას. 1897 წელს პროფესორ ალბერტ ოილენბურგის საენციკლოპედიო გამოცემაში მოყვანილია ზოგიერთი მონაცემი წყალტუბოს მინერალური წყაროების სასიკეთო თვისებების შესახებ. 1898 წელს გ. სტრუვემ ქიმიური ანალიზის საფუძველზე წყალტუბოს წყაროები მიაკუთვნა ინდიფერენტულ წყაროებს.

1920 წელს წყალტუბოს ტერიტორია გახდა სახელმწიფო საკუთრება და შეიძინა ბალნეოლოგიური კურორტის ფუნქცია.

1926 წლისთვის წყალტუბოს თემი შედგებოდა ორი სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 7528 ადამიანს, ხოლო ფართობი 104,3 კმ²-ს.
კურორტის გაშენება 1926 წელს დაიწყო. 1931-32 წლებში ფართოდ გაიშალა კომპლექსური სამეცნიერო-კვლევითი და ჰიდროგეოლოგიური სამუშაოები, დაიწყო კურორტის ხელახალი განვითარება. 1931 წლის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით, წყალტუბო კურორტად და ბალნეოთერაპიის ცენტრად გამოცხადდა.

განაშენიანების პირველი პროექტი 1936 წელს შედგა არქიტექტორ ნ. სევეროვის მიერ.

1938 წელს სოფელ წყალტუბოს დაბის სტატუსი მიენიჭა[7]. 1939 წელს წყალტუბოს მიმდებარე ტერიტორია გამოეყო ქუთაისს და ჩამოყალიბდა ცალკე ერთეულად, რის გამოც წყალტუბომ შეიძინა ადმინისტრაციული ცენტრის სტატუსი. 1950-51 წლებში შემუშავდა ახალი გენერალური გეგმა (არქიტექტორები: ი. ზაალიშვილი, ვ. კედია), რომელსაც საფუძვლად წრიული სქემა დაედო. წყალტუბო დაიყო ბალნეოლოგიურ, სანატორიულ და საცხოვრებელ ზონებად. 1953 წელს წყალტუბომ მიიღო ქალაქისა და საკავშირო მნიშვნელობის კურორტის სტატუსი.
სხვადასხვა დროს გაშენდა 19 სანატორიუმი და პანსიონატი, 9 სააბაზანო, საკურორტო პარკი, კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფილიალი. ნაგებობათა შორის აღსანიშნავია სანატორიუმები: „მეგობრობა“ (1937-40 წწ. არქ. ლენტოვსკი), „თბილისი“ (1951 წ., არქ. ვ. ოლტარჟევსკი, ბ. სობოლევსკი), „იმერეთი“ (1961 წ. არქ. ვ. ალექსი-მესხიშვილი, ლ. ჯანელიძე). განსაკუთრებული არქიტექტურით გამოირჩევიან სანატორიუმები: „მეშახტე” (1952 წ. არქ. გ. მ. ხიმშიაშვილი და გ. ვ. მელეგი), „მეტალურგი” (1957 წ. არქ. ვ. ა. კედია და ნ. ს. სოლოვიოვა) და სს „ბალნეოსერვისის” №6 წყაროს შენობა (1951 წ. არქ. მ. ვ. ტარასოვა და გ. მ. ხიმშიაშვილი), რომელიც სპეციალურად ი. ბ. სტალინისთვის აიგო. 80-იანი წლების ბოლოს წყალტუბო იყო ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება მთელს საბჭოთა კავშირში. წყალტუბოში სულ 5800 საწოლი იყო. მოქმედებდა პირდაპირი მატარებელი მოსკოვი-წყალტუბო.

წყალტუბო მრავალმხრივი კურორტია და განსაკუთრებით განთქმულია თერმულ-რადონული მინერალური წყლის აბაზანებით. წყალი რბილი, კამკამა და უსუნოა, მისი ტემპერატურაა 33-35 °C.

წყალტუბოს მინერალური წყალი კურნავს შემდეგ დაავადებებს: კიდურების, პერიფერიული ნერვული სისტემის, გულისა და სისხლძარღვების, კანის, ნივთიერებათა ცვლის მოშლილობის, ენდოკრინული სისტემის, გინეკოლოგიური დაავადებები. წყალტუბოში აგრეთვე მკურნალობენ რევმატიზმით, პოლიომიელიტით და ცერებრალური დამბლებით დაავადებულები. ასევე ბუნებრივი სამკურნალო საშუალებაა კარსტული მღვიმეები, მღვიმეების მიკროკლიმატი გამოიყენება ბრონქიალური ასთმის, სტენოკარდიის, ჰიპერტონული დაავადებების, ნევროზის და ქრონიკული პნევმონიის სამკურნალოდ.

საირმე
საირმე

კურორტი “საირმე” მდებარეობს სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში, ქუთაისის სამხრეთით ზღვის დონიდან 950 მ-ზე და ადმინისტრაციულად ბაღდათის რეგიონს ეკუთვნის. “საირმე” ევროპის ყველაზე დიდი კურორტია. მწვანე საფარი შეადგენს 60 ჰექტარს და არის ერთადერთი კურორტი, სადაც 4 სხვადასხვა სამკურნალო თვისების და 1 თერმული წყარო ამოედინება და მრავალი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი. ახალი კურორტ “საირმის” რეაბილიტაციის პროექტის შემდეგ  კომპლექსში წარმოდგენილია 3 სასტუმრო, 342 ნომერით, სადაც 1000-მდე ადამიანის განთავსების შესაძლებლობაა ერთდროულად. აგრეთვე საირმის ლანდშაფტის მოდერნიზებაც განხორციელდა: ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები სარეკრეაციო და საკვები ობიექტების მოსაწყობად.

 წყალტუბო / საირმე / აბასთუმანი / ბიზნეს გეგმები -ს მომზადება

აბასთუმანი 

აბასთუმანი გახლავთ კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი, რომელიც სამცხე-ჯავახეთში მდებარეობს. მისი ტერიტორია წიწვოვანი ტყითაა დაფარული. კლიმატი იდეალური საშუალება და გამოსავალია ფილტვების დაავადებათა პროფილაქტიკისათვის. ზაფხულის სეზონი მეტად სასარგებლოა, რადგან სწორედ ამ დროს იწყებს ფიჭვი დამტვერვას და ფილტვებში შემავალი მტვერი დადებითად მოქმედებს მასზე. გარდა კლიმატისა, აბასთუმნის ჰიპერთერმული, სუსტად მინერალიზებული წყაროები უამრავ დაავადებას კურნავს. ( გველის, გოლიათის, სურავანდის წყაროები.) სწორედ ამ ადგილის უნიკალურობის გამო, რომანოვთა ოჯახმა მე-19 ს-ის ბოლოს ააგო დიდებული საგვარეულო სასახლე. კურორტის ტერიტორიაზე ბევრი ისტორიული მონუმენტია: ასტროფიზიკური ობსერვატორია, ეკლესია “ახალი ზარზმა”,მელნისის ციხე, თამარის ციხე და სხვა.

ბმები:

გრანტები,ტრენინგები, დასაქმება წყალტუბოში
ბიზნეს-გეგმები , ინვესტიციები , სერვისები ბიზნესისათვის
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები
ტრენირება და დასაქმება

წყალტუბო _ საირმე _ აბასთუმანი _ ბიზნეს გეგმები

Facebook Comments