ბიზნეს-გეგმა დაწერეთ თვითონ. თქვენზე კარგად არავინ იცის რა და როგორ უნდა განავითაროთ . თქვენ უკეთ შეგიძლიათ გადმოსცეთ თქვენი ჩანაფიქრი, გარდა ამისა- დაზოგავთ სერიოზულ ფინანსებს.
ბიზნეს-გეგმის დაწერის ბევრი სახელმძღვანელოა ინტერნეტში . ხშირად ურთიერთ წინააღმდეგობრივი. როგორც ერთ კარგ სიმღერაშია „ზოგი ასე უბერავს, ზოგი ისე უბერავს“ .
სხვათაშორის ჩვენს საიტზეც , http://biznes-gegma.medgeo.net/ რომელიც უშუალოდ ბიზნეს- გეგმებს ეძღვნება არის ძალიან დიდი და საინტერესო მასალები – სახელმძღვანელოები ბიზნეს-გეგმების მომზადების შესახებ. აი ისინიც:
➤ ბიზნეს-გეგმის მომზადების მეთოდური სახელმძღვანელო
➤ ბიზნეს-გეგმაში საწარმოთა საფინანსო ანალიზი
➤ როგორ მოვიზიდოთ ინვესტორი
➤ საინვესტიციო პროექტი
➤ ბიზნეს-გეგმების განმარტებითი ლექსიკონი
ჩვენ წინამდებარე პოსტში შევეცადეთ მოგვეცა ქართულ ინტერნეტში, ბიზნეს-გეგმების დამოუკიდებლად მომზადების თემაზე განთავსებული მასალების მიმოხილვა. მიზანია-
დამოუკიდებელი მუშაობა გაუადვილოთ მათ, ვინც ბიზნეს გეგმას თვითონ ამზადებს.
და მაინც თუ ბიზნეს-გეგმის დაწერისას დაგჭირდებათ კონსულტანტის მოწვევა – 577 235 400 , caumednet@gmail.com , skype- medgeo.net
1. ბიზნეს – გეგმა თვითონ რომ დაწეროთ თავიდან კარგი გეგმა (შინაარსი) უნდა შეადგინოთ
შინაარსი დამოკიდებულია უშუალოდ ბიზნეს-გეგმის თემაზე და ვის ურდგენთ მას. მაგალითად – თუ ბიზნეს-გეგმას ურდგენთ ფონდს, რომელმაც გამოაცხადა კონკურსი იმპორტ-ჩანაცვლებადი მიმართულებების განვითარებაზე, არაა საჭირო მკტკიცება, რომ იმპორტის ჩანაცვლება მნიშვნელოვანია. მაგრამ, მეგობარი ქვეყნების მხარდამჭერ ფონდებისათვის – ეს ბიზნეს-გეგმის მთელი თავი შეიძლება იყოს. თუკი პროექტს იმ ქვეყნის ფონდს ურდგენთ, რომლის იმპორტის ჩანაცვლებას გეგმავთ, ალბათ ჯობია საერთოდ არ მოიხსენიოთ ეს საკითხი და
სხვა ასპექტები წამოწიოთ წინ.
ბიზნეს-გეგმების შინაარსისადმი, სხვადასხვა მიდგომების შესახებ იხილეთ ეს გვერდები :
➤ მოკლე აღწერა – ბიზნეს გეგმის შინაარსი – 577 235 400
➤ ბიზნეს გეგმის შინაარსი , სტრუქტურა – 577 235 400
➤ ბიზნეს გეგმის შემადგენლობა , შინაარსი – 577 235 400
➤ რეკომენდებული სტრუქტურა ბიზნეს-გეგმისათვის 577 235 400
➤ ბიზნეს გეგმის ტრადიციები – გირჩებთ დაიცათ ისინი
ზემოთ მითითებული პოსტებში ბიზნეს-გეგმის სტრუქტურა ძირითადად ორიენტირებულია საგრანტო და საინვესტიციო მოთხოვნებზე. მათგან წყობითა და ორიენტირებით განსხვავდება საკრედიტო ბიზნეს-გეგმები. ამიტომ, აქ მოგვყავს კრედიტებზე ორიენტირებული ბიზნეს-გეგმის სტრუქტურის (შინაარსის ) მაგალითი . მასალის გადმოცემისას ვსარგებლობდით http://bizideebi.blogspot.com/ . მასალა მითითებულ წყაროში დალაგებულია კითხვების სახით და უფრო იოლია ბიზნეს გეგმა თვითონ მოამზადოთ
2. ბიზნეს-გეგმის სატიტულო გვერდი, სატიტულო ფურცელი
ბიზნეს-გეგმის სატიტულო ფურცლის შესახებ გირჩევთ გაეცნოთ სპეციალურ პოსტს
➤ სატიტულო გვერდი ბიზნეს გეგმისათვის – როგორ გავაფორმოთ ?
ხშირად ფონდები თვითონ იძლევიან ინსტრუქციას, რა მონაცემებს უნდა შეიცავდეს სატიტულო გვერდი
3. კითხვები რათა ბიზნეს გეგმა თვითონ იოლად მოამზადოთ. ბ/გეგმის ნაწილისათვის “ბიზნესის აღწერა”
3.1 ზოგადი ინფორმაცია
1. რა ვალუტაში მოხდეს გაანგარიშებები ბიზნეს-გეგმაში?
2. პროექტის დაწყების დრო
3.პროექტის დასრულების დრო
4. თქვენი მოსაზრებები ინფლაციის შესახებ . როგორ აისახება იგი თქვენს ბიზნესზე?
5. პროექტის ინიციატორი ორგანიზაციის სახელი
6. ძველია თუ ახალი ?
7. ფირმის ისტორია
8. სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმა
9. დამფუძნებლები
10. დაბეგვრის სისტემა
11. ლიცენზიების და ნებართვების ჩამონათვალი, მათი ვადები
12. ორგანიზაციის სახელი და კოორდინატები
3.2 წარმოებული პროდუქტი და წარმოების ტექნოლოგია
1. პროდუქტის (მომსახურების) ჩამონათვალი და მოკლე აღწერა
2. რა სარგებელი მოაქვს თქვენს პროდუქტს ?
3. პროდუქტების ზრდის (კლების) გრაფიკი . მინიმუმ ბოლო სამ წელიწადში
4. ინფორმაცის წარმოების ტექნოლოგიური ციკლის შესახებ
3.3 ბაზარი . კლიენტები : აღწერეთ თქვენი პოტენციური კლიენტები რაც შეიძლება სრულყოფილად.
1. ვინ არიან თქვენი კლიენტები?
2. ფართოვდება თუ მცირდება თქვენი ბაზარი?
3. აპირებთ თუ არა კონცენტრირებას კონკრეტულ ბაზრებსა და სეგმენტებზე?
3.4 ბაზარი- კონკურენტები
1. ვინ არიან კონკურენტები
2. კონკურენტების ფასები
3. კონკურენტების წილი ბაზარზე
4. როგორ წინსწევენ თავის პროდუქციას
5. რა უპირატესობა-ნაკლი გაქვთ კონკურენტებთან შედარებით?
6. ბაზრის ტენდენციები უახლოეს 5-10 წელში
3.5 გაყიდვები
1. გაყიდვების დაწყება
2. გაყიდვების გარფიკი თვეებითა და წლებით
3. ფასები, საფასო პოლტიკა
4. მიწოდების და გადახდის პირობები
5. პროდუქციის წინწაწევა
6. გაყიდვების გეოგრაფია
3.6 საწარმოო მოედანი
1. სად არის განლაგებული თქვენი ბიზნესი?
2. არის თუ არა ადგილმდებარეობა მნიშვნელოვანი თქვენი ბიზნესისათვის?
3. გჭირდებათ თუ არა დამატებითი სივრცე გაფართოებისათვის?
2. რამდენი მიწის ნაკვეთი გჭირდებათ თქვენი ბიზნესისათვის?
3. რამდენი საწარმოო ფართი გჭირდებათ ტქვენი ბიზნესისათვის?
4. თუ იძენთ პირობები და მიწოდების თავისებურებები
5. რა კომუნიკაციები გჭირდებათ
6. რა სპეციფიური კომუნიკაციები გჭრდებათ? მაგ. ეკო
3.7 მენეჯმენტი
1. რა განათლება და რა უნარ-ჩვევები გაქვთ იმისთვის, რომ სწორად წარმართოთ ბიზნესი?
2. არსებობს თუ არა მმართველობითი გუნდი? ვისგან შედგება ის?
3. როგორია მენეჯმენტის პასუხისმგებლობა?
3.8 თანამშრომლები
1. როგორია თქვენი თანამშრომლების მოთხოვნები და მიზნები?
2. გჭირდებათ თუ არა თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდა?
3. რა უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეთ მათ სამუშაოს შესასრულებლად?
4. კითხვები რათა ბიზნეს გეგმა თვითონ იოლად მოამზადოთ. ბ/გეგმის ნაწილისათვის ” ფინანსური ინფორმაცია “
4.1 დაფინანსების წყაროები და გამოყენება:
1. რა არის თქვენი ბიზნესის ფინანსური წყარო?
2. შენობა-ნაგებობები თქვენი საკუთრებაა, თუ იჯარით გაქვთ აღებული? დანადგარები?
3. რა ოდენობით კაპიტალი გაქვთ? როგორ იღებთ სესხის აღების შესახებ გადაწყვეტილებებს?
4.გყავთ თუ არა ინვესტორები?
5. როგორ იქნება ეს სესხი გამოყენებული?
4.2 მანქანა-დანადგარების ჩამონათვალი
1.აღჭურვილობის ჩამონათვალი, რომელსაც ფლობთ
2. რომელსაც აპირებთ შეიძინოთ
4.3 . საბალანსო უწყისი
საბალანსო უწყისი არის თქვენი ბიზნესის ლიკვიდობისა და თქვენი პირადი კაპიტალის აღწერა დროის მოცემული მომენტისათვის. ეს არის თქვენი ბიზნესის მომენტალური ფოტოსურათი, რომელიც ასახავს, რა არის თქვენი საკუთრება და რა სახის ვალდებულებები გაქვთ.
4.4 . მოგება-ზარალის უწყისი
ეს ინფორმაცია გიჩვენებთ, თუ რამდენად წარმატებულია თქვენი კომპანიის მუშაობა დროის მონაკვეთში (როგორც წესი, თვის, კვარტალის და წლის განმავლობაში). მოგება/ზარალი გამოიანგარიშება როგორც გაყიდვებს (რეალიზაციას) გამოკლებული ხარჯები. გასული და მიმდინარე წლის მოგება-ზარალის უწყისების შედარებით შეგიძლიათ შეადგინოთ შემოსავლების პროგნოზები. რეალურად, ეს პროგნოზები დაფუძნებული იქნება ინტუიციაზე, მაგრამ თუ ჩაატარებთ თქვენი ორგანიზაციის სამუშაოს ამომწურავ კვლევას, ისინი შეიძლება საოცრად ზუსტიც კი იყოს.
4.5 ფულადი ნაკადების მოძრაობის უწყისი
ეს მონაცემები შექმნილია იმის საჩვენებლად, თუ რამდენად კარგად მართავს ორგანიზაცია თავის ფულად ნაკადებს (ლიკვიდობას); აზრობრივად წარმოადგენს სხვაობას შემომავალ ფულად ნაკადებსა და გაწეულ ფულად გასავლებს შორის. რენტაბელობასა და ლიკვიდობას შორის ბალანსის შენარჩუნება ძნელია. გაყიდვების სწრაფმა ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ფულადი ნაკადების ამოწურვა, რაც მრავალი რენტაბელური კომპანიის გაკოტრების მიზეზიც კი ხდება. შემოსავლების პროგნოზისა და ფულადი ნაკადების მოძრაობის უწყისის როლი მდგომარეობს ამ სერიოზული პრობლემების დროულ გამოვლენასა და თავიდან აცილებაში კაპიტალის გაზრდის ან სათანადო დაფინანსების მეშვეობით.
პროგნოზები თქვენი ბიზნეს გეგმის შემადგენელი ნაწილია. ეს ციფრები საშუალებას გაძლევთ, სწორად შეაფასოთ თქვენი ბიზნესჩანაფიქრის განხორციელების შესაძლებლობა და ინვესტიციების ოდენობა, რომელიც საჭიროა საქმიანობის სათანადო დონის მისაღწევად. დაშვებები ძალიან დეტალურად უნდა იქნეს მოფიქრებული და ახსნილი. იყავით კეთილსინდისიერი და პესიმისტური. უფრო დაწვრილებით ამ საკითხის შესახებ იხილეთ მომდევნო თავში “ფულადი ნაკადების მიმოქცევის შესახებ”.
4.6 . ინვესტიციები
1.მიწა
2. შენობები
3.მოწყობილობები
4. შესაძენი რესურსების დახასიათება.მომწოდებლები და რატომ აირჩიეთ ისინი
5. ინვესტიციები მოცულობა და ვადები (გრაფიკი)
4.7 პროექტის ცვლადი ხარჯები
1. სტატიები
2.ნორმები
3.ფასები
4. მიწოდება და ფასები
4.8 მიმდინარე ხარჯები
1.სტატიები
— საწარმოო
– საერთო სამეურნეო
— ადმინისტრაციული
— კომერციული
2. ფასები
3.გადახდა და მიწოდების პირობები
4.9 პერსონალი (ეს ნაწილი ზემოთაც იყო, არფინანსური კუთხით)
1. საორგანიზაციო სტრუქტურა
2.თანამშრომელთა რაოდენობა და გადახდა კატეგორიების მიხედვით
— საწარმოო
— ადმინისტაციული
— კომერციული
2. გადახდის სიხშირე
3. საკვალიფიკაციო მოთხოვნები
4. სწავლება და პერსონალის მოტივაცია
4.10. საბრუნავი კაპიტალი
4.10.1 მასალები და ნედლეული
—— შესყიდვების რაოდენობა
—— შენახულის რაოდენობა
—— შენახვის დრო
—— გადახდის მოცულობა, ავანსი და გრაფიკი
4.10.2 პროდუქცია
—— შენახვის რაოდენობა
—— შენახვის ვადა
—— ავანსის ვადა და მოცულობა
—— გადახდის ვადა და მოცულობა
5. თანმხლები დოკუმენტაცია
დაურთეთ ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია თქვენი ბიზნესის შესახებ, როგორიცაა ბროშურები, კვლევის შედეგები, სარეკომენდაციო წერილები, რუკები, გრაფიკები და ა.შ..
თუ თქვენ ფლობთ ან ადრე ფლობდით სხვა ბიზნესს, დაურთეთ ანალოგიური დოკუმენტაცია მის შესახებაც. პირადი საგადასახადო დეკლარაცია ასევე სასარგებლო დოკუმენტი იქნება.
გახსოვდეთ ! ბიზნეს გეგმის განხილვა პროცესია და მზად უნდა იყოთ დიალოგის პროცესში გეგმის გადასაკეთებლად.
იხილეთ აგრეთვე
❖ ბიზნეს გეგმების მოსამზადებისა და კონსულტაციებისათვის : 577 235 400 , Caumednet@gmail.com , skype- medgeo.net
❖ იხილეთ აგრეთვე :
— ბიზნეს-გეგმების დაწერა, კონსულტაციები, მომზადება
— იმპორტ ჩანაცვლებადი ბიზნეს-გეგმები
— დისტანციური კონსულტაციები იმპორტ ჩანაცვლებადი საგრანტო მიმართულების ასარჩევად
— 1001 წარმატებული ბიზნეს გეგმა თქვენი ბიზნესისათვის
— შეღავათიანი კრედიტების ბიზნეს-გეგმების მომზადება (შედგენა)
— ინოვაციური ბიზნეს-გეგმების მომზადება
— საგრანტო განაცხადის შევსება
– იურიდიული პორტალი
– კრიზისული და პოსტკრიზისული ბიზნეს-გეგმების მომზადება